Thursday, June 6, 2019

სამოდელო გაკვეთილის გეგმა კლასი VI


სამოდელო გაკვეთილი
მასწავლებელი

მარგალიტა კახაძე

საგანი

ქართული ენა და ლიტერატურა
ჩატარების თარიღი
05. 06 .2019 წელი
კლასი
VI




გაკვეთილის ტიპი
ინტეგრირებული ( ქართული ენა და ლიტერატურა და ისტორია)

თემა

,,იოთამ ზედგინიძის თავდადება”-იაკობ გოგებაშვილი

გაკვეთილის ხანგრძლივობა
45 წთ
მოსწავლეთა პროფილი
კლასში 10 მოსწავლე.    სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე  კლასში არ არის.
აქტუალობა
 აღნიშნული გაკვეთილი  საშუალებას მისცემს  მოსწავლეებს  ისტორიაში ნასწავლი  მასალა  დააკავშირონ ქართულში ნასწავლ მასალასთან .პიროვნების  საერთო კულტურა , საკომუნიკაციო  და პროფესიული  უნარ-ჩვევები  სწორედ  მშობლიური ენის  საფუძველზე ყალიბდება. ისტორია კი საშუალებას მისცემს  შეძლებისდაგვარად ახსნან  ისტორიული მოვლენების  მიზეზები და  გაანალიზონ შედეგი.
გაკვეთილის მიზანი
მოსწავლემ უნდა შეძლოს
ქართული:
               ნაწარმოების მთავარი სათქმელის ამოცნობა და საკუთარი აზრის დასაბუთება.
ლიტერატურულ ნაწარმოებში ასახული მოვლენის  მიმართ  საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა. პერსონაჟის დახასიათება
 
. მცირე მოთხრობის შექმნა.
ისტორია: პიროვნული და საზოგადოებრივი  პრობლემის გააზრება და  სხვადასხვა საკითხებს შორის  კავშირის დადგენა.  კვლევა ძიების უნარის განვითარება

შედეგები (ე.ს. გ)










ქართ. VI. 1. მოსწავლეს აქვს ინფორმაციის მი­ღე­ბი­სა და გადა­ცე­მისათვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი უნარ-ჩვე­ვე­ბი.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         საუბრობს ნათლად და გარკვევით და პრეზენტაციისას გააზრებულად იყენებს შესაბამის არავერბალურ საშუალებებს;
·         გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას ამა თუ იმ ფაქტისადმი;
·         განარჩევს სი­ტყვის ში­ნა­არ­სობ­რი­ვ მრავალფეროვნებას და სათანადოდ იყენებს მას მეტყველების დროს;
ქართ. VI. 2. მოსწავლეს აქვს მხატვრული ტექსტის გააზრებისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე დეტალების შეფასების უნარი.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ასახელებს მისთვის აზრობრივი და მხატვრული თვალსაზრისით მნიშვნელოვან ეპიზოდებს, გამონათქვამებს და ახდენს მათს ინტერპრეტირებას;
·         აფასებს პერსონაჟების ქმედებას კონფლიქტურ, წინააღმდეგობრივი ხასიათის მქონე ეპიზოდებში;
·         მსჯელობს ნაწარმოებში განვითარებულ მოვლენებზე სხვადასხვა პერსონაჟის პოზიციიდან;


ქართ. VI. 7. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის მხატვრული და არამხატვრული ტექსტების წაკითხვა და გაგება-გაანალიზება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

·         ამოიცნობს ტექტის საკომუნიკაციო სიტუაციას (მიზანს, ავტორს, ადრესატს);
·         ახალ ინფორმაციას აკავშირებს არსებულ ცოდნასთან და გამოცდილებასთან;
·         განარჩევს მთავარ და არამთავარ პერსონაჟებს;
·         თხრობითი ხასიათის ტექსტებში გამოყოფს სიუჟეტის განვითარების საფეხურებს (დასაწყისს, მოქმედების განვითარებას და ა.შ.);

ქართ. VI. 9. მოსწავლეს შეუძლია პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით იმსჯელოს ნაწარმოებში ასახული მისთვის გასაგები და მნიშვნელოვანი პრობლემების შესახებ.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

·         ავლებს პარალელს ლიტერატურულ ნაწარმოებებს შორის ჟანრის, თემისა და პრობლემატიკის მიხედვით;
·         ასოციაციურად უკავშირებს ერთმანეთს მხატვრულ ამბავსა და რეალურ მოვლენას.

