Saturday, December 10, 2022

სასწავლო რესურსი მე-5 კლასი

 

შექმნილი სასწავლო რესურსის რეფლექსია და ინსტრუქცია

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი: მარგალიტა კახაძე

სასწავლო რესურსის სანახავად გთხოვთ იხილოთ ბმული:

https://learningapps.org/display?v=pxunc7sxn18

 

რესურსის შესაბამისობა ესგ-სთან:

ქართ. V. 3. მოსწავლეს შეუძლია ენობრივ-გრამატიკული ფორმების  აღქმა და მართებულად გამოყენება შესაბამის სამეტყველო სიტუაციებში.

ქართ. V. 6.  მოსწავლეს გამომუშავებული აქვს ხმამაღალი კითხვის საწყისი ქართ.

ქართ. V. 10.  მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ხასიათის ტექსტის სტრუქტურული და ენობრივი თავისებურებების ამოცნობა.

 

ქართ. V. 15.  მოსწავლეს შეუძლია გრამატიკული წესების მართებულად გამოყენება და მართლწერის ნორმების დაცვა.

 

 

     ჩემ  მიერ შექმნილი სასწავლო რესურსი განკუთვნილია მე-5 კლასის  მოსწავლეებისათვის. იგი მოიცავს ამ კლასისათვის  განკუთვნილ გრამატიკულ საკითხებს. ამ რესურსის შექმნა  შემდეგმა ფაქტორმა განაპირობა . მოსწავლისათვის  რთული და მოსაწყენია  ტრადიციული გზით  ახალი გრამატიკული მასალის  ახსნა და განმტკიცება, ამოტომ მსურდა მასალა უფრო საინტერესო  და ადვილად აღსაქმელი გზით მიმეტანა კლასში, რის საშუალებასაც ისტ-ის  გამოყენება მაძლევდა.   ამ რესურსით ისინი ბუნებრივია , ხალისით იყენებენ შესწავლილ მასალას პრაქტიკაში, ხდება შესწავლილი მასალის სახალისოდ გამეორება, რაც უზრუნველყოფს უფრო საფუძვლიანად დამახსოვრებას. გარდა ამისა, ჩემს მიერ შექმნილი რესურსი ხელს უწყობს სხვადასხვა უნარების განვითარებას, როგორიც არის მიზანშედეგობრივი კავშირების დანახვა, ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების განვითარება, ცოდნის მობილიზებასა და ყურადღების კონცენტრაცია, ხელს უწყობს მოსწავლეებს გაუჩნდეთ სწრაფვა ახალი ცოდნის შეძენისაკენ, ზრდის მოტივაციას. რესურსი ინტერაქტიულია და აქტიურად რთავს მოსწავლეებს საგაკვეთილო პროცესში, ხელს უწყობს როგორც შესწავლილი მასალის გამეორებას, ასევე ახალი მასალის დამახსოვრებას, ცოდნის განმტკიცებას. აქტიურად ხდება ისტის გამოყენება, რაც ხელს უწყობს გამჭოლი კომპეტენციების განვითარებას.

გამოყენება შესაძლებელია ასევე სხვა კლასებშიც შესწავლილი მასალის გასამეორებლად, შესაჯამებლად ან ახალი მასალის განსამტკიცებლად. მცირე მოდიფიცირების შემთხვეავაში აღნიშნული სასწავლო რესურსი შესაძლებელია გამოვიყენოთ სხვადასხვა საგნობრივ ჯგუფშიც სხვადასხვა საფეხურზე.

რესურსის გამოყენების ინსტრუქცია

     ზემოთ მოცემულ ბმულზე გადასვლით გაიხსნება ჩემ მიერ შექმნილი სასწავლო რესურსი. ფანჯარაზე რიგრიგობით გამოვა შეკითხვები, დაიწყება მარტივი კითხვით და თანდათან გართულდება. კარგი იქნება თუ პროექტორით გავაშუქებთ კითხვებს ისე რომ მთელი კლასისთვის გახდეს თვალსაჩინო. თამაშში მონაწილეობას მიიღებს: 1 მოსწავლე „ წამყვანი“ და 1მოსწავლე „მოთამაშე“, ხოლო დანარჩენი მოსწავლეები ჩაერთვებიან ეტაპობრივად, როცა მოთამაშე მოსწავლე მოითხოვს „დარბაზის დახმარებას“  ან  „ზარს ახლობელთან“. „წამყვანი“ ხმამაღლა წაუკითხავს „მოთამაშეს“ შეკითხვებს, ხოლო „მოთამაშე“ უპასუხებს.   სწორად გაცემული პასუხების შემთხვევაში თამაში დასრულდება, არასწორად გაცემული პასუხის შემთხვევაში თამაში შეწყდება. ორივე შემთხვევაში  „წამყვანი“ და „მოთამაშე“ შეიცვლებიან სხვა მოსწავლეებით.

No comments:

Post a Comment