Wednesday, June 19, 2019

სასწავლო პროექტი ,, ილია ჭავჭავაძე- საქარველოს უგვირგვინო მეფე"ეგმა


სასწავლო პროექტის გეგმა

სასწავლო პროექტის ავტორი
სახელი, გვარი
მარგალიტა კახაძე
ქალაქი/რაიონი/დაბა, სოფელი
ავრანლო
სკოლა
სსიპ.წალკის მუნიციპალიტეტის  სოფელ ავრანლოს საჯარო  სკოლა
პროექტის მონახაზი
პროექტის დასახელება

ილია ჭავჭავაძე- საქართველოს უგვირგვინო მეფე.

პროექტის შინაარსი
მოსწავლეები მოიძიებენ ელექტრონულ და ბეჭდურ ვერსიას  ილიას ცხოვრებისა და  შემოქმედების შესახებ. მეტი  ცოდნას  მიიღებენ  ილიას  საზოგადოებრივ  და  პირად  ცხოვრებაზე,  ისწავლიან   საგანმანათლებლო პროექტზე  მუშაობას,  იმუშავებენ აუდიტორიის  წინაშე  გამოსვლაზე და გაზეთის გამოშვებაზე.
საგანი/საგნები
ქართული  ენა და ლიტერატურა
საფეხური/კლასი
საბაზო IX  კლასი
პროექტის განხორციელების დრო
4 კვირა  (10.05.2019-10 .06. 2019)
პროექტის საფუძვლები
საგნობრივი სტანდარტები
ქართ. IX. 1. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და აუდიტორიის წინაშე წარმოადგინოს  სხვადასხვა თვალსაზრისი სადავო ან პრობლემურ საკითხზე.
ქართ. IX. 6. მოსწავლეს შეუძლია პრობლემურ ან სადავო საკითხებზე სხვადასხვა თვალსაზრისის შემცველი მხატვრული და არამხატვრული ტექსტების გააზრება-გაანალიზება და მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა.
ქართ. IX. 8. მოსწავლეს შეუძლია კითხვის მიზნის შესაბამისი სტრატეგიების გამოყენება.
ქართ. IX. 10. მოსწავლეს შეუძლია დეტალური ინფორმაციის, განსხვავებული თვალსაზრისის წერილობით გადმოცემა.
ქართ. IX. 13. მოსწავლეს შეუძლია წერის სტრატეგიების გამოყენება ნაწერის ორგანიზებისათვის.


21-ე  საუკუნის უნარ-ჩვევები.
კრიტიკული     აზროვნებ;
იდეების და  აზრის  ნათლად და ეფექტურად  გამოხატვა  წერილობით თუ  სიტყვიერი ფორმით;
 კვლევა-ძიების უნარის გამომუშავება;
თანამშრომლობა;
საკუთარი სასწავლო საჭიროებებისა  და წარმოდგენების  მონიტორინგი;;
დროის და სამუშაო დატვირთვის ეფექტური განკარგვა;
 ახალი  იდეების  გაზიარება.
პროექტის სასწავლო მიზნები/სწავლის შედეგები
·         მსჯელობისას იყენებს ციტატებს საინფორმაციო წყაროებიდან და მხატვრული ტექსტებიდან, სხვადასხვა ფაქტობრივ და სტატისტიკურ მონაცემებს და ა. შ.;
·         კითხულობს სხვადასხვა სახის მხატვრულ და არამხატვრულ ტექტებს, უკეთ გასააზრებლად ყურადღებას ამხვილებს არა მხოლოდ ზოგად შინაარსზე, არამედ დეტალებსა და მნიშვნელოვან ნიუანსებზეც;
·         აანალიზებს ტექსტში მოცემულ ფაქტობრივ და კონცეპტუალურ ინფორმაციას და კითხულობს სხვადასხვა მოცულობისა და სირთულის ტექსტებს, მსჯელობს თემებსა და საკამათო საკითხებზე და ხედავს პრობლემის გადაწყვეტის სხვადასხვა პერსპექტივას;
·         გამოაქვს შესაბამისი დასკვნები;
·         ვრცელი ტექსტის კითხვისას ხელახლა გადაავლებს თვალს ამა თუ იმ ადგილს, აკეთებს ჩანაწერებს, გამოყოფს მნიშვნელოვან თვალსაზრისებს, ჩამოწერს კითხვებს ტექსტის წერს მიმოხილვითი ხასიათის სტატიას სკოლის გაზეთისათვის, რომელშიც აყალიბებს განსხვავებულ თვალსაზრისებს;
·         უკეთ გასაგებად;
·         წინასწარ ჩამოწერს სავარაუდო შეკითხვებს, რომლებიც შეიძლება კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით გაუჩნდეს აუდიტორიას;
·         წინასწარ აგროვებს მასალას (ციტატებს ნაწარმოებებიდან, სხვადასხვა მკვლევართა მოსაზრებებს, ისტორიულ ფაქტებს და სხვ.), რომლებიც შეიძლება დასჭირდეს განსხვავებული თვალსაზრისების წერილობითი პრეზენტაციისას; 
·          
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
ზოგადი კითხვა
რა ღვაწლი აქვთ დიდ ადამიანებს?