ქართ. VI. 14. მოსწავლეს შეუძლია პიროვნული და შემოქმედებითი გამოცდილების გამოყენება წერის პროცესში; აქვს მხატვრული წარმოსახვის უნარი.
·         სწორად აგებს ტექსტს კომპოზიციის ელემენტების გამოყენებით;
·         ქმნის ორიგინალურ თხზულებას.


ისტორია

აზ. მეც.V-VI.7. მოსწავლეს შეუძლია  დაახასიათოს  საქართველოს ისტორიის გამორჩეული პიროვნებები, რომლებიც ქვეყნის მმართველობაში მონაწილეობდნენ.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ჩამოთვლის სხვადასხვა დროს მოღვაწე ისტორიულ პირებს. განსაზღვრავს მათ როლს მმართველობით სტრუქტურებში;
აზ. მეც.V-VI.8. მოსწავლეს შეუძლია  მსჯელოს პიროვნებებისა და სხვადასხვა სოციალური ფენის როლზე საქართველოს ისტორიაში.
·         ეპოქის შესაბამისად ასახელებს გამოჩენილ პიროვნებს, განსაზღვრავს მის სოციალურ სტატუსს (მაგ: მეფე, ვაჭარი, ხელოსანი, ბანკირი, მიწათმფლობელი, პრეზიდენტი, მეცნიერი და ა.შ.).


წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები
მოსწავლეებს ნასწავლი აქვთ მსგავსი ტიპის ისტორიული მოთხრობები.
აგრეთვე
მოსწავლეებს  შეუძლიათ  ფაქტებისა და მოვლენების  ერთმანეთთან დაკავშირება , კითხულობენ  ტექსტს და ფლობენ ანალიზის უნარს , შეუძლიათ მოცემული მასალიდან  ლოგიკური დასკვნების გამოტანა
შეფასება და თვითშეფასება

განმავითარებელი და განმსაზღვრელი, თვითშეფასება.

·         წყვილებში მუშაობა შესაბამისი რუბრიკით;
·         ჯგუფური მუშაობის შეფასება შეფასების  რუბრიკის გამოყენებით      ( კრიტერიუმები: თანამშრომლობა, ჩართულობა, მოსმენა, პასუხისმგებლობა, უკუკავშირი);
·         პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა(კრიტერიუმები: თემის წარდგენა, აუდიტორიის ფლობა პასუხისმგებლობა, უკუკავშირი);
·         განმავითარებელი შეფასება მთელი გაკვეთილის მანძილზე.
·         გაკვეთილზე ჩართულობის შეფასების რუბრიკა.


სასწავლო მასალა და რესურსები:

მოსწავლის წიგნი, მასწავლებლს წიგნი,პროექტორი,კომპიუტერი, ფოტომასალა, მარკერები, თაბახის ფურცლები, ფლიფჩარტი,  დაფა, ცარცი.
მეთოდები და აქტივობები
აქტივობა 1. (2 წთ) გაკვეთილის მიზნისა და თემის გაცნობა
მიზანი: მოსწავლეთა მომზადება გაკვეთილისათვის
აღწერა: მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს გაკვეთილის  მიზნებსა და შეფასების რუბრიკებს
აქტივობა 2. (8 წთ)  კითხვა- პასუხი
მიზანი: წინარე ცოდნის გააქტიურება
აღწერა: დავსვამ   რამოდენიმე კითხვას:
1.      ვინ დამისახელებს ჩვენს მიერ შესწავლილ ისტორიულ მოთხრობებს?
2.      რომელ საუკუნის ისტორიულ ფაქტს  ეხება ჩვენს მიერ შესწავლილი მოთხრობა?
3.      დაასახელეთ მოთხრობის მოქმედი გმირები
4.      რატომ იყო იოთამ ზედგინიძე  გიორგი მეფის ერთგული დაასახელეთ ორი მიზეზი.
5.      ვინ იყო ყვარყვარე  ათაბაგი?
6.      რატომ გახდა იძულებული გიორგი მეფე  , ქართველებს შორის ომი გაემართა?
7.       სად დაბანაკდა ქართველთა ჯარი?
8.      რა ფარული გეგმა  მომზადდა ყვარყვარე ათაბაგის ბანაკში?
9.      რატომ დათანხმდა მეფე იოთამს , მის ნაცვლად  ჩაეგდო თავი განსაცდელში?
10.  რა შეჰფიცა მეფემ  ერთგულ ყმას?
აქტივობა 3. (7 წთ)   პრეზენტაცია
მიზანი: ინფორმაციის მოძიება და წარდგენა აუდიტორიის წინაშე.
აღწერა: კლასი გაყოფილია ორ ჯგუფად. თითოეულ ჯგუფს წინასწარ აქვს მოძიებული  ინფორმაცია. I - ჯგუფი  ,, ფარავანის ტბა,,  II-ჯგუფი,, სამცხე-საათაბაგო“.

