Tuesday, June 11, 2019

სტანდარტული გაკვეთილის გეგმა


სტანდარტული  გაკვეთილი
მასწავლებელი

მარგალიტა კახაძე

საგანი

ქართული ენა და ლიტერატურა
ჩატარების თარიღი
10-06-2019 წელი
კლასი
V

გაკვეთილის ტიპი
 სტანდარტული
თემა

,, იავნანამ რა ჰქმნა!? “ იაკობ გოგებაშვილი

გაკვეთილის ხანგრძლივობა
45 წთ
მოსწავლეთა პროფილი
კლასში 9 მოსწავლე.    სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე  კლასში არ არის.
აქტუალობა
 აღნიშნული გაკვეთილი  საშუალებას მისცემს  მოსწავლეებს   უფრო სიღრმისეულად შეისწავლონ ტექსტი
გაკვეთილის მიზანი
მოსწავლემ უნდა შეძლოს
ნასწავლი ტექსტის გაგება-გაანალიზება. სათქმელის ნათლად და გასაგებად გადმოცემა.პერსონაჟების დახასიათება მათი თავისებების მიხედვით.  ენობრივ მხარეზე დაკვირვება.აგრეთვე განუვითარდეს მოსწავლეს კრიტიკული და შემოქმედებითი  უნარ -ჩვევები.
                 

შედეგები (ე.ს. გ)










V. 1. მოსწავლეს აქვს  ასაკის შესაფერისი სირთულის ტექსტების მოსმენისა და ინტერპრეტაციის საწყისი უნარი.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         წარმოაჩენს ნაწარმოების პერსონაჟს სხვადასხვა კუთხით (მიუთითებს მის როგორც დადებით, ისე უარყოფით თვისებებზე).  

ქართ. V. 2. მოსწავლეს შეუძლია ჯგუფური და ინდივიდუალური საკომუნიკაციო ამოცანების განხორციელება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
გამოდის წყვილის, ჯგუფისა თუ კლასის მომხსენებლის როლში;
ქართ. V. 9. მოსწავლეს აქვს წაკითხული მხატვრული ტექსტის ინტერპრეტაციის საწყისი უნარი.
 შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ასახელებს ნაწარმოების თემას;
·         ავლებს პარალელს თემატურად მსგავს ნაწარმოებებთან;
·         მსჯელობს მისთვის საინტერესო საკითხების შესახებ და გამოხატავს საკუთარ  პოზიციას;
·         აფასებს ნაწარმოებში განვითარებულ მოვლენებს სხვადასხვა პერსონაჟის პოზიციიდან;
ქართ. V. 10.  მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ხასიათის ტექსტის სტრუქტურული და ენობრივი თავისებურებების ამოცნობა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ამო­იც­ნობს არ­სე­ბით, ზედსართავ, რიცხვით სა­ხე­ლებს; ჩაანაცვლებს მათ შესაბამისი ნაცვალსახელებით (კაცი - ის; მაღალი - ასეთი; ექვსი - ამდენი და სხვ.);



წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები
 ნასწავლი აქვთ მოთხრობა,, იავნანამ რა ჰქმნა“
აგრეთვე
მოსწავლეებს  შეუძლიათ  ფაქტებისა და მოვლენების  ერთმანეთთან დაკავშირება , კითხულობენ  ტექსტს და ფლობენ ანალიზის უნარს , შეუძლიათ მოცემული მასალიდან  ლოგიკური დასკვნების გამოტანა
შეფასება და თვითშეფასება

განმავითარებელი და განმსაზღვრელი, თვითშეფასება.

·         წყვილებში მუშაობა შესაბამისი რუბრიკით;
·         ჯგუფური მუშაობის შეფასება შეფასების  რუბრიკის გამოყენებით      ( კრიტერიუმები: თანამშრომლობა, ჩართულობა, მოსმენა, პასუხისმგებლობა, უკუკავშირი);
·         პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა(კრიტერიუმები: თემის წარდგენა, აუდიტორიის ფლობა პასუხისმგებლობა, უკუკავშირი);
·         განმავითარებელი შეფასება მთელი გაკვეთილის მანძილზე.
·         გაკვეთილზე ჩართულობის შეფასების რუბრიკა.

