სსიპ წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ავრანლოს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის მარგალიტა კახაძის სასწავლო პროექტის
რეფლექსია
პროექტი: ილია ჭავჭავაძე- საქართველოს უგვირგვინო მეფე.
პროექტის პრეზენტაცია გაიმართა 2019 წლის 10 ივნისს.
პროექტის მიზანი:მოსწავლეები მოიძიევენ ელექტრონულ და ბეჭდურ ვერსიას ილიას ცხოვრებასა და შემოქმედების შესახებ. მეტი ცოდნას მიიღებენ ილიას საზოგადოებრივ და პირად ცხოვრებაზე, ისწავლიან საგანმანათლებლო პროექტზე მუშაობას, იმუშავებენ აუდიტორიის წინაშე გამოსვლაზე და გაზეთის გამოშვებაზე.
სასწავლო პროცესის საინტერესოდ წარმართვისათვის ეფექტური და მნიშვნელოვანია პროექტებით სწავლება. ეს პრობლემის გადაჭრის და ინიციატივის განხორციელების ერთერთ წინაპირობად მიმაჩნია . პროექტი მასში მონაწილეებს საშუალებას აძლევს თავი მოუყარონ წინარე ცოდნას , შეიძინონ ახალი , გამოავლინონ საუკეთესო უნარ-ჩვევები , დანერგოს და პრაქტიკაში გამოიყენოს.
აღნიშნულმა სასწავლო პროექტმა გამოავლინა მოსწავლეთა დაინტერესება და წარმოაჩინა მათი უნარები: აზროვნება, მსჯელობა, თანამშრომლობა, შემოქმედებითობა. გაიღრმავეს ცოდნა ილია ჭავჭავაძის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე. პროექტის ფარგლებში გამოყენებული ჯგუფური მუშაობა დაეხმარა მათ გადაწყვეტილებების შეთანხმებულად მიღებასა და თანამშრომლობის კულტურის გაუმჯობესებაში.მათ გამოუმუშავდათ გუნდური მუშაობის , ინფორმაციის მოძიების , დამუშავებისა და ანალიზის უნარები. გაუღრმავდათ სურვილი კვლავ მიიღონ მსგავსი ტიპის პროექტებში მონაწილეობა.
განსაკუთრებით მოეწონათ მოსწავლეებს გაზეთზე მუშაობა სადაც თითოეული ჯგუფის მიერ მოძიებული ინფორმაცია განთავსდა .
პროექტის დასასრულს მოვახდინე შეფასება პროექტის შეფასების რუბრიკით. შევაფასე თითოეული მოსწავლის ჩართულობა პროექტის მსვლელობის პროცესში, ხოლო თვითშეფასების კითხვარი დაეხმარა მოსწავლეებს საკუთარი თავის შეფასებაში. გაიგეს თუ რა წვლილი შეიტანეს პროექტის განხორციელებაში . ეს მათ გამოადგებათ მომავალში პროექტებზე მუშაობაში, ხოლო მე, როგორც პროექტის ხელმძღვანელმა გამოცდილება მივიღე მომავალში მსგავს პროექტზე მუშაობაში.
No comments:
Post a Comment