Tuesday, June 11, 2019

სტანდარტული გაკვეთილის რეფლექსია და ფოტო-მასალა















სსიპ-წალკის მუნიციპალიტეტის , სოფელ ავრანლოს საჯარო                     
                                       სკოლის მასწავლებელი  მარგალიტა კახაძე
2019 წლის 10 მაისს ჩავატარე სტანდარტული საჩვენებელი გაკვეთილი მე-5 კლასში.
 თემა: ,, იავნანამ რა ჰქმნა?“- იაკობ გოგებაშვილი
გაკვეთილის ტიპი: სტანდარტული.
 გაკვეთილის დასწყისში გავაცანი მოსწავლეებს გაკვეთილის მიზანი და შეფასების რუბრიკები. გაკვეთილი მიმდინარეობდა  წინასწარ შედგენილი გეგმის მიხედვით. მოსწავლეები გავიდნენ შედეგზე. შეძლეს წაკითხული ტექსტის  გაგება და გააზრება, სათქმელის ნათლად და გასაგებად გადმოცემა,პერსონაჟების დახასიათება მათი თავისებების მიხედვით.  ენობრივ მხარეზე დაკვირვება. 
დაგეგმილი მქონდა სხვადასხვა აქტივობები , ბავშვები  მოტივირებული იყვნენ  და სიამოვნებით  ასრულებდნენ  შეთავაზებულ დავალებებს.   ჩემს წარმატებულ მხარედ მივიჩნევ სწორად შერჩეულ აქტივობებს კერძოდ ჯგუფურ სამუშაოს და ვენის დიაგრამას, რომელიც დამეხმარა მიზნის მიღწევაში.  მოსწავლეებსა და ჩემს შორის  კეთილგანწყობილი ურთიერთობა იყო, ეს ეფუძნებოდა  პატივისცემას და თანამშრომლობას. მოსწავლები იცავდნენ გაკვეთილზე ქცევის წესებს.
  გაკვეთილი გეგმის მიხედვით ჩავატარე  და არ დამჭირდა  კორექტივების შეტანა, თუმცა იგივე გაკვეთილი რომ ჩავატარო კიდევ უფრო მეტ ყურადღებას მივაქცევ  კლასის ორგანიზებას , პასუხის გაცემის დროს რამედენიმე მოსწავლე ერთდროულად პასუხობდა  ასეთი რამ რომ აღარ განმეორდეს შევიტან ყუთს სადაც მოთავსებული იქნება მოსწავლეთა სახელები და პასუხების დროს გამოვიყენებ.
გაკვეთილის ამსახველი ფოტო-მასალა იხილეთ შემდეგ მისამართზე:
































No comments:

Post a Comment