სასწავლო მასალა და რესურსები:

მოსწავლის წიგნი, მასწავლებლს წიგნი,პროექტორი,კომპიუტერი, ფოტომასალა, მარკერები, თაბახის ფურცლები, ფლიფჩარტი,  დაფა, ცარცი.
მეთოდები და აქტივობები
აქტივობა 1. (2 წთ) გაკვეთილის მიზნისა და თემის გაცნობა
მიზანი: მოსწავლეთა მომზადება გაკვეთილისათვის
აღწერა: მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს გაკვეთილის  მიზნებსა და შეფასების რუბრიკებს.
აქტივობა 2. (8 წთ)  კითხვა- პასუხი
მიზანი: წინარ ცოდნის გააქტიურება
აღწერა:  დავსვამ   რამოდენიმე კითხვას:
1.      ვინ არის ავტორი დედაენისა?
2.      რომელი წიგნის ავტორია კიდევ იაკობ გოგებაშვილი?
3.      ჩვენ რომელი მოთხრობა ვისწავლეთ იაკობ გოგებაშვილისა?
4.      საქართველოს რომელი ნაწილია აღწერილი ამ ტექსტში?
5.      რამდენ ნაწილად ჰყოფს მდინარე ალაზანი კახეთს?
6.      რა ქვეყანა ესაზღვრება კახეთს?
7.      რა ჰყოფს კახეთს დაღესტანისაგან?
8.      ვინ ჩამოთვლის მოთხრობის პერსონაჟებს?

აქტივობა 3. (6 წთ)   ფილმის ჩვენება
მიზანი: ტექსტში გადმოცემული ეპიზოდის  ვიზუალური აღქმა-ანალიზი.
აღწერა. ვაჩვენებ  ფილმის ბოლო ეპიზოდს, როდესაც ქეთო გაიხსენებს ყველაფერს. ფილმის ჩვენების შემდეგ მოსწავლეები პასუხობენ კითხვებს.
1.      რა ემოცია დაგეუფლათ ფილმის  ნახვის შემდეგ?
2.      თქვენთან ვინ უკეთ მოიტანა სათქმელი მწერალმა თუ რეჟისორმა/?
3.      როგორი ძალა ჰქონია სიმღერას?

აქტივობა4. (7 წთ)  ჯგუფური სამუშაო
მიზანი: პერსონაჟის დახასიათება.
აღწერა:  მოსწავლეებს ვყოფ ორ ჯგუფად  თითოეული ჯგუფი ქმნის ასოციაციურ რუკას. ერთი ჯგუფი იმუშავებს ნაიბის ასოციაციურ რუკაზე,  ხოლო მეორე ჯგუფი ზურაბის ასოციაციურ რუკაზე.

აქტივობა5. (7 წთ)  ვენის დიაგრამა
მიზანი: მიღებული ცოდნის  დიაგრამის სახით წარმოდგენის უნარ-ჩვევების განვითარება პერსონაჟების შედარება შეპირისპირების საფუძველზე.
აღწერა:   დაფაზე ვაკრავ ფორმატზე გამზადებულ დიაგრამას ,  რომელიც ივსება მოსწავლეების დახმარებით.
აქტივობა6. (10 წთ)  წყვილებში მუშაობა
მიზანი: ენობრივ მხარეზე დაკვირვება
აღწერა  : წყვილებს ვურიგებ წინასწარ გამზადებულ  ფურცლებს ცხრილის სახით  და ვთხოვ  ამოწერონ ტექსტიდან: 5- არსებითი სახელი, 5-ზმნა, 5- რიცხვითი სახელი, 5-ზედსართავი სახელი და 5 -რთული სიტყვა

აქტივობა 7 . აქტივობა (5 წთ). გასასვლელი ბილეთის შევსება
მიზანი: თვითშეფასება

  საშინაო დავალების მიცემა და მოსწავლეთა შეფასება  წინასწარ გამზადებული რუბრიკებით.




გაკვეთილზე  ჩართულობის შეფასების რუბრიკა
                

       1-4
             5-6
           7-8
           9-10
აქტიური  მონაწილეობა
არ არის ჩართული
პერიოდულად ერთვება, მაგრამ არანაყოფიერად
აქტიურია, მაგრამ მნიშვნელოვანი წვლილი ვერ შეაქვს
აქტიურია, კონსტრუქციული და შეაქვს დიდი წვლილი
აზრების დამოუკიდებლად გამოთქმა
ვერ გამოთქვამს საკუთარ აზრს
იშვიათადგამოთქვამსსაკუთარაზრებს
გამოთქვამს საკუთარ აზრებს, მაგრამ ზოგჯერ აკლია დამაჯერებლობა
ყველა საკითხზე აქვს საკუთარი აზრი, დამაჯერებელიარგუმენტირებული
კონცენტრირება სამუშაოზე
ვერ ახერხებს კონცენტრირებას
ცდილობს კონცენტრირებას, მაგრამ ხშირად ეფანტება გონება
ძირითადად კონცენტრირებულია სამუშაოზე
მთელი გაკვეთილის განმავლობაში კონცენტრირებულია სამუშაოზე
სხვისი აზრების მოსმენა და პატივისცემა
არ უსმენს სხვების აზრებს, და აწყვეტინებს
ყოველთვის არ უსმენს სხვების აზრებს ან უსმენს, მაგრამ აქვს არაადეკვატური რეაქცია
უსმენს სხვების აზრებს და ცდილობა იყოს კორექტული
ყურადღებით ისმენს სხვების აზრებს,  აანალიზებს და კორექტულია