თემატური კითხვები
ვინ იყო ილია ჭავჭავაძე?
რა დანიშნულება აქვს მწერლი ნაწარმოებს?
მწერლობის განვითარება იყო თუ არა კავშირში  ადამიანის განვითარებასთან ?
შინაარსობრივი კითხვები
რა მნიშვნელობა ჰქონდა საზოგადოებისათვის ილიას მიერ დაარსებულ ჟურნალ-გაზეთებს?
როგორ უნდა იცხოვრო რომ ადამიანებს რამე  არგო?
ვინ  ვართ ჩვენ? რითი შეიძლება კვალი დავტოვოთ??

შეფასების გეგმა
შეფასების დროის ჩარჩო(შეფასების სტრატეგიები)
პროექტის მსვლელობის ეტაპები
შეფასების მეთოდ(ებ)ი
შეფასების საშუალება/ინსტრუმენტ(ებ)ი
პროექტის დასაწყისში
·         გავარკვევ მოსწავლეთა საბაზისო ცოდნას
·         ვიცი ,მინდა ვიცოდე ,ვისწავლე.

·         ვიცი ,მინდა ვიცოდე ,ვისწავლე.
 სქემა
პროექტის მსვლელობისას
·          ვაფასებ ჯგუფურ მუშაობას
·         შეპირისპირებითი ცხრილები
·         3-2-1 სქემა
·         სამუშაო დღიური

·          საჭიროებების შეფასება
·         ჯგუფის სამოქმედო გეგმა
·         პროექტის გეგმა
პროექტის დასრულების შემდეგ
·         მასალის გაგებისა და ამა თუ იმ  უნარჩვევის  ათვისების ხარისხის შემოწმება სტანდარტთან შესაბამისობით
·         გაზეთი,სტატია
·         თანამშრომლობითი შეფასება
·         პრეზენტაცია

·         თანაკლასელთა უკუკავშირის ფორმა
·         გაზეთის  შეფასების რუბრიკა
·         დისკუსიის  შეფასების რუბრიკა
·         პროექტის შეფასების  რუბრიკა

შეფასების მოკლე მონახაზი
პროექტის თემა შეირჩა მოსწავლეთა ინტერესებიდან გამომდინარე . საწყის ეტაპზე შევიკრიბეთ გადავანაწილეთ ჯგუფები. ჯგუფის წევრებმა გადაინაწილეს ფუნქციები. მივეცი რჩევები თუ საიდან უნდა დაეწყოთ მუშაობა. დავთქვით დრო თუ რამდენი ხნის შემდეგ შევიკრიბებოდით და გავეცნობოდით პროექტის მსვლელობას. მუშაოის  დროს  ხშირად  ვუწევდი   მონიტორინგს  და  ვაძლევდი  საჭიროო  მითითებებს.ბოლოს  მოსწავლეებმა გააკეთეს   პრეზენტაცია და გამოუშვეს კედლის გაზეთი. მოსწავლეთა მონდომება იყო მაღალი, ისინი აქტიურად იყვნენ ჩართულნი. საკუთარი ნამუშევრის შეფასებას მოსწავლეები შეძლებენ შეფასების რუბრიკებით. ბოლოს პროექტიც შეფადება შესაბამისი რუბრიკით.

