Friday, June 15, 2018

ისტ-ს გამოყენებით ჩატარებული გაკვეთილის რეფლექსია


შექმნილი სასწავლო რესურსის რეფლექსია და ინსტრუქცია
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი: მარგალიტა კახაძე



 2018 წლის 14 ივნისს მე-5 კლასში ჩავატარე  გაკვეთილი ინფორმაციული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით.
გაკვეთილის დასაწყისში გავაცანი მოსწავლეებს გაკვეთილის მიზანი და შეფასების რუბრიკები.გაკვეთილი მიმდინარეობდა წინასწარ შედგენილი გეგმის  მიხედვით. მოსწავლეები გავიდნენ შედეგზე.გაკვეთილი გეგმის მიხედვით ჩავატარე და არ დამჭირდა კორექტივების შეტანა.
ჩემს მიერ შექმნილი სასწავლო რესურსები განკუთვნილია მე-5 კლასის  მოსწავლეებისათვის, იგი მოიცავს ამ კლასისათვის  განკუთვნილ გრამატიკულ საკითხებს. ამ რესურსის შექმნა  შემდეგმა ფაქყტორმა განაპირობა . მოსწავლისათვის  რთული და მოსაწყენია  ტრადიციული გზით  ახალი გრამატიკული მასალის  ახსნა და განმტკიცება, ამოტომ მსურდა მასალა უფრო საინტერესო  და ადვილად აღსაქმელი გზით მიმეტანა კლასში, რის საშუალებასაც ისტ-ის  გამოყენება მაძლევდა.
რესურსი ინტერაქტიულია და აქტიურად რთავს მოსწავლეებს საგაკვეთილო პროცესში, ხელს უწყობს როგორც შესწავლილი მასალის გამეორებას, ასევე ახალი მასალის დამახსოვრებას, ცოდნის განმტკიცებას. აქტიურად ხდება ისტ-ის გამოყენება, რაც ხელს უწყობს გამჭოლი კომპეტენციების განვითარებას.
  ამ რესურსით ისინი ბუნებრივია , ხალისით იყენებენ შესწავლილ მასალას პრაქტიკაში, ხდება შესწავლილი მასალის სახალისოდ გამეორება, რაც უზრუნველყოფს უფრო საფუძვლიანად დამახსოვრებას. გარდა ამისა, ჩემს მიერ შექმნილი რესურსი ხელს უწყობს სხვადასხვა უნარების განვითარებას, როგორიც არის მიზანშედეგობრივი კავშირების დანახვა, ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების განვითარება, ცოდნის მობილიზებასა და ყურადღების კონცენტრაცია, ხელს უწყობს მოსწავლეებს გაუჩნდეთ სწრაფვა ახალი ცოდნის შეძენისაკენ, ზრდის მოტივაციას.  
 ისტ-ის გამოყენება და მისი მეშვეობით შექმნილი  რესურსები  საშუალებას  აძლევს მოსწავლეებს  აქტიურად ჩაერთონ  საგაკვეთილო  პროცესში  განურჩევლად  მათი გონებრივი შესაძლებლობისა , სტატუსისა და ეთნიკური წარმომავლობისა.
გარდა ელექტრონული რესურსისა ბავშვებს ვაჩვენე ჩემს მიერ ვორდის ფაილში დაწერილი  ორი სახის დავალება , რადგან  ინფორმაცია , როცა ვიზუალურად არის გაფორმებული იპყრობს მოსწავლის ყურადღებას  და აქტიურად არის ჩართული საგაკვეთილო პროცესში.
რესურსის გამოყენების ინსტრუქცია
რესურსი1. ვინ? და რა? რესურსი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:
https://learningapps.org/watch?v=ps7f777z218
ზემოთ  მოცემულ ბმულზე გაიხსნება ჩემს მიერ შექმნილი რესურსი. ბავშვები დაასახელებენ ხან ვინ? ჯგუფის არსებით სახელებს , ხან რა ? ჯგუფის არსებით სახელებს. ბავშვები ხალისით ჩაერთვნენ  საგაკვეთილო პროცესში.შედარებით სუსტი აკადემიური შედეგების მქონე მოსწავლეებსაც გაუჩნდათ აქტიური მონაწილეობის  სურვილი .  აღნიშნული რესურსით გავიმეორეთ განვლილი მასალა.
რესურსი2. ვიქტორინა:
https://learningapps.org/display?v=pxunc7sxn18
https://learningapps.org/watch?v=pxunc7sxn18

ზემოთ მოცემულ ბმულზე გადასვლით გაიხსნება ჩემს მიერ შექმნილი სასწავლო რესურსი. ფანჯარაზე რიგრიგობით გამოვა შეკითხვები, დაიწყება მარტივი კითხვით და თანდათან გართულდება. რესურსი პროექტორით გავასუქეთ  ისე რომ მთელი კლასისთვის  თვალსაჩინო  იყო. თამაშში მონაწილეობას მიიღებს: 1 მოსწავლე „ წამყვანი“ და 1მოსწავლე „მოთამაშე“, ხოლო დანარჩენი მოსწავლეები ჩაერთვებიან ეტაპობრივად, როცა მოთამაშე მოსწავლე მოითხოვს „დარბაზის დახმარებას“  ან  „ზარს ახლობელთან“. „წამყვანი“ ხმამაღლა წაუკითხავს „მოთამაშეს“ შეკითხვებს, ხოლო „მოთამაშე“ უპასუხებს.   სწორად გაცემული პასუხების შემთხვევაში თამაში დასრულდება, არასწორად გაცემული პასუხის შემთხვევაში თამაში შეწყდება. ორივე შემთხვევაში  „წამყვანი“ და „მოთამაშე“ შეიცვლებიან სხვა მოსწავლეებით. აღნიშნული რესურსი გამოვიყენეტ შეჯამების ფაზაზე. რესურსმა დადებითი ზეგავლენა მოახდინა ბავშვებზე და დამეხმარა  გავსულიყავი შედეგზე.
გამოყენება შესაძლებელია ასევე სხვა კლასებშიც შესწავლილი მასალის გასამეორებლად, შესაჯამებლად ან ახალი მასალის განსამტკიცებლად. მცირე მოდიფიცირების შემთხვეავაში აღნიშნული სასწავლო რესურსი შესაძლებელია გამოვიყენოთ სხვადასხვა საგნობრივ ჯგუფშიც სხვადასხვა საფეხურზე.


