ავრანლოს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, მარგალიტა
კახაძის, მიერ სასკოლო პროექტში განხორციელებული აქტივობების რეფლექსია
მიუხედავად იმისა რომ, ნებისმიერი
საგანმანათლებლო დაწესებულიება ორიენტირებულია, რომ სწავლა -სწავლების პროცესი
მშვიდობიანად მიმდინარეობდეს, მაინც სასკოლო ცხოვრება წარმოუდგენელია კონფლიქტის
გარეშე. არსებობს სხვადასხვა ფაქტორი, რომელიც იწვევს კონფლიქტს მოსწავლეებს
შორის, განსხვავებული ასაკი, ღირებულებები,მიზნები,სოციალური სტატუსი,
ფასეულობები და სხვა. ვინაიდანაც ბავშვებს არ აქვ კარგად
გამომუშავებული საკუთარი ქცევების მართვის უნარი, აუცილებელია დროული რეაგირება,
რათა იგი არ გადაიზარდოს ძალადობაში.
სწავლა
სწავლების პროცესი უფრო ეფექტურია თუ ის მიმდინარებს მშვიდობიან გარემოში.
სკოლა
ის ადგილია, სადაც თითქმის ყოველდღე ხდება კონფლიქტი. სასკოლო კონფლიქტები
თანამედროვე რეალობაში საკმაოდ აქტუალური პრობლემაა.
ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებიდან გამომდინარე, ეროვნული სასწავლო
გეგმა გამოყოფს პრიორიტეტულ თემებს ,
რომელთაც დიდი მნიშვნელობა აქვთ მოსწავლის სამოქალაქო ცნობიერების ჩამოსაყალიბებლად. აღნიშნული თემებიდან
გამომდინარე ავრანლოს საჯარო სკოლამ განახორციელა შემდეგი პროექტები:
2020-2021წ გარემოს დაცვა;
2021-2022წ კონფლიქტების მართვა;
კონფლიქტის მართვასთან დაკავშირებით სახელმწიფო
ენისა და ლიტერატურის კათედრამ 2021-2022 სასწავლო წლის მეორე სემესტრში განახორციელა ესეების კონკურსი ,, მშვიდობა
იწყება ჩემით“და დაგეგმა შეხვედრა თემაზე
,, თინეიჯერების პრობლემები“. აღნიშნული აქტივობების ხელმძღვანელობა საკმაოდ საინტერესო იყო..
თინეიჯერების პრობლემებზე დაგეგმილი აქტივობის
იდეა მომაწოდეს ბავშვებმა, ხოლო მათ დავეხმარე ორგანიზებასა და სრულყოფაში.
დაიგეგმა
შემდეგი აქტივობა, კერძოდ, რამდენიმე კვირის განმავლობაში დალუქული ყუთი იდო
სკოლის დერეფანში, აღნიშნულ ყთში ნებისმიერ მსურველს შეეძლო მოეთავსებინა
ანონიმური ბარათი, ბარათში მოგვიყვებოდა საკუთარ პრობლემებზე.
ბარათის გახსნა დავგეგმეთ სააქტო დარბაზში.
მოწვეული იყვნენ მასწავლებლები და სურვილისამებრ ნებისმიერი საფეხურის
მოსწავლეები. ყუთის გახსნის შემდე მოწვეული
სტუმრებიდან სურვილისამებრ გამოვიდოდა ნებისმიერი, ამოიღებდა ერთ-ერთ ბარათს აღნიშნულ
პრობლემას წაუკითხავდა დარბაზს, მისცემდა რაიმე რჩევას, რათქმაუნდა, თუ შეძლებდა, შემდეგ
კი- დარბაზი ჩაერთვებოდა ისაუბრებდა აღნიშნულ პრობლემაზე, გამომწვევ მიზეზებზე და
შესთავაზებდა მოგვარების გზებს. შეხვედრის დასასრულს ბავშვებს გამზადებული ჰქონდათ ფორმატი, რომელზეც ეხატა ხე. თითოეულ მოსწავლეს შეეძლო აღნიშნულ ხეზე მოეთავსებინა ფერადი წებოვანი ბარათი წარწერით, თუ როგორ სკოლას ისურვებდნენ.
