სასწავლო
პროექტი
პროექტის ხელმძღვანელი: ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი: მარგალიტა
კახაძე
სკოლა:სსიპ-წალკის მუნიციპალიტეტის , სოფელ ავრანლოს საჯარო
სკოლა
თემის დასახელება:,, ჩემი უფლებები’’
კლასი: მე -9
განხორციელების დროის ჩარჩო : ორი კვირა 7.11. 2022-18.11 2022
აზროვნების ზედა დონის უნარები: ინფორმაციის მოძიება, თანამშრომლობა, დაგეგმვა, ორგანიზება , კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება.
პრობლემა ანალიზი
მშობლიური ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე
შევისწავლეთ ანა კორძაია- სამადაშვილის მოთხრობა ,, გიმნაზისტკა’’. ტექსტის
ანალიზის დროს აღმოჩნდა , რომ ზოგიერთ მოსწავლეს მეტ-ნაკლებად ჰქონდა გააზრებული
საკუთარი უფლებები და მოვალეობები. ამიტომაც გადავწყვიტე დამეგეგმა პროექტი,
რომელიც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოსწავლეებს გაუღრმავებდა ცოდნას.
გარდა ამისა სასწავლო პროცესი მხოლოდ გაკვეთილებით არ შემოიფარგლება.
მოსწავლეთა განვითარებისათვის მნიშვნელოვანია კლასგარეშე აქტივობებიც. საკუთარი
გამოცდილებიდან შემიძლია ვთქვა, რომ მსგავსი ტიპის აქტივობებში უფრო ხალისით
ერთვებიან.
მიზანი:
მოსწავლეები
გაიღრმავებენ ცოდნას საკუთარი უფლებებისა და მოვალეობების შესახებ. მნიშვნელოვანია
ბავშვმა იცოდეს, რომ მას აქვს გარკვეული უფლებები, სახელმწიფო და საზოგადოება კი
ვალდებულია დაიცვას ეს უფლებები.
პროექტის მდგრადობა:
პროექტი
მდგრადია რადგან, მიუხედავად იმისა რომ,
სახელმწიფო იცავს ბავშვთა
უფლებს გარკვეულ შემთხვევებში
მაინც ირღვევა . აღნიშნული
პრობლემის აღმოსაფხვრელად საჭიროა საზოგადოების ინფორმირებულობა და ცოდნის დონის
ამაღლება.
მასწავლებლის
ვალია აღზარდოს მოსწავლე ღირსეულ შვილად და მოქალაქედ, დაეხმაროს აღსაზრდელებს რათა იყვნენ კომუნიკაბელური, დამხმარენი, და გულკეთილნი, რათა შეძლონ ერთმანეთის გაგება და პატიება.
თემის შინაარსი :
პროექტის საწყის ეტაპზე ვიკრიბებით, ვუყურებთ ანიმაციას ბავშვთა უფლებებთან
დაკავშირებით და განვსაზღვრავთ შემდეგ ეტაპებს . მოვიძევთ დამატებით ინფორმაციას
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ბავშვთა უფლებების კონვენციიდან გავეცნობით
რამოდენიმე მუხლს და ვიმსჯელებთ ხომ არ
აღმოჩენილან მსგავს სიტუაციაში და რატომ
სჭირდება კონკრეტული უფლების ცოდნა
ბავშვეს. დაამზადებენ ფლაერს და სურვილისამებრ
გაუზიარებენ მეგობრებს .
მოსალოდნელი
შედეგი:
პროექტის შედეგად მოსწავლეებს აუმაღლდებათ ცოდნა
საკუთარი უფლებების შესახებ. გაუმიდრდებათ ლექსიკური მარაგი.გამოუმუშავდებათ
პრეზენტაციის უნარი. კარგად გაიაზრებენ საკუთარს და სხვის უფლებებსაც პატვს
სცემენ. ურთიერთ პატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობა კი ჯანსაღი მომავლის
საწინდარია.დაამზადებენ ფლაერებს.
პროექტისთვის
საჭირო ძირითადი რესურსები:კომპიუტერი, ინტერნეტი, პროექტორი, ფლიფჩარტის ქაღალდები, მარკერები, ფოტოაპარატი.