         გაკვეთილში ჩართულობა




ქულები და კრიტერიუმები
9–10
7–8
4–5–6
1–2–3
აქტიური მონაწილეობა
ყოველთვის მონაწილეობს  და ხშირად წარმართავს კიდეც საკლასო მსჯელობას
ყოველთვის მონაწილეობს
ხშირად მონაწილეობს
იშვიათად  ან საერთოდ არ მონაწილეობს
გამართული და სწორი მეტყველება
გამართულად მეტყველებს, აქვს მდიდარი ლექსიკა და შემოქმედებითად იყენებს ენობრივ–გამომსახველობით საშუალებებს
გამართულად მეტყველებს და იყენებს მართებულ სინტაქსურ და გრამატიკულ კონსტრუქციებს
იცავს მართლმეტყველების ელემენტარულ წესებს. მეტ–ნაკლებად გამართულად საუბრობს
არ იცავს მართლმეტყველების ელემენტარულ წესებს
საკუთარი აზრის დასაბუთებულად წარმოდგენა
ყოველთვის დამაჯერებლად და არგუმენტირებულად წარმოადგენს თავის მოსაზრებას
თითქმის ყოველთვის ასაბუთებს საკუთარ მოსაზრებას
სირად ახერხებს საკუთარი აზრის დასაბუთებას
უჭირს გამართულად საუბარი, ხშირად ვერ ასაბუთებს საკუთარ აზრს
სხვისი აზრის პატივისცემის დემონსტრირება
უსმენს სხვებს და საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს მოსმენილზე დაყრდნობით. კორექტულია და ამჟღავნებს სხვისი აზრის მიმართ პატივისცემას
უსმენს სხვებს და საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს მოსმენილზე დაყრდნობით.
უსმენს სხვებს და აცდის საუბრის დამთავრებას
არ უსმენს სხვებს
და არ აცდის საუბრის დამთავრებას



განმსაზღვრელი  შეფასების რუბრიკა
ქულები და კრიტერიუმები
9-10
7-8
4-6
1-3
გაკვეთილში ჩართულობა
აქტიურადაა ჩართული საგაკვეთილო პროცესში, წარმართავს საგაკვეთილო მსჯელობებს.
ჩართულია საგაკვეთილო პროცესში.
ცდილობს მონაწილეობა მიიღოს საკლასო მსჯელობებში.
იშვიათად ან საერთოდ არ მონაწილეობს.
გამართული და სწორი მეტყველება
მეტყველებს გამართულად,აქვს მდიდარი ლექსიკა,იყენებს ენობრივ,გამომსახველობით საშუალებებს.
მეტყველებს გამართულა.
იყენებს მართებულ სინტაქსურ დაგრამატიკულ  კონსტრუქციებს,
მეტნაკლებად გამართულად მეტყველებს
უჭირს გამართული საუბარი.არ იცავს მეტყველების ელემენტერულ წესებს.
საკუთარი აზრის დასაბუთებულად წარმოდგენა
საკუთარ მოსაზრებებს ყოველთვის დასაბუთებულად წარმოადგენს.მოყავს შესაბამისი არგუმენტები.
ახერხებს საკუთარი აზრის დასაბუთებულად წარმოდენას.
ნაწილობრივ ახერხებს საკუთარი მოსაზრების დასაბუთებას.
ვერ ასაბუთებს აზრს.
პარალელის გავლება ნასწავლთან,გაგონილთან
შესწევს უნარი სრულფსოვნად გაავლოს პარალელი ნასწავლთან ,გაგონილთან.
შეძლია გაიხსენოს ნასწავლი და დააკავშიროს ახალთან.
ახერხებს დააკავშიროს ახალი ნასწავლთან, გაგონილთან
ვერ ახერხებს
ნასწავლი ან გაგონილის ახალთან დაკავშირებას.
ტექსტის წაკითხვა და საკუთარი სიტყვებით გადმოცემა.
კითხულობს მხატვრულად,სრულფასოვნად გადმოცემს წაკითხულს საკუთარი სიტყვებით.
კითხულობს გამართულად და გადმოსცემს  აზრს საკუთარი სიტყვებით.
კითხულობს,მაგრამ აზრს ვერ გამოთქვამს სრულყოფილად.
ვერ კითხულობს გამართულად,არ აქვს წაკითხულის აღქმის უნარი.
პრობლემის ამოცნობა და მის ირგვლივ მსჯელობა
ადვილად ამოიცნობს პრობლემას და მისირგვლივ მსჯელობს სრულფასოვნად.
ამიცნობს პრობლემას დამსჯელობს მის ირგვლივ.
ამოიცნობს პრობლემას,მაგრამ ვერმსჯელობს დამაჯერებლად.
ვერ ამოიცნბს პრობლემას და ვერ მსჯელობს მის ირგვლივ.






აქტივობის ამსახველი ფოტო მასალა







































No comments:

Post a Comment