აქტივობა4. (10 წთ)  წყვილებში მუშაობა
მიზანი: თანამშრომლობა.
აღწერა:  მოსწავლეებს წყვილებში დავურიგებ  წინასწარ გამზადებულ მოთხრობის  რუკას. ისინი წყვილებში ავსებენ რუკას  . მანამ წყვილები მუშაობენ დაფაზე ვაკრავ წინასწარ გამზადებულ სქემას და სამუშაოს დასრულების შემდეგ  ვავსებ მოსწავლეებთან ერთად.

აქტივობა5. (8 წთ)  გმირის რუკა
მიზანი: ანალიზის შედეგების  სქემატური სახით წარმოდგენის უნარჩვევების განვითარება.
აღწერა:  მოსწავლეებს ინდივიდუალურად ვურიგებ  წინასწარ გამზადებულ სქემას და ვთხოვ  შეავსონ.მათ უნდა დაასახელონ ტექსტიდან ორი გმირი, დახასიათონ და შესაბამისი არგუმენტები მოიყვანონ ტექსტიდან. მანამ მოსწავლეები მუშაობენ დაფაზე ვაკრავ ფორმატზე გამზადებულ სქემას,  რომელიც ივსება მოსწავლეების დახმარებით.

აქტივობა 6 . (10წთ)  მოთხრობის შექმნა
მიზანი: შემოქმედებითი უნარ -ჩვევების განვითარება.
აღწერა:მოსწავლეებს ვაწვდი საკვანძო სიტყვებს და ვთხოვ ააგონ მცირე მოთხრობა ( გმირი, დაუღალავი, ბრძოლა, მზე, გამარჯვება, თავქუდმოგლეჯილი) , შემდეგ თითოეული მოსწავლის ნამუშევარს გამოვაკრავთ ,, ნორჩი პროზაიკოსების „დაფაზე.

  საშინაო დავალების მიცემა და მოსწავლეთა შეფასება  წინასწარ გამზადებული რუბრიკებით.






















გაკვეთილზე  ჩართულობის შეფასების რუბრიკა
                

       1-4
             5-6
           7-8
           9-10
აქტიური  მონაწილეობა
არ არის ჩართული
პერიოდულად ერთვება, მაგრამ არანაყოფიერად
აქტიურია, მაგრამ მნიშვნელოვანი წვლილი ვერ შეაქვს
აქტიურია, კონსტრუქციული და შეაქვს დიდი წვლილი
აზრების დამოუკიდებლად გამოთქმა
ვერ გამოთქვამს საკუთარ აზრს
იშვიათადგამოთქვამსსაკუთარაზრებს
გამოთქვამს საკუთარ აზრებს, მაგრამ ზოგჯერ აკლია დამაჯერებლობა
ყველა საკითხზე აქვს საკუთარი აზრი, დამაჯერებელიარგუმენტირებული
კონცენტრირება სამუშაოზე
ვერ ახერხებს კონცენტრირებას
ცდილობს კონცენტრირებას, მაგრამ ხშირად ეფანტება გონება
ძირითადად კონცენტრირებულია სამუშაოზე
მთელი გაკვეთილის განმავლობაში კონცენტრირებულია სამუშაოზე
სხვისი აზრების მოსმენა და პატივისცემა
არ უსმენს სხვების აზრებს, და აწყვეტინებს
ყოველთვის არ უსმენს სხვების აზრებს ან უსმენს, მაგრამ აქვს არაადეკვატური რეაქცია
უსმენს სხვების აზრებს და ცდილობა იყოს კორექტული
ყურადღებით ისმენს სხვების აზრებს,  აანალიზებს და კორექტულია