უნდა
აღინიშნოს, რომ აღნიშნული შეხვედრა
საკმაოდა საიინტერესო და დროული აღმოჩნდა, რადგან დასახელდე პრობლემები,
რომელიც დროულ რეაგირებას ითხოვდა. ბარათის ადრესატებმა მიიღეს საკმაოდ კარგი
რჩევები, რომელიც ორიენტირებული იყო სასკოლო
ცხოვრების გაუმჯობესებაზე.
აღნიშნული აქტივობის შემდეგ , საბაზო საფეხურზე, დაიგეგმა ესეების კონკურსი ,,მშვიდობა იწყება
ჩემით“. კონკურსში გაიმარჯვეს მე- 9კლასის მოსწავლეებმა. გამარჯვებული ესეები გამოავლინა
სკოლის პედაგოგების მიერ შექმნილმა კომისიამ.
პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები
ხელს შეუწყობს , ერთი მხრივ მოსწავლეთა
ცნობიერების ამაღლებას პრიორიტეტულ
თემებთან მიმართებით და მეორე მხრივ კი გაუმჯობესდება სასკოლო ცხოვრება.
„ მშვიდობა იწყება ჩემით“
„ადრე
მე ვამბობდი: „იმედია ყველაფერი შეიცვლება“. შემდეგ მივხვდი, რომ არსებობს ერთადერთი
საშუალება ყველაფრის შეცვლისა – შევიცვალო მე თვითონ.“
ჯიმ რონი
მშვიდობა ყველაზე მშვენიერი და
ყველაზე დაუფასებელია. მის რაობასა და მნიშვნელობას მხოლოდ მაშინ ეფინება ნათელი, როცა
იგი ღია დატოვებული ფანჯრიდან ჟანგბადივით გაიძურწება ხოლმე. სიმშვიდე ეს არის ადამიანური
მდგომარეობა. ის საკუთარი თავის შეცნობასა და დაფასებაში გვეხმარება, გვეხმარება გავმიჯნოთ
გრძნობები და ემოციები. ადამიანებისთვის ბედნიერებასა და უბედურებას შორის გავლებული
ზღვარი მასთან ერთად იკეტება პატარა განძის ყუთში, რომლის გასაღები ისევ პიროვნებაში
იმალება, მის უნარში ,გაუგოს და პატივი სცეს. ადამიანს გაურკვევლობის ბურუსი
დააწვება მხრებზე თავისი მთელი სიმძიმით. სინათლის სხივები კი თან გაიყოლებს ჰორიზონტის
ყველა მხარეს. ამ ყველაფრის მიზეზს ჩვენს გარშემომყოფთა თვალებში მათ საქციელებში ვხედავთ.
არ გვესმის მიზეზი იმისა თუ რატომ უნდა განვიცდიდეთ ჩვენ ყოველივე ამას, ჩვენს გარშემო
კი ხალხი ცხოვრებას განაგრძობდეს, იზრდებოდეს, იღიმებოდეს ან თუნდაც უბრალოდ იყვნენ
ბედნიერები. ეს ყოველივე გვაშფოთებს და დაკარგულ სიმშვიდეს, რომელსაც კლდეზე დაკიდებული
ხავსივით ვეჭიდებით ხელიდან გვაცლის, ემოციები იკარგება, ფერმკრთალდება, წყდება ძაფები
ადამიანსა და პიროვნებას შორის. ჩვენ კი სამშობლოს მოწყვეტილი მტრედივით უიმედონი ვხდებით. ამ ყოველივეს განაპირობებს პიროვნებებსა
და მათ ფასეულობებს შორის არსებული დაპირისპირება, კონფლიქტი. კონფლიქტი ეს არის უთანხმოება,
რომელშიც ჩართულია ორი ან მეტი სუბიექტი. სიტუაციის ასეთ განვითარებას ხშირად მოჰყვება
სიტყვიერი შეურაცყოფა და ხელჩართული ბრძოლა წესების გარეშე. ეს ყოველივე კი მძიმე დაღს
ასვამს ფსიქიკურ ჯანმრთელობას. ამ მდგომარეობაში ადამიანი კარგავს ყველანაირ კონტროლს
საკუთარ თავზე. აფექტის მდგომარეობიდან გამოსვლის შემდეგ კი დანაშაულის შეგრძნების
მორევში იძირება. ყოველივე ეს კი, მას საწყისთან, დანაკარგთან აბრუნებს.
