სარეკომენდაციო წერილი
სსიპ წალკის მუნიციპალიტეტის
სოფელ ავრანლოს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარგალიტა
კახაძე აქტიურად იყო ჩართული მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვა-განხორციელების
პროცესში. პედაგოგი გამოირჩეოდა პასუხისმგებლობით, შემოქმედებითობით, სიახლისადმი ინტერესით. დაკვირვებით, საკუთარი მოსწავლეების
ცოდნისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით, არჩევდა ან დამოუკიდებლად გეგმავდა თემატურ
ერთეულს კომპლექსური დავალებების საშუალებით. აღსანიშნავია, რომ სკოლაში ყოველი ვიზიტის
დროს ნაყოფიერად თანამშრომლობდა როგორც ჩემთან,
ისე კათედრის წევრებთან. ზოგადად, სამასწავლებლოში შეინიშნებოდა კეთილგანწყობილი და
ურთიერთგანვითარებაზე ორიენტირებული დამოკიდებულება კოლეგებს შორის, მარგალიტა კახაძე
კი ხშირად უზიარებდა სხვადასხვა საგნის მასწავლებლებს სასწავლო პროცესის კომპლექსური
დავალებებით წარმართვასთან დაკავშირებულ პირად გამოცდილებას.
2021-2022 სასწავლო
წლის ოქტომბერში ვესწრებოდი მის მიერ დაგეგმილი კომპლექსური დავალების (ნოველის შექმნა
დ. გურამიშვილის ბიოგრაფიისა და ,,დავითიანის“ ფრაგმენტის მიხედვით) ერთ-ერთ ნაბიჯს.
მასწავლებელი კეთილგანწყობილ გარემოს ქმნიდა კლასში, დამაზუსტებელი კითხვებისა და წამახალისებელი
განმავითარებელი კომენტარების საშუალებით ხელს უწყობდა მოსწავლეთა აქტიურობას, ეხმარებოდა
დავალების მოთხოვნებისა და ახალი საკითხების გაგება-გაცნობიერებაში, ნაყოფიერად იყენებდა მოსწავლეთა წინარე ცოდნას. საგაკვეთილო
დასწრების წინარე თუ შემდგომ შეხვედრებზე ავლენდა მესამე თაობის ეროვნული სასწავლო
გეგმის ძირითადი პრინციპების ცოდნას, პასუხისმგებლობით ეკიდებოდა დავალების პირობის შედგენას, რათა თითოეული მოსწავლისთვის ნათელი ყოფილიყო
საბოლოო ნამუშევრის არსი. კეთილგანწყობით იღებდა რეკომენდაციებს, იზიარებდა რჩევებს.
ჩემთან ერთად განიხილავდა დაგეგმილ აქტივობებს, მსჯელობდა მოსალოდნელ შედეგზე, აანალიზებდა
განხორციელებულ სამუშაოს, დასკვნებს ითვალისწინებდა შემდგომი დავალების დაგეგმვისას.
მასწავლებელმა,
სამინისტროს მიერ გაცემული ინსტრუქციისა და ახალი სკოლის მოდელის ჯგუფის მიერ გაცემული
რეკომენდაციების საფუძველზე, შეადგინა სასკოლო სასწავლო გეგმა.
ვფიქრობ, მარგალიტა
კახაძე უწყვეტ თვითგანვითარებაზე ორიენტირებული მასწავლებელია, რომელიც მაღალმთიანი
სოფლის სკოლის მოსწავლეებს ხარისხიანი განათლების მიღების საშუალებას აძლევს, სიახლეებსა
და შემოქმედებით მიდგომებს ნერგავს. მასთან მუშაობა საინტერესო და ნაყოფიერია.
პატივისცემით,
ილონა აკობია
მესამე თაობის ეროვნული
სასწავლო გეგმის დანერგვის ქოუჩი ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულებით
595 01 52 26
https://drive.google.com/file/d/1q0iMsZ_d4iQ9senYqXAhVOW38uBhVspn/view?usp=share_link
No comments:
Post a Comment