Saturday, December 10, 2022

სასწავლო რესურსი მე-9კლასი

 

შექმნილი სასწავლო რესურსის რეფლექსია და ინსტრუქცია

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი: მარგალიტა კახაძე

სასწავლო რესურსის სანახავად გთხოვთ იხილოთ ბმული:  

https://learningapps.org/display?v=pzcwqbfwk22

რესურსის შესაბამისობა ესგ-სთან:

 

ქართ. IX. 12. მოსწავლეს შეუძლია დაიცვას წერილობითი ტექსტის სტრუქტურა და ენობრივი ნორმები.

ქართ. IX. 13. მოსწავლეს შეუძლია წერის სტრატეგიების გამოყენება ნაწერის ორგანიზებისათვის.

 

         მოგეხსენებათ რომ ,დღესდღეისობით, ერთიანი ეროვნული გამოცდების ერთ -ერთ  საკითხს ტექსტის რედაქტირება წარმოადგენს.საყოველთაოდ ცნობილია ისიც, რომ  მოსწავლეებს  არ უყვართ გრამატიკის საკითხების შესწავლა. არად ეს აუცილებელი  ნებისმიერი ენის დაუფლებისათვის. მეც  როგორც ეთ -ერთი რიგით პედაგოგი ვცდილობ საგაკვეთილო პროცესი უფრო საინტერესო გავხადო და ხალისით ჩავრთო საგაკვეთილო პროცესში თითოეული მოსწავლე.

       ჩემ მიერ შექმნილი სასწავლო რესურსი განკუთვნილია მე- 9კლასის  მოსწავლეებისათვის,   იგი მოიცავს გრამატიკულ    საკითხებს.  ამ რესურსით ისინი ბუნებრივია, ხალისით იყენებენ შესწავლილ მასალას პრაქტიკაში, ხდება შესწავლილი მასალის სახალისოდ გამეორება, რაც უზრუნველყოფს უფრო საფუძვლიანად დამახსოვრებას.   ზრდის მოტივაციას.   აქტიურად ხდება ისტ-ის გამოყენება, რაც ხელს უწყობს გამჭოლი კომპეტენციების განვითარებას.

  გამოყენება შესაძლებელია ასევე სხვა კლასებშიც შესწავლილი მასალის გასამეორებლად, შესაჯამებლად ან ახალი მასალის განსამტკიცებლად. მცირე მოდიფიცირების შემთხვეავაში აღნიშნული სასწავლო რესურსი შესაძლებელია გამოვიყენოთ  სხვადასხვა საფეხურზე.

რესურსის გამოყენების ინსტრუქცია

 ზემოთ მითითებულ ბმულზე გადასვლით გაიხსნება  ჩემ მიერ შექმნილი რესურსი. პროექტორით გავაშუქე ისე, რომ ყველა მოსწავლე ხედავდეს უპრობლემოდ.  დავურიგე წინასწარ გამზადებული ფორმა , რომელშიც შეძლებენ მუშაობას. დავინიშნე დრო  და ვსთხოვე თითოეულ მოსწავლეს ეპოვა შეცდომა ( სულ 11 მორფოლოგიურ-ორთოგრაფიულიდა , სინტაქსურ პუნქტუაციური) თან აღენიშნათ თუ რა სახის შეცდომა იყო.  თითოეული მოსწავლის ნამუშევრის გაცნობისა გაიგებს და მოინიშნავს მასწავლებელი , თუ რომელ მოსწავლეს რა საკითხში სჭირდება დახმარებ. ეს მასწავლებელს გაუადვილებს შემდეგი გაკვეთილის დაგეგმვასაც.  საბოლოოდ კურსორის დახმარებით ეკრანზე გამოჩნდება  ტექსტის სწორი ვერსია.

      უნდა აღინიშნოს,  რომ  მოსწავლეებს მოეწონათ და კმაყოფილი დარჩნენ. მე კი ვფიქრობ მსგავსი ტიპის აქტივობები  ხშირად დავგეგმო.  

                    მოსწავლეების სამუშაო ფორმა

სახელი გვარი:

მცდარი

სწორი ფორმა

არგუმენტი

1

 

 

2

 

 

3

 

 

4

 

 

5

 

 

6

 

 

7

 

 

8

 

 

9

 

 

10

 

 

11

 

 

No comments:

Post a Comment