მშვიდობა იწყება ჩემით. მე ვარ ის თეთრი დროშა
რომელმაც დასაზავებლად ცაში უნდა იფრიალოს. მე შემიძლია ჩემი სიმშვიდე და პოზიტივი
ვირუსად ვაქციო, რომელიც დაავადებს ყველას ჩემს გარშემო მყოფს. ჩემი თვალით დანახული
ნარნარა სამყარო შეიძლება ვიღაცისთვის მუზად იქცეს. ადამიანები თვით კონტროლის უნარით
ქმნიან ტილოებს, რომელთაც მხოლოდ კი არ უყურებ, არამედ
სწავლობ მათგან. როცა ვუყურებ ვიღაცას, რომელთანაც კონფლიქტის წამოწყების უამრავი მიზეზი
არსებობს, მე ვიწყებ იმ მიზეზებზე ფიქრს, რომლებიც კომპრომისისკენ მომიწოდებს. რეალურად
ჩვენ თვითონვე ვწყვეტთ რაზე ვიფიქროთ მათ მიერ გაცემულ სიკეთესა და თანაგრძნობაზე თუ
იმაზე რამდენი ცუდი თვისებაა თავმოყრილი მათში. ვინ იცის იქნებ ეს ყოველივე გამოგონებული
იქნა ჩემსმიერ, რათა დამეკმაყოფილებინა ფსიქოლოგიური მოთხოვნილება, ვიყო მართალი. რაც
არ უნდა იყოს ცოდნა გამოცდილებას მოაქვს. ჩხუბი და კამათი კი ჩვენი ცხოვრების განუყოფელი
ნაწილია. მთავარი ისაა რამდენის სწავლას შევძლებთ ამ ყველაფრისგან. დავუშვათ ვიღაც
შენთვის ზედმეტად სენსიტიურ თემას შეეხო, შენ კარგავ თვითკონტროლს და შეცდომების დაშვების
რისკის ქვეშ დგები. რა თქმა უნდა, შეცდომები ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, მაგრამ
ადამიანური ყოფის ეს სიბრძნე არ უნდა იქნეს უმიზნოდ გაფლანგული. უმჯობესია ცოტა ხნით
დამშვიდდე გაერკვე რეალურად პრობლემის მიზეზებზე და ეცადო მონახო გზა, რომელიც უთანხმოებაში
ჩაბმულ ორივე მხარისთვის სასარგებლო და მისაღები იქნება. ამავე სიტუაციაში შეიძლება
გამოყენებული იქნეს კომპრომისი რომელიმე მხარის მიერ, მაგრამ უნდა იყო ობიექტური, შეგეძლოს
გასცე და მიიღო კიდეც. ამასთანავე კომპრომისი მეტად დელიკატური საკითხია ვინაიდან იგი
არ უნდა იყოს მუდმივად ერთი მხარის მიერ გამოყენებული. კომპრომისსა და ჩაგვრას შორის
ზღვარი თოვლის ფიფქივით სათუთია. თუ ხედავ რომ შენი ოპონენტისთვის ეს თემა ზედმეტად
ემოციურია გადადგი პირველი ნაბიჯები რაც არ უნდა რთული იყოს ეს, მიეცი მას საშუალება
დამშვიდდეს და გაიაზროს ყოველივე შემდეგში კი დაელაპარაკე იმაზე თუ რას გრძნობ, ან
რატომ გეწყინა, რატომ გაბრაზდი, მაგრამ ნუ იქნები ეგოისტი და მასაც ჰკითხე, მიიღე მისი
განსხვავებული აზრი და პატივი ეცი მას, როგორც პიროვნებას. ის ამას დაინახავს და დააფასებს
კიდეც. თუ ამ მეთოდმა არ გაჭრა, ესე იგი ,ოპონენტი მხარე არ აპირებს დათმობას, მან
უკვე დაკარგა ჯანსაღი აზრის ქონის უნარი. ასეთ შემთხვევაში კი ქრება ჭეშმარიტება და
პროცესის გაგრძელება აზრს კარგავს.