წყვილებში მუშაობის შეფასების რუბრიკა
წყვილებში მუშაობის შეფასების კრიტერიუმები
10-8
7-5
4-1
საგაკვეთილო პროცესში ჩართულობა
სრულიად ჩართულია საგაკვეთილო პროცესში. კარგად აქვს გააზრებული დავალება
ნაწილობრივ არის ჩართული საგაკვეთილო პროცესში
არ არის ჩართული საგაკვეთილო პროცესში. ვერ გაიაზრა  დავალება
თანამშრომლობა მეწყვილესთან
შეუძლია მოისმინოს და გაითვალისწინოს მეწყვილის აზრი
ყოველთვის არ შეუძლია მეწყვილის აზრის გათვალისწინება
არ ითვალისწინებს სხვის აზრს
საკუთარი აზრის გადმოცემისა და სხვისი აზრის მოსმენის უნარი
კარგად აყალიბებს საკუთარ აზრს. შეუძლია სხვისი მოსაზრების გათვალისწინება
ნაწილობრივ აყალიბებს საკუთარ აზრს
ცუდად აყალიბებს საკუთარ აზრს მოცემულ საკითხზე








                                                 ჯგუფური მუშაობის რუბრიკა
კრიტერიუმი
ძალიან კარგი 10-9
კარგი 8-7
საშუალო 6-5
1-4
ჯგუფის მიერ სამუშაოს მიზნის გააზრება
ჯგუფმა სამუშაო მიზანი კარგად გააცნობიერა
ჯგუფმა სამუშაო მიზანი გააცნობიერა
ჯგუფმა სამუშაო მიზანი ნაწილობრივ გააცნობიერა
ჯგუფმა სამუშაო მიზანი კარგად ვერ გააცნობიერა
ჯგუფის მიერ  სამუშაოს ორგანიზება
სამუშაო კარგად ორგანიზებული  იყო, ჯგუფის წევრებს შორის  ფუნქციები სწორად და თანაბრად გადანაწილდა
სამუშაო  ორგანიზებული  იყო,მაგრამ  ჯგუფის წევრებს შორის  ფუნქციები  არა თანაბრად გადანაწილდა
სამუშაო ნაწილობრივ ორგანიზებული  იყო, ჯგუფის წევრებს შორის  ფუნქციები არა თანაბრად გადანაწილდა
სამუშაო არ იყო ორგანიზებული  იყო, ჯგუფის წევრებს შორის  ფუნქციები არ განაწილებულა
ურთიერთქმედებისა და აზრთა  გაზიარების უნარი
გააჩნიათ საუკეთესო ურთიერთქმედებისა და აზრთა გაზიარების უნარი
საკმარისად გააჩნიათ  ურთიერთქმედებისა და აზრთა გაზიარების უნარი
ნაწილობრივ გააჩნიათ  ურთიერთქმედებისა და აზრთა გაზიარების უნარი
არ გააჩნიათ მოსმენისა და აზრთა გაზიარების უნარი
დროის ლიმიტი
საუკეთესოდ იცავენ დროის ლიმიტს
საკმარისად იცავენ დროის ლიმიტს
უჭირთ დროის ლიმიტის დაცვა
ვერ იცავენ დროის ლიმიტს
თანამშრომლობა
ჯგუფის ყველა წევრი იყო აქტიური და  სამუშაო ნაყოფიერი, ჯგუფის წევრებს შორის იყო პოზიტიური და  საქმიანი ურთიერთობები
ჯგუფის თითქმის  ყველა წევრი იყო აქტიური  ჯგუფის წევრებს შორის ძირითადად იყო პოზიტიური  ურთიერთობები
მხოლოდ ერთი-ორი მოსწავლე აქტიურობდა, ჯგუფის აქტიურ წევრებსა და  პასიურ წევრებს შორის  ზოგჯერ ურთიერთობები იძაბებოდა
ჯგუფის წევრები არ აქტიურობდნენ, ჯგუფის წევრებს შორის  არ შეინიშნებოდა  თანამშრომლობითი გარემო



