Saturday, December 10, 2022

სასწავლო რესურსი, მეცხრე კლასი

 

შექმნილი სასწავლო რესურსის რეფლექსია და ინსტრუქცია

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი: მარგალიტა კახაძე

სასწავლო რესურსის სანახავად გთხოვთ იხილოთ ბმული:

https://learningapps.org/display?v=p4s49jr9318

 

რესურსის შესაბამისობა ესგ-სთან:

ქართ. IX. 3. მოსწავლეს  შეუძლია მსჯელობა განსხვავებული ტექსტების  ენობრივ თავისებურებებზე.

ქართ. IX. 6. მოსწავლეს შეუძლია პრობლემურ ან სადავო საკითხებზე სხვადასხვა თვალსაზრისის შემცველი მხატვრული და არამხატვრული ტექსტების გააზრება-გაანალიზება და მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა.

ქართ. IX. 7. მოსწავლეს შეუძლია ენობრივ-გამომსახველობითი საშულებების ცოდნის გამოყენება სხვადასხვა სახის ტექსტების ანალიზისას.

ქართ. IX. 12. მოსწავლეს შეუძლია დაიცვას წერილობითი ტექსტის სტრუქტურა და ენობრივი ნორმები.

 

  მხატვრული ლიტერატურის გაგება გააზრება და ტექსტის სწორი ი8ნტერპრეტაცია მხატვრული სახეების სწორად გაგების გარეშე შეუძლებელია, მოსწავლეებს უნდა დავეხმაროთ მათი სწორად გაგება გააზრებაში.

       ჩემ მიერ შექმნილი სასწავლო რესურსი განკუთვნილია მე- 9კლასის  მოსწავლეებისათვის,   იგი მოიცავს გრამატიკულ  და ლიტერატურულ საკითხებს. ამ რესურსის შექმნა  შემდეგმა ფაქტორმა განაპირობა . მოსწავლეებს უჭირდათ  წაკითხულ ტექსტში მხატვრული სახეების ამოცნობა ,არად მათი ამოცნობისა და გაგების გარეშე შეუძლებელია თექსტის გაგება- გააზრება,   ამოტომ მსურდა მასალა უფრო საინტერესო  და ადვილად აღსაქმელი გზით მიმეტანა კლასში, რის საშუალებასაც ისტ-ის  გამოყენება მაძლევდა.   ამ რესურსით ისინი ბუნებრივია, ხალისით იყენებენ შესწავლილ მასალას პრაქტიკაში, ხდება შესწავლილი მასალის სახალისოდ გამეორება, რაც უზრუნველყოფს უფრო საფუძვლიანად დამახსოვრებას. გარდა ამისა, ჩემ მიერ შექმნილი რესურსი ხელს უწყობს სხვადასხვა უნარების განვითარებას, როგორიც არის მიზანშედეგობრივი კავშირების დანახვა, ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების განვითარება, ცოდნის მობილიზებასა და ყურადღების კონცენტრაცია, ხელს უწყობს მოსწავლეებს გაუჩნდეთ სწრაფვა ახალი ცოდნის შეძენისაკენ, ზრდის მოტივაციას. რესურსი ინტერაქტიულია და აქტიურად რთავს მოსწავლეებს საგაკვეთილო პროცესში, ხელს უწყობს როგორც შესწავლილი მასალის გამეორებას, ასევე ახალი მასალის დამახსოვრებას, ცოდნის განმტკიცებას. აქტიურად ხდება ისტის გამოყენება, რაც ხელს უწყობს გამჭოლი კომპეტენციების განვითარებას.

  გამოყენება შესაძლებელია ასევე სხვა კლასებშიც შესწავლილი მასალის გასამეორებლად, შესაჯამებლად ან ახალი მასალის განსამტკიცებლად. მცირე მოდიფიცირების შემთხვეავაში აღნიშნული სასწავლო რესურსი შესაძლებელია გამოვიყენოთ სხვადასხვა საგნობრივ ჯგუფშიც სხვადასხვა საფეხურზე.

რესურსის გამოყენების ინსტრუქცია

  ზემოთ მოცემულ ბმულზე გადასვლით გაიხსნება ჩემ მიერ შექმნილი სასწავლო რესურსი. ფანჯარაზე რიგრიგობით გამოვა შეკითხვები,  კარგი იქნება თუ პროექტორით გავაშუქებთ კითხვებს ისე რომ მთელი კლასისთვის გახდეს თვალსაჩინო. სულ 10 კითხვისაგან შედგება. სწორი  პასუხის შემთხვევაში  შესაბამისი გაღიმებული სმაილი გამოჩნდება, არასწორი პასუხის შემთხვევაში შესაბამისი სმაილი  მოსწავლეს სთხოვს კიდევ ერთხელ დაფიქრდეს.. თამაშში მონაწილეობას მიიღებს: 1 მოსწავლე „ წამყვანი“ და  ორი ჯგუფი    წამყვანი ხმამაღლა წაუკითხავს თითოეულ ჯგუფს კითხვას მოსაფიქრებლად აძლევს 1 წუთს  , დროის გასვლის შემდეგ თითოეული ჯგუფი   დააფიქსირებს საკუთარ პასუხს .  თამაშის დასრულების შემდეგ ჯგუფის წევრები გადანაწილდებიან  შეიქმნება ახალი ჯგუფები,   წამყვანიც იქნება სხვა მოსწავლე.

No comments:

Post a Comment