სხვა საკითხები
წინარეცოდნა
·         ინფორმაციის მოძიების  უნარ-ჩვევები
·         ინტერნეტში მუშაობის უნარ-ჩვევები
·         ტექნიკური უნარ-ჩვევები
სასწავლო პროცედურები
პირველი ეტაპი: პროექტს ვიწყებ ჩემ მიერ PowerPoint- ში მომზადებული პრეზენთაციით  . შემდეგ ვსვამ ზოგად კითხვას რა ღვაწლი აქვთ დიდ ადამიანებს?
  ვაცნობ მოსწავლეებს , როგორ დაეხმარება პროექტი მთავარ კითხვაზე პასუხების გასაცემად. პროექტი მიმდინარეობისას ეცნობიან  მითითებულ სტატიებსა და ინფორმაციას ჯგუფებში.   საქმიანობა გადანაწილდა ასე:

I-                  ჯგუფი -ილია პუბლიცისტი
II-                ჯგუფი - ილიას და ოლღას პირადი წერილები
III-იჯგუფი - ლიას მიერ დაარსებული ჟურნალ გაზეთები
IV-ჯგუფი -ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება

მეორე ეტაპი.  ვუყურებთ  დოკუმენტურ ფილმს ,, ილია ჭავჭავაძის მკვლელობის ქრონიკა“აგრეთვე პროქტის  მსვლელობისას  მოსწავლეებს ხშირად ვუწევდი მონიტორინგს და ვაძლევდი რჩევებს.
მესამე ეტაპი. თითოეული ჯგუფი აჯამებს თავისი კვლევის  შედეგს   შემდეგ წარმოადგენენ გაზეთს  სტატიების სახით .
დიფერეცირებული სწავლება
სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეები
·          ჩარვთავ მოსწავლეს შედარებით მაღალი დონის კითხვის უნარ-ჩვევის მქონე მოსწავლეების ჯგუფში;
·         მივცემ უფლებას შეიტანოს ჩანაწერები სამუშაო დღიურში, ან უპასუხოს კითხვებს კარნახით;
·         შევამცირებ დავალებების მოცულობას  ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებამდე;
·         ნებას დავრთავ აირჩიოს საბოლოო პროექტზე მუშაობის მეთოდი და საშუალებები საკუთარი შესაძლებლობების შესაბამისად.
·          ყოველდღიურად მივაწვდი შესასრულებელი ამოცანების მონახაზს სამუშაოს ორგანიზებისა და დასრულებისთვის.
არაქართულენოვანი მოსწავლეები(მოსწავლეები, რომლებისთვის სწავლების ენა არ არის მშობლიური)
·               ნებას დავრთავ საბოლოო პროექტში გარკვეული ნაწილი მშობლიურ ენაზე შეასრულონ, თუ ეს მიზნობრივი აუდიტორიის საჭიროებებს შეესაბამება


ნიჭიერი მოსწავლეები
·         წავახალისებ, რათა მათ არა ზედაპირულად, არამედ სიღრმისეულად შეისწავლონ საკითხი .
·         პრეზენტაციის მომზადებისა გამოიყენოს  დამატებითი მულტიმედიური ფუნქციები.
სასწავლო პროექტისთვის საჭირო რესურსები
აპარატურული უზრუნველყოფა(მონიშნეთ, რომელსაც პროექტის ფარგლებში გამოიყენებთ)
კომპიუტერ(ებ)ი
მეხსიერების ბარათი/ჩიპი
მობილური ტელეფონი
ფოტო/ვიდეო კამერა
პრინტერი
ინტერნეტკავშირი
პროექტორი
სკანერი
ვიდეოკონფერენციის მოწყობილობა
ლაზერული დისკი /ჩიპი
ტელევიზორი
სხვა ----------
პროგრამული უზრუნველყოფა(მონიშნეთ, რომელსაც პროექტის ფარგლებში გამოიყენებთ)
ტექსტური რედაქტორი
ელ. ფოსტა
ვებედიტორი
ელ.ცხრილები
 ვიდეო/აუდიო რედაქტორი
ტესტირების პროგრამა
გრაფიკული რედაქტორი
საგამომცემლო პროგრამა
ბლოგი
საპრეზენტაციო პროგრამა
ელ. ენციკლოპედია
 სხვა ----------
ვებბრაუზერი
ელ. კითხვარი

ბეჭდური მასალები
აკ.  ბაქრაძე_,,ილია  ჭავჭავაძე“  გურამ  შარაძე  ,,ილია ჭავჭავაძე ტ. I-II”, კვირის პალიტრა ,, ილია ჭავჭავაძის სასიყვარულო მიმოწერა“.
ინვენტარი/მასალები
კომპიუტერი,ინტერნეტი,   პროექტორი, ფლიფჩარტი, მარკერები.
ინტერნეტრესურსები






გაზეთის შეფასების კრიტერიუმები
კრიტერიუმი

ძალიან კარგი(10)

კარგი(9-8)

საშუალო(7-6)

დაბალი(5-1)

ზოგადი მიზანი

გაზეთი ...