  მსჯელობა
სასწავლო უნარები
1-4
5-6-
7-8
-9-10
თემისა და პრობლემის განსაზღვრა
ვერ საზღვრავს კონკრეტულ თემატიკას და პრობლემას
 დახმარების საშუალებით შეუძლია  რამდენადმე მიუახლოვდეს სამიზნე თემას
არასრულფასოვნად აყალიბებს თემატიკასა და პრობლემას
საზღვრავს მიზანს, მსჯელობს პრობლემაზე, მოჰყავს არგუმენტები
ანალოგიებისა და ლიტერატურული პარალელების განსაზღვრა
არ შეუძლია ანალოგიებისა და ლიტერატუტული პარალელების ამოცნობა
დახმარების შედეგად  ამოიცნობს
ლიტ.პარალელებს
შეუძლია დამოუკიდებლად განსაზღვროს ანალოგიური თემები და იდეები, მოჰყავს მაგალითები
მასალა კარგად აქვს მომზადებული, შეუძლია მაგალითებისა და ლიტერატურული პარალელების შესახებ მსჯელობა და სათანადო დასკვნების გამოტანა
ტექსტის მხატვრული გააზრება
არ იცნობს ტროპის სახეობებს, ვერ არკვევს ლიტ-ის  მხატვრულ ფუნქციას
 მითითების მიხედვით ცდილობს, ამოიცნოს რომელიმე მხატვრული სახე, შეუძლია პეიზაჟისა და ეპითეტის ამოცნობა
შეუძლია ძირითად მხატვრულ საშუალებათა იდენტიფიცირება
მსჯელობს ტროპის სახეობათა თავისებურებაზე,
არკვევს მათ მხატვრულ ფუნქციას
პრეზენტაცია
თემას ვერ წარმოადგენს ნათლად და გასაგებად, კითხვებზე ვერ პასუხობს ადეკვატურად
ინფორმაციას ფლობს, მაგრამ უჭირს მისი დალაგება,  ლოგიკურად გადმოცემა
შეუძლია გეგმის მიხედვით წარმოადგინოს საპრეზენტაციო  საკითხი, ვერ იცავს დროის ლიმიტს.
შესავალი საინტერესოა,ავლენს შემოქმედებით უნარს, დაცულია ლოგიკური ჯაჭვი, გამართულია ტემბრი, იცავს დროის ლიმიტი
წინად.კონსტრუირება
არ შეუძლია წინადადების მიზნობრივად კონსტრუირება, უჭირს სათქმელის გადმოცემა
აგებს მარტივ კონსტრუქციებს, მაგრამ უშვებს სინტაქსურ და სტილურ შეცდომებს
ფლობს სინტაქსური სინონიმიკის  ელემენტებს, სტილი გამართულია
შესაბამისად იყენებს წინადადების ტიპებს შინაარსისა და აგებულების მიხედვით, არჩევს თემის შესაბამის სტილს, გააჩნია ორიგინალური თხრობისა და მეტყველების მანერა
ისტ-ის მიზნობრივი გამოყენება
არ ფლობს კომპიუტერზე მუშაობის ძირითად პრინციპებს
 დახმარებით შეუძლია მითითების მიხედვით შესაბამისი პროგრამის გამოყენება
იცის  საოფისე პროგრამები, შეუძლია მათი დანიშნულებისამებრ გამოყენება დავალების შესრულებისას
 სრულყოფილად ფლობს ისტ-ის გამოყენების  ტექნიკას, შეუძლია შექმნას სასწავლო და დამხმარე მასალები
A
განმსაზღვრელი  შეფასების რუბრიკა
ქულები და კრიტერიუმები
9-10
7-8
4-6
1-3
გაკვეთილში ჩართულობა
აქტიურადაა ჩართული საგაკვეთილო პროცესში, წარმართავს საგაკვეთილო მსჯელობებს.
ჩართულია საგაკვეთილო პროცესში.
ცდილობს მონაწილეობა მიიღოს საკლასო მსჯელობებში.
იშვიათად ან საერთოდ არ მონაწილეობს.
გამართული და სწორი მეტყველება
მეტყველებს გამართულად,აქვს მდიდარი ლექსიკა,იყენებს ენობრივ,გამომსახველობით საშუალებებს.
მეტყველებს გამართულა.
იყენებს მართებულ სინტაქსურ დაგრამატიკულ  კონსტრუქციებს,
მეტნაკლებად გამართულად მეტყველებს
უჭირს გამართული საუბარი.არ იცავს მეტყველების ელემენტერულ წესებს.
საკუთარი აზრის დასაბუთებულად წარმოდგენა
საკუთარ მოსაზრებებს ყოველთვის დასაბუთებულად წარმოადგენს.მოყავს შესაბამისი არგუმენტები.
ახერხებს საკუთარი აზრის დასაბუთებულად წარმოდენას.
ნაწილობრივ ახერხებს საკუთარი მოსაზრების დასაბუთებას.
ვერ ასაბუთებს აზრს.
პარალელის გავლება ნასწავლთან,გაგონილთან
შესწევს უნარი სრულფსოვნად გაავლოს პარალელი ნასწავლთან ,გაგონილთან.
შეძლია გაიხსენოს ნასწავლი და დააკავშიროს ახალთან.
ახერხებს დააკავშიროს ახალი ნასწავლთან, გაგონილთან
ვერ ახერხებს
ნასწავლი ან გაგონილის ახალთან დაკავშირებას.
ტექსტის წაკითხვა და საკუთარი სიტყვებით გადმოცემა.
კითხულობს მხატვრულად,სრულფასოვნად გადმოცემს წაკითხულს საკუთარი სიტყვებით.
კითხულობს გამართულად და გადმოსცემს  აზრს საკუთარი სიტყვებით.
კითხულობს,მაგრამ აზრს ვერ გამოთქვამს სრულყოფილად.
ვერ კითხულობს გამართულად,არ აქვს წაკითხულის აღქმის უნარი.
პრობლემის ამოცნობა და მის ირგვლივ მსჯელობა
ადვილად ამოიცნობს პრობლემას და მისირგვლივ მსჯელობს სრულფასოვნად.
ამიცნობს პრობლემას დამსჯელობს მის ირგვლივ.
ამოიცნობს პრობლემას,მაგრამ ვერმსჯელობს დამაჯერებლად.
ვერ ამოიცნბს პრობლემას და ვერ მსჯელობს მის ირგვლივ.


