Friday, June 14, 2019

სოციალური პროექტის "ჩემი სკოლა" რეფლექსია და ფოტო-მასალა


                                                            სსიპ წალკის მუნიციპალიტეტის სოფ. ავრანლოს საჯარო სკოლის,
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის    მარგალიტა კახაძის  სოციალური  პროექტის რეფლექსია
  2018 წლის  30  ოქტომბერს  ავრანლოს საჯარო სკოლის მე-10  კლასის მოსწავლეებმა მოაწყეს პროექტის ,, ჩემი სკოლა""პრეზენტაცია. 
     მოსწავლეები დიდი ინტერესით და ხალისით ჩაერთვნენ  პროექტში და გამოავლინეს  საოცარი ნიჭი და შრომისმოყვარეობა. პროექტის წარმატებულ მხარედ მივიჩნევ მოსწავლეთა შორის ფუნქციების სწორად გადანაწილებას, რადგან მათ  ძალიან მოეწონათ სხვადასხვა როლში ყოფნა: ჟურნალისტი, ოპერატორი, რედაქტორი და მხატვრი. პროექტის მსვლელობისას მოვახდინე  დაკვირვება  მოსწავლეთა  მუშაობაზე,  თითეული  მოსწავლის როლსა და მიღწეულ შედეგზე. პროექტი მიმდინარეობდა გეგმის შესაბამისად მას არსებითი ცვლილება არ განუცდია.საჭიროების შემთხვევაში მივეცი მათ  დროული უკუკავშირი.  პროექტის დასასრულს მოვახდინეთ შეფასება პროექტის შეფასების რუბრიკით, რომელსაც ჰქონდა განმავითარებელი ხასიათი.  შევაფასე თითოეული მოსწავლის ჩართულობა  პროექტის მსვლელობაში  და მოვახდინე მოსწავლეთა  მუშაობის თვითშეფასება. თვითშეფასების კითხვარი  მოსწავლეებს დაეხმარა  თავიანთი თავის შეფასებაში  და გაიგეს , თუ რა წვლილი შეიტანეს  პროექტზე მუშაობისას.  ეს მათ მომავალ პროექტზე მუშაობაშიც გამოადგებათ.  დადებითი და უარყოფითი მხარეებიას გამოვლენა კი მე , როგორც პროექტის ხელმძღვანელს , დამეხმარება მსგავსი ტიპის   პროექტზე მუშაობის გაუმჯობესებაში.
    























No comments:

Post a Comment