Friday, June 14, 2019

სოციალური პროექტი ,, ვიზრუნოთ სუფთა გარემოზე" რეფლექსია და ფოტო-მასალა


           სსიპ წალკის მუნიციპალიტეტის სოფ. ავრანლოს საჯარო სკოლის,
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის    მარგალიტა კახაძის  სოციალური  პროექტის რეფლექსია
   2019 წლის  30 აპრილს ავრანლოს საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებმა მოაწყეს პროექტის ,, ვიზრუნოთ სუფთა გარემოზე''პრეზენტაცია.პროექტი განვახორციელე გეგმის თანახმად  , კორექტივები არ შემიტანია.
       პროექტის მიზანი იყო მოსწავლეების მიერ სოფლის მოსახლეობის გამოკითხვა.
გამოკითხვის შედეგების მიხედვით დასკვნის გამოტანა.
პრევენციული ზომებისა და რეკომენდაციების  შემუშავება  და აღნიოშნული ინფორმაციის  გაზიარება როგორც  თანატოლების
 ისე  ფართო საზოგადოებასათვის.  მოსახლეობაში თვითშეგნების ამაღლების მიზნით ბუკლეტებისა და პლაკატების  დამზადება. 

  პროექტის ყველაზე ძლიერი მხარე  ჩემი აზრით იყო თემის გამოკითხვა. მოსწავლეებს მოსწონდათ კორესპონდენტის როლში ყოფნა, გაიაზრეს თუ  რამდენად პრობლემურია დღეს გარემოს დაბინძურება.
  პროექტის მსვლელობისას მოვახდინე  დაკვირვება  მოსწავლეთა ჯგუფების მუშაობაზე,  თითეული  მოსწავლის როლსა და მიღწეულ შედეგზე. საჭიროების შემთხვევაში მივეცი მათ  დროული უკუკავშირი.  პროექტის დასასრულს მოვახდინეთ შეფასება პროექტის შეფასების რუბრიკით, რომელსაც ჰქონდა განმავითარებელი ხასიათი.  შევაფასე თითოეული მოსწავლის ჩართულობა  პროექტის მსვლელობაში  და მოვახდინე მოსწავლეთა  ჯგუფური მუშაობის თვითშეფასება. თვითშეფასების კითხვარი  მოსწავლეებს დაეხმარა  თავიანთი თავის შეფასებაში. გაიგეს თუ რა წვლილი შეიტანეს  პროექტზე მუშაობისას.  ეს მათ მომავალ პროექტზე მუშაობაშიც გამოადგებათ.   მე  როგორც პროექტის ხელმძღვანელმა გამოცდილება მივიღე სამომავლოდ მსგავს პროექტზე მუშაობაში.
















No comments:

Post a Comment