          
     გაკვეთილში ჩართულობა




ქულები და კრიტერიუმები
9–10
7–8
4–5–6
1–2–3
აქტიური მონაწილეობა
ყოველთვის მონაწილეობს  და ხშირად წარმართავს კიდეც საკლასო მსჯელობას
ყოველთვის მონაწილეობს
ხშირად მონაწილეობს
იშვიათად  ან საერთოდ არ მონაწილეობს
გამართული და სწორი მეტყველება
გამართულად მეტყველებს, აქვს მდიდარი ლექსიკა და შემოქმედებითად იყენებს ენობრივ–გამომსახველობით საშუალებებს
გამართულად მეტყველებს და იყენებს მართებულ სინტაქსურ და გრამატიკულ კონსტრუქციებს
იცავს მართლმეტყველების ელემენტარულ წესებს. მეტ–ნაკლებად გამართულად საუბრობს
არ იცავს მართლმეტყველების ელემენტარულ წესებს
საკუთარი აზრის დასაბუთებულად წარმოდგენა
ყოველთვის დამაჯერებლად და არგუმენტირებულად წარმოადგენს თავის მოსაზრებას
თითქმის ყოველთვის ასაბუთებს საკუთარ მოსაზრებას
სირად ახერხებს საკუთარი აზრის დასაბუთებას
უჭირს გამართულად საუბარი, ხშირად ვერ ასაბუთებს საკუთარ აზრს
სხვისი აზრის პატივისცემის დემონსტრირება
უსმენს სხვებს და საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს მოსმენილზე დაყრდნობით. კორექტულია და ამჟღავნებს სხვისი აზრის მიმართ პატივისცემას
უსმენს სხვებს და საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს მოსმენილზე დაყრდნობით.
უსმენს სხვებს და აცდის საუბრის დამთავრებას
არ უსმენს სხვებს
და არ აცდის საუბრის დამთავრებას



                                             გასასვლელი ბილეთი                                     თარიღი
სახელი------------------------
გვარი---------------------------
  1. რომელი აქტივობა მოგეწონათ ყველაზე მეტად?
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
  1. რომელი აქტივობა იყო  თქვენთვის შედარებით რთულად შესასრულებელი?
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
  1. რას შეცვლიდით დღევანდელ გაკვეთილში  და რატომ?
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------



                                  


                                        წყვილებში სამუშაო
ამოწერეთ ტექსტიდან:
5- არსებითი სახელი
5- რიცხვითი  სახელი
5 -ზედსართავი სახელი
5-ზმნა
5-რთული სიტყვა










































No comments:

Post a Comment