Friday, June 15, 2018

სოციალური პროექტი ,, ბულინგი"რეფლექსია, ფოტო მასალა


სსიპ წალკის მუნიციპალიტეტის სოფ. ავრანლოს საჯარო სკოლის,
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის    მარგალიტა კახაძის  სოციალური  პროექტის რეფლექსია
2018 წლის  14 ივნისს ავრანლოს საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეებმა მოაწყეს პროექტის  ,,ბულინგი" პრეზენტაცია.პროექტი განვახორციელე გეგმის თანახმად  , კორექტივები არ შემიტანია. პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებს მოეძიათ ბულინგის ირგვლივ და დაემუშავებინათ ტექნოლოგიების გამოყენებით.მიღებული ინფორმაციის დამუშავება და დახარისხება.პრევენციული ზომებისა და რეკომენდაციების  შემუშავება  და აღნიოშნული ინფორმაციის  გაზიარება როგორც  თანატოლებთან ისე  ფართო საზოგადოებასთან.
პროექტის ყველაზე ძლიერი მხარე  ჩემი აზრით იყო თემის გამოკითხვა. მოსწავლეებს მოსწონდათ კორესპონდენტის როლში ყოფნა, გაიაზრეს თუ  რამდენად პრობლემურია დღეს ბულინგი და იმსჯელეს პრობლემის  გადაჭრის გზებზე.
პროექტის მსვლელობისას მოვახდინე  დაკვირვება  მოსწავლეთა ჯგუფების მუშაობაზე,  თითეული  მოსწავლის როლსა და მიღწეულ შედეგზე. საჭიროების შემთხვევაში მივეცი მათ  დროული უკუკავშირი.  პროექტის დასასრულს მოვახდინეთ შეფასება პროექტის შეფასების რუბრიკით, რომელსაც ჰქონდა განმავითარებელი ხასიათი.  შევაფასე თითოეული მოსწავლის ჩართულობა  პროექტის მსვლელობაში  და მოვახდინე მოსწავლეთა  ჯგუფური მუშაობის თვითშეფასება. თვითშეფასების კითხვარი  მოსწავლეებს დაეხმარა  თავიანთი თავის შეფასებაში. გაიგეს თუ რა წვლილი შეიტანეს  პროექტზე მუშაობისას.  ეს მათ მომავალ პროექტზე მუშაობაშიც გამოადგებათ.   მე  როგორც პროექტის ხელმძღვანელმა გამოცდილება მივიღე სამომავლოდ მსგავს პროექტზე მუშაობაზე.



პროექტის ამსახველი ფოტო მასალა:






























No comments:

Post a Comment