სკოლის ბაზაზე
არსებულ სასწავლო ჯგუფთან შეხვედრის რეფლექსია
მოგეხსენებათ რომ ჩვენი სკოლა ჩართულია
USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში ლიდერ
მასწავლებელთ ტრენინგები. პროგრამის ძირითადი მიზანია მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა
პროფესიული განვითარება. აღნიშნულ პროგრამაში ჩართულია ჩვენი სკოლაც.
პირველ
რიგში დაგვევალა სასწავლო ჯგუფის შექმნა , რათა ტრენიგკურსებიდან მიღებული სიახლეები
გაგვეზიარებინა მათთვის. ლიდერი მასწავლებელი
ხომ ყოველთვის აქტიურად უნდა თანამშრომლობდეს კოლეგებთან , უზიარებდეს მათ ცოდნას და ეხმარებოდეს მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების
დანერგვაში.ვინაიდანაც ჩვენი სკოლა მცირე კონტინგენტიანია შეიქმნა ერთი
ჯგუფი. წინა საორიენტაციო შეხვედრებზე ჩვენ უკვე გავაცანით
ა) USAID - საბაზისო განათლების პროგრამის მიზნები
და ამოცანები;
ბ)მასწავლებელთა სასწავლო კგუფის სამუშაო გეგმა და ფორმატი;
გ)ლიდერი მასწავლებლის და ჯგუფის წევრი მასწავლებლების
როლი;
დ) შეხვედრაზე დასამუშავებელი თემები
ჩვენი
ამჟამინდელი შეხვედრა საპრეზენტაციო იყო. თემა შეეხებოდა ინკლუზიურ განათლებას. აღნიშნული
საკითხი ჩემთვისაც საინტერესო იყო . ვიფიქრე, კარგი იქნებოდა თუ კოლეგებსაც გავუზიარებდი.
ჩემი პრეზენტაციის მიზანი იყო წარმომეჩინა , რომ ინკლუზიური განათლება არის საგანმანათლებლო იდეა, რომლის ფარგლებშიც განათლების
სისტემა უზრუნველყოფს ხარისხიან განათლებას ყველასათვის, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში თანატოლებთან ერთად, იმის მიუხედავად,
თუ რა ფიზიკური, შემეცნებითი, სოციალური, ემოციური თუ სხვა მახასიათებლები გააჩნიათ.
შეხვედრაზე
მოხდა აზრთა გაცვლა- გამოცვლა . აღნიშნული საკითხი კოლეგებისათვისაც საინტერესო აღმოჩნდა.
კახაძე
მარგალიტა
6.
10.2021წელი
No comments:
Post a Comment