პროექტის მსვლელობა:
Ø პირველი შეკრება, ანიმაციების ყურება და
შემდეგი ეტაპების დაგეგმვა
7.11.2022
https://www.youtube.com/watch?v=8pVdmQebLAU
https://www.youtube.com/watch?v=gOXEBfVJvvY
Ø ინფორმაციის მოძიება ინტერნეტ სივრცეში , მოძიებული ინფორმაციის შენახვა , დახარისხება , დამუშავება-
ერთი კვირა
შეუძლიათ დაიხმარონ შემდეგი ბმული
https://uni.cf/3dq4Xj5
Ø თამაში: პატარა ბარათებზე დაწერილი იქნება ბავშვთა უფლებების მუხლებიდან საწყისი ფრაზები
, ერთ-ერთი მოსწავლე იღებს ბარათს თუ შეძლებს
დაასრულებს და თან ისაუბრებს რა შემთხვევასი გამოადგება აღნიშნული უფლების ცოდნა.15.11.2022
Ø ფლაერის მომზადება ,დაბეჭდვა და დარიგება. კედლის გაზეთის გაკეთება; 18.11. 2022
სარგებელი სხვებისთვის:
მე-9 კლასის მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ გაიღრმავონ ცოდნა, ხოლო მიღებულ ცოდნას
გაუზიარებენ სხვებს. ასეთი ქმედებით მოსწავლეები სხვა მოსწავლეებს მისცემენ მოტივაციას
რათა თვითონაც დაგეგმონ და განახორციელონ სხვსდასხვა სახის პროექტი.
სარგებელი კოლეგებისათვის:
მსგავსი პროექტი წარმატებით შეიძლება განახორციელოს ნებისმიერი საგნის პედაგოგმა, რადგანაც ბავშვების უსაფრთხოებაზე ზრუნვა , განათლების მიცემასთან
ერთად, სკოლის უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი მოვალეობაა.
ეროვნულ სასწავლო
გეგმასთან კავშირი:
ქართ. IX. 1. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს
და აუდიტორიის წინაშე წარმოადგინოს სხვადასხვა
თვალსაზრისი სადავო ან პრობლემურ საკითხზე.
ქართ. IX. 6. მოსწავლეს შეუძლია პრობლემურ ან სადავო საკითხებზე სხვადასხვა
თვალსაზრისის შემცველი მხატვრული და არამხატვრული ტექსტების გააზრება-გაანალიზება და
მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა.
ქართ. IX. 13. მოსწავლეს შეუძლია წერის სტრატეგიების
გამოყენება ნაწერის ორგანიზებისათვის.
მოქ.საბ.3.საკუთარი
და სხვა ადამიანების უფლება-მოვალეობების გაცნობიერება და დაცვა;
პროექტზე გამოყენებული
შეფასების რუბრიკები
პროექტის განხორციელების პროცესში მოსწავლეზე დაკვირვების
ცხრილი
დაკვირვების საგანი |
კომენტარები |
შედგა თუ არა თანამშრომლობა ჯგუფში. |
|
იყვნენ თუ არა მოსწავლეები მოტივირებულნი და რამ განაპირობა
მოტივაცია. |
|
იყვნენ თუ არა ჯგუფში პასიური მოსწავლეები და რა იყო
მათი პასიურობის მიზეზი. |
|
იმოქმედა თუ არა პროექტის განხორციელების პროცესმა
მათს მოსწრებაზე (თუ კი, მივუთითებ კონკრეტულ მაგალითებს). |
|
მოსწავლეთა მიერ განხორციელებული პროექტის შეფასების
კითხვარი
პროექტის დასახელება:
პროექტზე მუშაობის
ვადები:
ძვირფასო მოსწავლეებო
იმისთვის რომ, მომავალში პროექტზე მუშაობა გავაუმჯობესოთ,
მინდა გავარკვიო, როგორ შეაფასებდით მას.
1. როგორი შთაბეჭდილება დაგრჩა, გასწავლა თუ არა რაიმე
ამ პროექტზე მუშაობამ?
ა) ბევრი რამ მასწავლა;
ბ) მასწავლა;
გ) ახალი თითქმის არაფერი მისწავლია;
დ) ახალი არაფერი მისწავლია.
2. ნათელი იყო
თუ არა შენთვის საკუთარი როლი პროექტის წარმატებით განხორციელებასა და შედეგის მიღწევაში?
ა) სავსებით
ნათელი იყო;
ბ) ძირითადად ნათელი იყო;
გ) არც ისე ნათელი იყო;
დ) სრულიად გაურკვეველი იყო.
3. "მასწავლებელმა მიჩვენა, როგორ უნდა მემუშავა
პროექტზე".
ა) სავსებით ვეთანხმები;
ბ) ვეთანხმები;
გ) ნაწილობრივ ვეთანხმები;
დ) არ ვეთანხმები.
4. "როდესაც მხარში დგომა მჭირდებოდა, მასწავლებელი
ყოველთვის ჩემ გვერდით იყო".
ა) სავსებით ვეთანხმები;
ბ) ვეთანხმები;
გ) ნაწილობრივ
ვეთანხმები;
დ) არ ვეთანხმები.
5. "შედეგებით
კმაყოფილი "ვარ".
ა) სავსებით ვეთანხმები;
ბ) ვეთანხმები;
გ) ნაწილობრივ ვეთანხმები;
დ) არ ვეთანხმები.
