გაკვეთილის
გეგმა
მასწავლებელი : მარგალიტა
კახაძე
|
|
საგანი: მშობლიური
ენა და ლიტერატურა
|
|
კლასი: V
|
|
თარიღი: 14. 06 .2018 წელი
|
|
მოსწავლეთა რაოდენობა:11
|
|
სპეციალური საჭიროების
მქონე: 0
|
|
არსებითი სახელი :კუმშვა, კვეცა, კუმშვად-კვეცადი
|
|
დრო: 45 წუთი
|
|
გაკვეთილის მიზანი: -
მოსწავლეებმა შეძლონ მართებულად დაალაგონ ბრუნვის ფორმები.შეადარონ სიტყვები
მორფოლოგიური აგებულების მიხედვით და გამოიყენონ პრაქტიკაში.
|
|
ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი:
მიმართულება: ზეპირმეტყველება
ქართ. V. 3. მოსწავლეს შეუძლია
ენობრივ-გრამატიკული ფორმების აღქმა და მართებულად
გამოყენება შესაბამის სამეტყველო სიტუაციებში.
მიმართულება: კითხვა
. ქართ. V.
6. მოსწავლეს გამომუშავებული აქვს ხმამაღალი
კითხვის საწყისი ქართ.
ქართ. V. 10. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ხასიათის ტექსტის სტრუქტურული და ენობრივი თავისებურებების ამოცნობა.
მიმართულება: წერა
ქართ. V. 15. მოსწავლეს
შეუძლია გრამატიკული წესების მართებულად გამოყენება და მართლწერის ნორმების დაცვა.
|
|
მოსალოდნელი
შედეგები:
·
მართებულად შეარჩევს ბრუნვის ფორმებს
კონტექსტური მნიშვნელობების გამოსახატავად;
·
ხმამაღლა, გამართულად და გამომეტყველებით
უკითხავს თანაკლასელებს შერჩეულ ნაწყვეტს ნაცნობი ტექსტიდან;
·
ადარებს სიტყვებს
მორფოლოგიური აგებულების მიხედვით (სახელის ბრუნვის ფორმების, სახელური სიტყვაწარმოების
ძირითადი წესებისა და სხვ.);
·
პრაქტიკულად იყენებს
სახელთა შეწყობას ბრუნვებისა და რიცხვის მიხედვით;
|
|
საჭირო
წინარე ცოდნა და უნარ -ჩვევები:
იცის რა არის არსებითი სახელი .
შეუძლია არსებითი სახელების ჯგუფებად დაყოფა
|
|
სასწავლო მასალა
და რესურსები: კომპიუტერი ,ინტერნეტი, პროექტორი, დაფის მაგნიტები,
წიგნი , რვეული. დაფა ,ცარცი, ფლიფჩარტები.
|
|
აქტივობა № 1. (12წთ)წინარე ცოდნის შემოწმება;
გაკვეთილის დაწყებამდე მასწავლებელი კლასს აცნობს ახალი გაკვეთილის თემას
და მიზანს .
კითხვა პასუხის რეჟიმში გავიხსენებთ არსებითი სახელის რაობას.
შემდეგ პროექტორით ვაჩვენებ სიტყვებს და ვთხოვ მოსწავლეებს წყვილებში
იპოვონ არსებითი სახელები.
ჩემს მიერ შექმნილი რესურსს გავაშუქებ პროექტორით, შემდეგ თითოეულ ბავშვს
ვთხოვ დააჯგუფონ არსებითი სახელები ვინ?
და რა ? ჯგუფის მიხედვით. რესურსი შეგიძლიათ იხილოთ:
https://learningapps.org/watch?v=ps7f777z218
აქტივობა
№3 (12 წთ) ახალი
მასალის ახსნა:ვიხსენებთ არსებით სახელებს ფუძეთა დაბოლოების მიხედვით და ვასახელებთ რამოდენიმე არსებით სახელს. დაფაზე
ვაბრუნებთ კუმშვად, კვეცად და კუმშვად-კვეცად
არსებით სახელებს. თან მივაწვდი
წესებს.
აქტივობა
№4( 6წთ) ახალი ცოდნის
პრაქტოკაში გამოყენება:
ორთოგრაფიული შეცდომების
პოვნა. მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე პროექტორით ვაჩვენებ
არსებით სახელებს და ვთხოვ თითოეულ მოსწავლეს
ამოწეროს და გაასწოროს შეცდომები
აქტივობა №5 (15წთ)შეჯამება
ჩემს მიერ შექმნილი რესურსით
რომელსაც აქვს ვიქტორინის სახე შევაჯამებთ გაკვეთილს
რესურსი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე;
https://learningapps.org/display?v=pxunc7sxn18
https://learningapps.org/watch?v=pxunc7sxn18
|
e
|
მოსწავლეთა შეფასება : განმავითარებელი კომენტარი
განმსაზღვრელი შეფასება.
|
|
|
|
|
|
|
ორთოგრაფიული შეცდომები
სანთელის ჭიშკარის
მამალის ამბავის
მტკვარის კოჯორის
კლდეით ვიღაცაის
მოყვარეის კალამის
ტაძარის მოყვარეის
მერცხალის მგელის
ქვეყანის მინდორის
ზღვაის ძმაის
იპოვეთ არსებითი სახელები
თოვლი, მინდორი, გატეხა,
მიცურავს, დათვი, ხტუნავს,
გარბის, თამაშობს, მღერის,
ცეკვავს, ბუ, ვაშლი,
დაფა, მაგნიტი, შოკოლადი,
ხატავს, ცელქობს, დოქი,
წიგნი, კომპიუტერი , მღერის, მიედინება, მდინარე, თბილისი, მტკვარი, ცარცი, წერს, კალამი,
ოთახი, საწოლი, მერცხალი, წვიმს,
საათი, წიკწიკებს, ქვა, ფოთოლი.
No comments:
Post a Comment