წყვილებში მუშაობის შეფასების რუბრიკა
წყვილებში მუშაობის შეფასების კრიტერიუმები
10-8
7-5
4-1
საგაკვეთილო პროცესში ჩართულობა
სრულიად ჩართულია საგაკვეთილო პროცესში. კარგად აქვს გააზრებული დავალება
ნაწილობრივ არის ჩართული საგაკვეთილო პროცესში
არ არის ჩართული საგაკვეთილო პროცესში. ვერ გაიაზრა  დავალება
თანამშრომლობა მეწყვილესთან
შეუძლია მოისმინოს და გაითვალისწინოს მეწყვილის აზრი
ყოველთვის არ შეუძლია მეწყვილის აზრის გათვალისწინება
არ ითვალისწინებს სხვის აზრს
საკუთარი აზრის გადმოცემისა და სხვისი აზრის მოსმენის უნარი
კარგად აყალიბებს საკუთარ აზრს. შეუძლია სხვისი მოსაზრების გათვალისწინება
ნაწილობრივ აყალიბებს საკუთარ აზრს
ცუდად აყალიბებს საკუთარ აზრს მოცემულ საკითხზე








                                                 ჯგუფური მუშაობის რუბრიკა
კრიტერიუმი
ძალიან კარგი 10-9
კარგი 8-7
საშუალო 6-5
1-4
ჯგუფის მიერ სამუშაოს მიზნის გააზრება
ჯგუფმა სამუშაო მიზანი კარგად გააცნობიერა
ჯგუფმა სამუშაო მიზანი გააცნობიერა
ჯგუფმა სამუშაო მიზანი ნაწილობრივ გააცნობიერა
ჯგუფმა სამუშაო მიზანი კარგად ვერ გააცნობიერა
ჯგუფის მიერ  სამუშაოს ორგანიზება
სამუშაო კარგად ორგანიზებული  იყო, ჯგუფის წევრებს შორის  ფუნქციები სწორად და თანაბრად გადანაწილდა
სამუშაო  ორგანიზებული  იყო,მაგრამ  ჯგუფის წევრებს შორის  ფუნქციები  არა თანაბრად გადანაწილდა
სამუშაო ნაწილობრივ ორგანიზებული  იყო, ჯგუფის წევრებს შორის  ფუნქციები არა თანაბრად გადანაწილდა
სამუშაო არ იყო ორგანიზებული  იყო, ჯგუფის წევრებს შორის  ფუნქციები არ განაწილებულა
ურთიერთქმედებისა და აზრთა  გაზიარების უნარი
გააჩნიათ საუკეთესო ურთიერთქმედებისა და აზრთა გაზიარების უნარი
საკმარისად გააჩნიათ  ურთიერთქმედებისა და აზრთა გაზიარების უნარი
ნაწილობრივ გააჩნიათ  ურთიერთქმედებისა და აზრთა გაზიარების უნარი
არ გააჩნიათ მოსმენისა და აზრთა გაზიარების უნარი
დროის ლიმიტი
საუკეთესოდ იცავენ დროის ლიმიტს
საკმარისად იცავენ დროის ლიმიტს
უჭირთ დროის ლიმიტის დაცვა
ვერ იცავენ დროის ლიმიტს
თანამშრომლობა
ჯგუფის ყველა წევრი იყო აქტიური და  სამუშაო ნაყოფიერი, ჯგუფის წევრებს შორის იყო პოზიტიური და  საქმიანი ურთიერთობები
ჯგუფის თითქმის  ყველა წევრი იყო აქტიური  ჯგუფის წევრებს შორის ძირითადად იყო პოზიტიური  ურთიერთობები
მხოლოდ ერთი-ორი მოსწავლე აქტიურობდა, ჯგუფის აქტიურ წევრებსა და  პასიურ წევრებს შორის  ზოგჯერ ურთიერთობები იძაბებოდა
ჯგუფის წევრები არ აქტიურობდნენ, ჯგუფის წევრებს შორის  არ შეინიშნებოდა  თანამშრომლობითი გარემო