6. ყველაზე მეტად რას შეაქებდი ან გააკრიტიკებდი პროექტში?
ქება:----------------------------------------------------------------------------
კრიტიკა:
------------------------------------------------------------------------
დიდი მადლობა დახმარებისთვის .
სსიპ-წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ავრანლოს საჯარო
სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის მარგალიტა კახაძის სასწავლო პროექტის
რეფლექსია
პროექტი:,,
ჩემი უფლებები’’
პროექტის განხორციელების
დრო: 7.
11.2022-18.11.2022
პროექტის მიზანი: მოსწავლეებიმა გაიღრმავონ ცოდნა საკუთარი უფლებებისა
და მოვალეობის შესახებ.
დიმიტრი
უზნაძე გვასწავლის: ,,სწავლაში ძირითადი მნიშვნელობა იმ პროდუქტს კი არ აქვს, რომელსაც
კონკრეტული ჩვევის ან კონკრეტული შინაარსის მქონე
ცოდნის სახით გვაძლევენ, არამედ-განსაზღვრული მიმართულებით მოსწავლის ძალების
განვითარებას“ . მნიშვნელოვანია, რომ თითოეული მოსწავლე დაეუფლოს და განუვითარდეს ის
მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევები, რომელიც მას მთელი ცხოვრების განმავლობაში წარმატებულს
გახდის. პროექტებით სწავლება, წორედ ამ უნარ-ჩვევების გამომუშავებაში ეხმარება მოსწავლეებს.ხოლო სასწავლო პროცესის
საინტერესოდ წარმართვისათვის ეფექტური და მნიშვნელოვანია პროექტებით სწავლება.
პროექტის
განხორციელების იდეა ანა კორძაია-სამადაშვილის
მოთხრობის ანალიზის დროს გამიჩნდა. იდეა ბავშვებს გავუზიარა და დავგეგმეთ შემდეგი ეტაპები.
პროექტის გეგმა გავაცანი სამოქალაქო განათლების პედაგოგს. იდეა მოეწონა და შემომთავაზა
შემდეგში ერთადაც დაგვეგეგმა პროექტი. აღნიშნული იდეა მეც მომეწონა,რადგანაც საგანთა
შორის ინტეგრირება უფრო მეტ ცოდნას მისცემს მოსწავლეებს.
აღნიშნულმა
სასწავლო პროექტმა გამოავლინა მოსწავლეთა
დაინტერესება და წარმოაჩინა მათი უნარები: აზროვნება, მსჯელობა, თანამშრომლობა, შემოქმედებითობა. პროექტის საწყის ეტაპზე ვუყურეთ
ანიმაციებს. შემდეგი შეხვედრისათვის უნდა მოეძიათ ინფორმაცია ბავშვთა უფლებების კონვენციის
შესახებ და გაცნობოდენ მუხლებს.
შემდეგ შეხვედრაზე ერთგვარი სახალისო თამაში მოვიფიქრეთ
რათა ხალისით დაესწავლათ რამოდენიმე მუხლი.
კონკრეტულად : წინასწარ გავამზადე ბარათები სადაც ეწერა დასაწყისი ფრაზა რომელიმე
მუხლიდან, რომელი ბავშვიც აიღებდა ბარათს უნდა დაესრულებინა თუ მოახერხებდა და თან
უნდა აეხსნა ბავშვებისათვის თუ რატომ უნდა იცოდნენ აღნიშნული უფლაება.
შემდეგ შეხვედრაზე
გააკეთებდნენ კედლის გაზეთს და საბოლოოდ კი
უნდა დაემზადებინათ ფლეიერი რომელზეც იქნებოდა ერთ-ერთი უფლება დაფიქსირებული და გადასცემდნენ
მათთვის სასურველ ადამიანს.
განსაკუთრებით მოეწონათ მოსწავლეებს აღნიშნული პროექტი. პროექტზე მუშაობისას შეიძინეს
ის უნარ-ჩვევები, რომლითაც შეძლებენ ადამიანის
უფლებებისა და ღირსების დაცვას.
პროექტი განვახორციელე გეგმის შესაბამისად და არ შემიტანია მასში ცვლილებები.
პროექტის დასასრულს მოვახდინე შეფასება პროექტის შეფასების რუბრიკით. შევაფასე
თითოეული მოსწავლის ჩართულობა პროექტის მსვლელობის
პროცესში, ხოლო თვითშეფასების კითხვარი დაეხმარა მოსწავლეებს საკუთარი თავის შეფასებაში. გაიგეს თუ რა წვლილი
შეიტანეს პროექტის განხორციელებაში . ეს მათ გამოადგებათ მომავალ პროექტზე მუშაობაშიც,
ხოლო მე როგორც პროექტის ხელმძღვანელმა გამოცდილება მივიღე, მომავალში მსგავს პროექტზე
მუშაობაში.
No comments:
Post a Comment