Saturday, December 10, 2022

სასწავლო რესურსი მე-10 კლასი

 

შექმნილი სასწავლო რესურსის რეფლექსია და ინსტრუქცია

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი: მარგალიტა კახაძე

სასწავლო რესურსის სანახავად გთხოვთ იხილოთ ბმული:     https://learningapps.org/6950969

რესურსის შესაბამისობა ესგ-სთან:

 

ქართ. X. 5. მოსწავლეს შეუძლია  ზეპირი კომუნიკაციის სტრატეგიების ამოცნობა და შესაბამისად გამოყენება.                         

ქართ. X. 6. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ტექსტების გაანალიზება მათი ორგანიზების თვალსაზრისით.

ქართ. X. 10.  მოსწავლეს შეუძლია კითხვის მიზნის შესაბამისი სტრატეგიების გამოყენება.                         

ქართ. X. 16. მოსწავლეს შეუძლია წერის სტრატეგიების გამოყენება ნაწერის ორგანიზებისათვის.

 

 

       ჩემ მიერ შექმნილი სასწავლო რესურსი განკუთვნილია მე- 10 კლასის  მოსწავლეებისათვის,   იგი მოიცავს გრამატიკულ  და ლიტერატურის  საკითხებს. ამ რესურსის შექმნა  შემდეგმა ფაქტორმა განაპირობა . ტექსტის რედაქტირების დროს აღმოჩნდა რომ მოსწავლეებს უჭირდათ კომპოზიტების მართლწერა.    ამოტომ გადავწყვიტე  მასალა უფრო საინტერესო  და ადვილად აღსაქმელი გზით მიმეტანა კლასში, რის საშუალებასაც ისტ-ის  გამოყენება მაძლევდა.   ამ რესურსით ისინი ბუნებრივია, ხალისით იყენებენ შესწავლილ მასალას პრაქტიკაში, ხდება შესწავლილი მასალის სახალისოდ გამეორება, რაც უზრუნველყოფს უფრო საფუძვლიანად დამახსოვრებას. გარდა ამისა, ჩემ მიერ შექმნილი რესურსი ხელს უწყობს სხვადასხვა უნარების განვითარებას, როგორიც არის მიზანშედეგობრივი კავშირების დანახვა, ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების განვითარება, ცოდნის მობილიზებასა და ყურადღების კონცენტრაცია, ხელს უწყობს მოსწავლეებს გაუჩნდეთ სწრაფვა ახალი ცოდნის შეძენისაკენ, ზრდის მოტივაციას. რესურსი ინტერაქტიულია და აქტიურად რთავს მოსწავლეებს საგაკვეთილო პროცესში, ხელს უწყობს როგორც შესწავლილი მასალის გამეორებას, ასევე ახალი მასალის დამახსოვრებას, ცოდნის განმტკიცებას. აქტიურად ხდება ისტის გამოყენება, რაც ხელს უწყობს გამჭოლი კომპეტენციების განვითარებას.

     გამოყენება შესაძლებელია ასევე სხვა კლასებშიც შესწავლილი მასალის გასამეორებლად, შესაჯამებლად ან ახალი მასალის განსამტკიცებლად. მცირე მოდიფიცირების შემთხვეავაში აღნიშნული სასწავლო რესურსი შესაძლებელია გამოვიყენოთ სხვადასხვა საგნობრივ ჯგუფშიც სხვადასხვა საფეხურზე.

 

რესურსის გამოყენების ინსტრუქცია

   ზემოთ მოცემულ ბმულზე გადასვლით გაიხსნება ჩემ მიერ შექმნილი სასწავლო რესურსი. ფანჯარაზე რიგრიგობით გამოვა შეკითხვები,  კარგი იქნება თუ პროექტორით გავაშუქებთ კითხვებს ისე რომ მთელი კლასისთვის გახდეს თვალსაჩინო. სულ 12  კითხვისაგან შედგება. სწორი  პასუხის შემთხვევაში  შესაბამისი გაღიმებული სმაილი გამოჩნდება, არასწორი პასუხის შემთხვევაში შესაბამისი სმაილი  ( შეასწორე) მოსწავლეს სთხოვს კიდევ ერთხელ დაფიქრდეს .რადგან კლასში სულ 6 მოსწავლეა გადავწყვიტე წამყვანი ვიყო მე , ხოლო კლასი გავყავი 2 ჯგუფად ( თითო ჯგუფში 3 მოსწავლე) .  წამყვანი ხმამაღლა წაუკითხავს თითოეულ ჯგუფს   კითხვას მოსაფიქრებლად აძლევს 1 წუთს .  დროის გასვლის შემდეგ  თითოეული ჯგუფი დააფიქსირებს   საკუთარ პასუხს .  თამაშის დასრულების შემდეგ ჯგუფის წევრები გადანაწილდებიან  შეიქმნება ახალი ჯგუფები,  შეიძლება წამყვანად მოვიწვიოთ სხვა მასწავლებელიც.

No comments:

Post a Comment