  მსჯელობა
სასწავლო უნარები
1-4
5-6-
7-8
-9-10
თემისა და პრობლემის განსაზღვრა
ვერ საზღვრავს კონკრეტულ თემატიკას და პრობლემას
 დახმარების საშუალებით შეუძლია  რამდენადმე მიუახლოვდეს სამიზნე თემას
არასრულფასოვნად აყალიბებს თემატიკასა და პრობლემას
საზღვრავს მიზანს, მსჯელობს პრობლემაზე, მოჰყავს არგუმენტები
ანალოგიებისა და ლიტერატურული პარალელების განსაზღვრა
არ შეუძლია ანალოგიებისა და ლიტერატუტული პარალელების ამოცნობა
დახმარების შედეგად  ამოიცნობს
ლიტ.პარალელებს
შეუძლია დამოუკიდებლად განსაზღვროს ანალოგიური თემები და იდეები, მოჰყავს მაგალითები
მასალა კარგად აქვს მომზადებული, შეუძლია მაგალითებისა და ლიტერატურული პარალელების შესახებ მსჯელობა და სათანადო დასკვნების გამოტანა
ტექსტის მხატვრული გააზრება
არ იცნობს ტროპის სახეობებს, ვერ არკვევს ლიტ-ის  მხატვრულ ფუნქციას
 მითითების მიხედვით ცდილობს, ამოიცნოს რომელიმე მხატვრული სახე, შეუძლია პეიზაჟისა და ეპითეტის ამოცნობა
შეუძლია ძირითად მხატვრულ საშუალებათა იდენტიფიცირება
მსჯელობს ტროპის სახეობათა თავისებურებაზე,
არკვევს მათ მხატვრულ ფუნქციას
პრეზენტაცია
თემას ვერ წარმოადგენს ნათლად და გასაგებად, კითხვებზე ვერ პასუხობს ადეკვატურად
ინფორმაციას ფლობს, მაგრამ უჭირს მისი დალაგება,  ლოგიკურად გადმოცემა
შეუძლია გეგმის მიხედვით წარმოადგინოს საპრეზენტაციო  საკითხი, ვერ იცავს დროის ლიმიტს.
შესავალი საინტერესოა,ავლენს შემოქმედებით უნარს, დაცულია ლოგიკური ჯაჭვი, გამართულია ტემბრი, იცავს დროის ლიმიტი
წინად.კონსტრუირება
არ შეუძლია წინადადების მიზნობრივად კონსტრუირება, უჭირს სათქმელის გადმოცემა
აგებს მარტივ კონსტრუქციებს, მაგრამ უშვებს სინტაქსურ და სტილურ შეცდომებს
ფლობს სინტაქსური სინონიმიკის  ელემენტებს, სტილი გამართულია
შესაბამისად იყენებს წინადადების ტიპებს შინაარსისა და აგებულების მიხედვით, არჩევს თემის შესაბამის სტილს, გააჩნია ორიგინალური თხრობისა და მეტყველების მანერა
ისტ-ის მიზნობრივი გამოყენება
არ ფლობს კომპიუტერზე მუშაობის ძირითად პრინციპებს
 დახმარებით შეუძლია მითითების მიხედვით შესაბამისი პროგრამის გამოყენება
იცის  საოფისე პროგრამები, შეუძლია მათი დანიშნულებისამებრ გამოყენება დავალების შესრულებისას
 სრულყოფილად ფლობს ისტ-ის გამოყენების  ტექნიკას, შეუძლია შექმნას სასწავლო და დამხმარე მასალები
A
განმსაზღვრელი  შეფასების რუბრიკა
ქულები და კრიტერიუმები
9-10
7-8
4-6
1-3
გაკვეთილში ჩართულობა
აქტიურადაა ჩართული საგაკვეთილო პროცესში, წარმართავს საგაკვეთილო მსჯელობებს.
ჩართულია საგაკვეთილო პროცესში.
ცდილობს მონაწილეობა მიიღოს საკლასო მსჯელობებში.
იშვიათად ან საერთოდ არ მონაწილეობს.
გამართული და სწორი მეტყველება
მეტყველებს გამართულად,აქვს მდიდარი ლექსიკა,იყენებს ენობრივ,გამომსახველობით საშუალებებს.
მეტყველებს გამართულა.
იყენებს მართებულ სინტაქსურ დაგრამატიკულ  კონსტრუქციებს,
მეტნაკლებად გამართულად მეტყველებს
უჭირს გამართული საუბარი.არ იცავს მეტყველების ელემენტერულ წესებს.
საკუთარი აზრის დასაბუთებულად წარმოდგენა
საკუთარ მოსაზრებებს ყოველთვის დასაბუთებულად წარმოადგენს.მოყავს შესაბამისი არგუმენტები.
ახერხებს საკუთარი აზრის დასაბუთებულად წარმოდენას.
ნაწილობრივ ახერხებს საკუთარი მოსაზრების დასაბუთებას.
ვერ ასაბუთებს აზრს.
პარალელის გავლება ნასწავლთან,გაგონილთან
შესწევს უნარი სრულფსოვნად გაავლოს პარალელი ნასწავლთან ,გაგონილთან.
შეძლია გაიხსენოს ნასწავლი და დააკავშიროს ახალთან.
ახერხებს დააკავშიროს ახალი ნასწავლთან, გაგონილთან
ვერ ახერხებს
ნასწავლი ან გაგონილის ახალთან დაკავშირებას.
ტექსტის წაკითხვა და საკუთარი სიტყვებით გადმოცემა.
კითხულობს მხატვრულად,სრულფასოვნად გადმოცემს წაკითხულს საკუთარი სიტყვებით.
კითხულობს გამართულად და გადმოსცემს  აზრს საკუთარი სიტყვებით.
კითხულობს,მაგრამ აზრს ვერ გამოთქვამს სრულყოფილად.
ვერ კითხულობს გამართულად,არ აქვს წაკითხულის აღქმის უნარი.
პრობლემის ამოცნობა და მის ირგვლივ მსჯელობა
ადვილად ამოიცნობს პრობლემას და მისირგვლივ მსჯელობს სრულფასოვნად.
ამიცნობს პრობლემას დამსჯელობს მის ირგვლივ.
ამოიცნობს პრობლემას,მაგრამ ვერმსჯელობს დამაჯერებლად.
ვერ ამოიცნბს პრობლემას და ვერ მსჯელობს მის ირგვლივ.