ხშირად კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად იგნორის
ხერხს იყენებენ. ეს გამართლებულია მაშინ, თუ ცდილობ არ აჰყვე პროვოკაციას. მისი გამოყენებაა
კი მაშინ როცა ვინმე შენს ღირსებას ან ფასეულობებს ეხება და შეურაწყოფს მათ მიუღებელია. ეს იმოქმედებს თქვენს მომავალ ურთიერთობებზე და
მის სიჯანსაღეზე. ამასთანავე თქვენს ფსიქიკაზე და თვითშეფასებაზე.
ცხოვრება
ზედმეტად ხანმოკლეა იმისთვის რომ კინკლაობაში გალიო. შეეცადე თავი აარიდო კონფლიქტს,
მაგრამ მუდმივად ეძიე ადგილი ჯანსაღი დისკუსიისთვის.გამოხატე საკუთარი თავი. მოიპოვე
თვითკონტროლი. ფართოდ გაახილე თვალები და დაინახე ყველა დეტალი, თუნდაც უმიშვნელო.
თუ კონფლიქტს სწორად წარმართავ იგი შეიძლება ახალი ურთიერთობების საწყისად იქცეს
ავრანლოს საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლე
მშვიდობა ჩემით იწყება
მშვიდობა, ეს თითქოსდა რაღაც აბსტრაქტული
ცნებაა. წლების, საუკუნეების, ათასწლეულების წინაც კი არსებობდა ეს ცნება და თითქოს
ყველა პრივილეგირებული ადამიანი მის დამყარებას ცდილობდა. შემდეგ კი მნიშვნელობა არ
ჰქონდა როგორ მიაღწევდა ის ამას, ომით თუ ისევ მშვიდობით. საბოლოოდ კი ეს ცნებაც ისეთ
მიუღწეველ ოცნებად დარჩა, როგორც ბავშვური, უსუსური და უმანკო ფანტაზიებია.
ისეთივე
არსებული სიტყვა, ცნება და რეალობაა კონფლიქტი და ის დღემდე მშვიდობასთან ერთად
არსებობს, დღემდე ოცდამეერთე საუკუნეშიც კი. და ჩვენ ვხედავთ რომ არის რაღაცეები რისი
მოგვარებაც და წერტილის უეცრად დასმა საკმაოდ რთულია და ეს დღევანდელ რეალობაშიც აისახება.
რაც ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. ჩვენ როგორც საზოგადოების წარმომადგენლები,
მაგრამ პირველ რიგში ადამიანები და ინდივიდები ყოველდღიურად ვაწყდებით სხვადასხვა სახის
პრობლემასა თუ კონფლიქტს. მისი მოგვარება კი პირველ რიგში ჩვენი ვალია. შესაძლოა ცოტათი
გაუგებარი იყოს თუ რატომ უნდა ვიკისროთ ჩვენ რაღაც პრობლემის ტვირთი, მაგრამ პასუხი
თავისთავად მარტივია. რადგან სწორედ ყველა კონფლიქტი რომელიც ჩვენს გარშემო ხდება ავტომატურად
ხდება ჩვენი ნაწილი, გვინდა თუ არა ეს. როცა მსგავს პრობლემას ვაწყდებით, თავის არიდება
კარგი გამოსავალია თუმცა მაინც ყოვლად დაუშვებელია რადგან ჩვენია ვალია ვმართოთ დავა.
