Thursday, June 6, 2019

მეექვსე კლასში ჩატარებული სამოდელო გაკვეთილის რეფლექსია და ფოტო-მასალა


სსიპ წალკის მუნიციპალიტეტის  სოფელ ავრანლოს  საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის   პედაგოგის  მარგალიტა კახაძის
სამოდელო  გაკვეთილის რეფლექსია
2019  წლის  5 ივნისს მე-6 კლასში ჩავატარე სამოდელო გაკვეთილი  თემაზე ,, იოთამ ზედგინიძის თავდადება“.
გაკვეთილის ტიპი: ინტეგრირებული
ინტეგრირება განხორციელდა ქართულ ლიტერატურასა და ისტორიაში
გაკვეთილის მიზანი იყო:
      ქართული: ნაწარმოების მთავარი სათქმელის ამოცნობა და საკუთარი აზრის დასაბუთება.
ლიტერატურულ ნაწარმოებში ასახული მოვლენის  მიმართ  საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა. პერსონაჟის დახასიათება. მცირე მოთხრობის შექმნა 
ისტორია: პიროვნული და საზოგადოებრივი  პრობლემის გააზრება და  სხვადასხვა საკითხებს შორის  კავშირის დადგენა.  კვლევა ძიების უნარის განვითარება
ინტეგრირება გამოიწვია ქართულში ნასწავლი მასალის  დაკავშირებამ ისტორიაში ნასწავლ მასალასთან. პიროვნების საერთო კულტურა , საკომუნიკაციო და პროფესიული  უნარ-ჩვევები სწორედ  მშობლიური ენის  საფუძველზე ყალიბდება , ისტორია კი საშუალებას მისცემს მოსწავლეებს შეძლებისდაგვარად ახსნან ისტორიული მოვლენების  მიზეზები და გაანალიზონ შედეგები, შეძლონ ისტორიული პროცესის სხვადასხვა   კუთხით დანახვა.
 მიზანი შეესაბამებოდა  ესგ-ს მოთხოვნებს. გაკვეთილზე დასახულ მიზანს მივაღწიეთ. იმისათვის , რომ მოცემული გაკვეთილის მიზანი  მიღწევადი ყოფილიყო გამოვიყენე  მოსწავლეთა წინარე ცოდნა . მოსწავლეებს შეუძლიათ ფაქტებისა და მოვლენების  ერთმანეთთან დაკავშირება , შეუძლიათ განსაზღვრონ  პიროვნების როლი  შესაბამის ეპოქაში, კითხულობენ ტექსტს და ფლობენ ანალიზისა და ინტერნეტის მოხმარების უნარ-ჩვევას.
მოსწავლეებისათვის მოცემული დავალებები  საინტერესო და  ადვილად აღქმადი აღმოჩნდა.  ისინი ფლობენ,  როგორც  თანამშრომლობის  ისე ტექსტზე და სქემებზე მუშაობის უნარ ჩვევებს. განსაკუთრებით წარმატებული გაკვეთილის მსვლელობის პერიოდში აღმოჩნდა სქემებზე მუშაობის ეტაპი . მოსწავლეები დიდი ინტერესით მუშაობდნენ დავალებებზე, მსჯელობდნენ , ავლებდნენ პარალელებს, აკეთებდნენ ანალიზს,  ახასიათებდნენ პერსონაჟებს და გამოჰქონდათ დასკვნა.  ამგვარი ტიპის დავალებებმა გაკვეთილი სახალისო და საინტერესო გამოიყვანა. აქტივობები განლაგებული იყო აღმავალი გზით-მარტივიდან  რთულისკენ  და ლოგიკურად  ებმოდა ერთმანეთს, რაც მოსწავლებს  თემისა და მასალის  უკეთ გააზრებაში  დაეხმარა. ამიტომაც მივიჩნევ  მათ  ძლიერ მხარედ, რამაც  უზრუნველყო დასახული მიზნების  შესაბამისი შედეგი.
გაკვეთილი წარიმართა გეგმის მიხედვით, მსვლელობისას არსებითი ცვლილება გაკვეთილის გეგმას არ განუცდია.
გაკვეთილის ხარვეზად შეიძლება მივიჩნიო  დროის ფაქტორი. მსგავსი გაკვეთილის ჩატარებისას უფრო მეტ დროს დავუთმობ ზოგიერთ აქტივობას.
კოლეგებს შეუძლიათ  ჩატარებული იტეგრირებული გაკვეთიდან ზოგიერთი აქტივობის გამოყენება,რადგან  მოცემული  აქტივობები   ხელს  უწყობს  მოსწავლეებში , როგორც  თანამშრომლობით  უნარ- ჩვევის განვითარებას,  ისე ერთ საგანში  დაგროვილი ცოდნის  მეორე საგანში  გამოყენებას.
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ გაკვეთილმა გაამართლა, მიაღწია დასახულ მიზნებს, მასში მოსწავლეთა ჩართულობა და აქტიურობა სასურველ დონეზე იყო.

გაკვეთილის ამსახველი ფოტო მასალა
















No comments:

Post a Comment