პროექტზე გამოყენებული შეფასების რუბრიკები

პროექტის განხორციელების პროცესში მოსწავლეზე დაკვირვების ცხრილი

დაკვირვების საგანი
კომენტარები
შედგა თუ არა თანამშრომლობა ჯგუფში.

იყვნენ თუ არა მოსწავლეები მოტივირებულნი და რამ განაპირობა მოტივაცია.

იყვნენ თუ არა ჯგუფში პასიური მოსწავლეები და რა იყო მათი პასიურობის მიზეზი.

იმოქმედა თუ არა პროექტის განხორციელების პროცესმა მათს მოსწრებაზე (თუ კი, მივუთითებ კონკრეტულ მაგალითებს).


























  ინდივიდუალური  მუშაობის  შეფასების  სქემა                                  
კრიტერიუმები
დაბალი 1-5
საშუალო  6-8
მაღალი 9-10
     ქულა
შენიშვნა
        ჩართულობა
მსჯელობა  სათანადო  არგუმენტაციის
გამოყენებით
კითხვებზე პასუხების  გაცემა
ინფორმაციის
მოძიება
დავალებების
შესრულება












პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა

პასუხობს თემას
1
ფლობს აუდიტორიას (იყენებს მიმიკას, ჟესტიკულაციას, ინტონაციას)
2
საუბრობს გამართულაი ენით და იყენებს შესაბამის ტერმინოლოგიას
2
იყენებს განსხვავებულ წყაროებს
2
დარებს მოვლენებს, ფაქტებს, საგნებს
1
იყენებს თვალსაჩინოებას
1
იცავს დროის ლიმიტს
1



მოსწავლეთა მიერ განხორციელებული პროექტის შეფასების კითხვარი
პროექტის დასახელება:
პროექტზე მუშაობის ვადები:
საყვარელო მოსწავლეებო
იმისთვის, რომ მომავალში პროექტზე მუშაობა გავაუმჯობესოთ, მინდა გავარკვიო, როგორ შეაფასებდით მას.
1. როგორი შთაბეჭდილება დაგრჩა, გასწავლა თუ არა რაიმე ამ პროექტზე მუშაობამ?
ა) ბევრი რამ მასწავლა;
ბ) მასწავლა;
გ) ახალი თითქმის არაფერი მისწავლია;
დ) ახალი არაფერი მისწავლია. 

2. შეიცვალა თუ არა ამ პროექტზე მუშაობისას ჯგუფის წევრთა ურთიერთობა?
 ა) ბევრად უკეთესი გახდა;
ბ) უკეთესი გახდა;
ბ) ისეთივე დარჩა, როგორიც იყო;
დ) გაუარესდა; 

3. ნათელი იყო თუ არა შენთვის საკუთარი როლი პროექტის წარმატებით განხორციელებასა და შედეგის მიღწევაში?
 ა) სავსებით ნათელი იყო;
ბ) ძირითადად ნათელი იყო;
გ) არც ისე ნათელი იყო;
დ) სრულიად გაურკვეველი იყო. 

4. "მასწავლებელმა მიჩვენა, როგორ უნდა მემუშავა პროექტზე".
ა) სავსებით ვეთანხმები;
ბ) ვეთანხმები;
გ) ნაწილობრივ ვეთანხმები;
დ) არ ვეთანხმები.

5. "როდესაც მხარში დგომა მჭირდებოდა, მასწავლებელი ყოველთვის ჩემ გვერდით იყო".
ა) სავსებით ვეთანხმები;
ბ) ვეთანხმები;
 გ) ნაწილობრივ ვეთანხმები;
დ) არ ვეთანხმები. 

6. "შედეგებით კმაყოფილი "ვარ".
ა) სავსებით ვეთანხმები;
ბ) ვეთანხმები;
გ) ნაწილობრივ ვეთანხმები;
დ) არ ვეთანხმები.

7. ყველაზე მეტად რას შეაქებდი ან გააკრიტიკებდი პროექტში?
ქება:----------------------------------------------------------------------------
კრიტიკა: ------------------------------------------------------------------------
დიდი მადლობა დახმარებისთვის .

No comments:

Post a Comment