          
     გაკვეთილში ჩართულობა




ქულები და კრიტერიუმები
9–10
7–8
4–5–6
1–2–3
აქტიური მონაწილეობა
ყოველთვის მონაწილეობს  და ხშირად წარმართავს კიდეც საკლასო მსჯელობას
ყოველთვის მონაწილეობს
ხშირად მონაწილეობს
იშვიათად  ან საერთოდ არ მონაწილეობს
გამართული და სწორი მეტყველება
გამართულად მეტყველებს, აქვს მდიდარი ლექსიკა და შემოქმედებითად იყენებს ენობრივ–გამომსახველობით საშუალებებს
გამართულად მეტყველებს და იყენებს მართებულ სინტაქსურ და გრამატიკულ კონსტრუქციებს
იცავს მართლმეტყველების ელემენტარულ წესებს. მეტ–ნაკლებად გამართულად საუბრობს
არ იცავს მართლმეტყველების ელემენტარულ წესებს
საკუთარი აზრის დასაბუთებულად წარმოდგენა
ყოველთვის დამაჯერებლად და არგუმენტირებულად წარმოადგენს თავის მოსაზრებას
თითქმის ყოველთვის ასაბუთებს საკუთარ მოსაზრებას
სირად ახერხებს საკუთარი აზრის დასაბუთებას
უჭირს გამართულად საუბარი, ხშირად ვერ ასაბუთებს საკუთარ აზრს
სხვისი აზრის პატივისცემის დემონსტრირება
უსმენს სხვებს და საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს მოსმენილზე დაყრდნობით. კორექტულია და ამჟღავნებს სხვისი აზრის მიმართ პატივისცემას
უსმენს სხვებს და საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს მოსმენილზე დაყრდნობით.
უსმენს სხვებს და აცდის საუბრის დამთავრებას
არ უსმენს სხვებს
და არ აცდის საუბრის დამთავრებას


დანართი 1.
მოთხრობის რუკა
ვითარება





დრო
ადგილი

პერსონაჟი/პერსონაჟები





პრობლემა/კვანძის შეკვრა







                              
მოქმედებების განვითარება






პრობლემის გადაჭრა /კვანძის გახსნა










დანართი 2.
გმირის რუკა
 I- გმირი                                                        II- გმირი


თვისება:                                                       თვისება:



არგუმენტი:                                                 არგუმენტი:

No comments:

Post a Comment