ამ შემთხვევაში, თუ კი ჩვენ ე.გ. მესამე პირი ვართ, უნდა ვეცადოთ რომ დავიჭიროთ ნეიტრალური
პოზიცია, ამით ჩვენ უკეთესად ავწონ დავწონით ყველაფერს და კონკრეტულ პირებს დავეხმარებით
ერთმანეთის მოსაზრებების გაზიარებაში, სწორედ ეს არის კონფლიქტის მართვა. მაგრამ არსებობს
შემთხვევებიც როცა რომელიმე ჩვენგანი აღმოჩნდება კონფლიქტის ერთერთი წამყვანი პირი,
ამ შემთხვევაში უმჯობესი იქნება დავინახოთ სიტუაცია და შევაფასოთ იგი ყველა კუთხიდან,
რათა კარგად გავიაზროთ რაში მართლები და რაში მცდარნი აღმოვჩნდებით. ჩვენი ვალია გავიზიაროთ
საპირისპირო შეხედულება ჩავუღრმავდეთ მას, სანამ კონფლიქტი რაიმე უფრო დიდში არ გადაიზრდება.
ემოციების, გრძნობების და გონების მართვა მთავარი იარაღია კამათის დროს, ჩვენი ვალი
კი არის რომ კარგად გამოვიყენოთ ეს იარაღი და ისე ვმართოთ ნებისმიერი დისკუსია.
კონფლიქტს
შესაძლოა დადებითი დატვირთვაც ჰქონდეს. კამათის დროს ჩვენ უნდა ვეცადოთ გონებისა და
ემოციების მართვა, ამის მიღწევასაც თუ შევძლებთ, ჩვენი ემოციური ინტელიგენტი სამომავლოდ
ძლიერ განვითარდება და ასევე განვვითარდებით ჩვენ. თუ კი პოლემიკა ჯანსაღად მიმდინარეობს
ეს დაგვეხმარება სხვადასხვა კუთხით აღქმა ვისწავლოთ სიტუაციის.
შესაბამისად
კონფლიქტ როგორც უარყოფითი ისე დადებითი დატვირთვა შეიძლება ჰქონდეს. ჩვენი ვალია ის
ჩვენს ყოველდღიურობად არ ვაქციოთ და მისი მართვა ვისწავლოთ რომელიც ცხოვრების განმავლობაში
უამრავი სირთულის გადალახვის ხერხად იქცევა, ჩვენ კი ჩამოვყალიბდებით როგორც ძლიერი
და გონიერი ადამიანი შეიძლება დავახასიათოთ. ჩვენი, თითოეული ადამიანის ვალია მშვიდობის
დამყარება. ეს ვერ იქნება მხოლოდ ჩემი, ერთი ადამიანის, ან შენი ვალი. ჩვენ არ შეგვიძლია
ვთქვათ ის რისი გაკეთებაც სამწუხაროდ შეუძლებელია. მხოლოდ მე, ერთ ადამიანს არ შემიძლია
შემცვალო მსოფლიო, როგორც შენ ვერ დაგავალებ რომ გააკეთო იგივე, მაგრამ მე, შენ და
ყველა ჩვენ გვერდით მყოფი ადამიანი ამას შევძლებთ. მშვიდობა არ იწყება მხოლოდ ჩემით,
ის არ იწყება მხოლოდ შენით, ის ჩვენით იწყება. ჩვენი ერთად დგომითა და ძალისხმევით,
ვეცადოთ და ერთად ჩევცვალოთ სამყარო უკეთესობისკენ.
ანა კახაძე მე-9 კლასის
მოსწავლე