სოციალური პროექტის გეგმა
სოციალური პროექტის ხელმძღვანელი: ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი:
მარგალიტა კახაძე
რაიონი: წალკის
რაიონი სოფელი ავრანლო
სკოლა:სსიპ-წალკის მუნიციპალიტეტის , სოფელ ავრანლოს საჯარო
სკოლა
თემის დასახელება: ბულინგი
კლასი: მე -9
განხორციელების დროის ჩარჩო : ერთი თვე
აზროვნების ზედა დონის უნარები: თანამშრომლობა, დაგეგმვა, ორგანიზება , კვლევა, კრიტიკული და შემოქმედებითი
აზროვნება.
პრობლემა/პროექტის აქტუალურობა:
ბულინგი ერთ - ერთ მწვავე პრობლემას წარმოადგენს, როგორც მთელ მსოფლიოში, ისე საქართველოში. იგი თითქმის ყოველი ეპოქის თანმდევ მოვლენას წარმოადგენს, თუმცა ბულინგის პრობლემის აქტუალურობა განსაკუთრებით ბოლო ხანებში გაიზარდა.
ბულინგი არის ძალადობის ერთ-ერთი ფორმა, რომელიც ძირითადად სკოლებში გვხვდება.
ამერიკის შეერთებული შტატების განათლების დეპარტამენტი ბულინგს განმარტავს, როგორც სხვა ადამიანისათვის ზიანის მიყენებას ან მის მცდელობას, ეს არის განმეორებით ჩადენილი ნეგატიური ქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ თუ ფსიქოლოგიურ ტრამვას.
ბულინგი ერთგვარ სოციალურ მოვლენას წარმოადგენს, რომელიც სპეციალისტების მტკიცებით ძირითადად დამახასიათებელია ორგანიზებულ ბავშვთა კოლექტივისათვის, პირველ რიგში ეს არის სკოლა. ბავშვთა საზოგადოებაში ძალადობის მსხვერპლი შეიძლება გახდეს ნებისმიერი მოზარდი, თუმცა ბულინგის მსხვერპლნი უფრო მეტად ხდებიან რაიმე ნიშნით განსხვავებული ბავშვები, იქნება ეს ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური, ეთნიკური, რელიგიური და ა.შ. ბულინგის მოტივაცია კი სხვადასხვაგვარია- შურისძიება, კონკურენცია, მიუღებლობა, მორჩილება ლიდერისადმი, სამართლიანობის აღდგენა და სხვ.
დღესდღეობით არავისთვის არ წარმოადგენს საიდუმლოს , რომ მოზარდის სოციალიზაციის პროცესი უფრო ადრე იწყება , ვიდრე ეს იყო წინა თაობაში,
ასე რომ სხვაზე ზეგავლენის მოპოვების
სურვილიც ადრეულ ჯერ კიდევ სკოლამდელ ასაკში იჩენს თავს. ბავშვთა საზოგადოებაში ძალადობის მსხვერპლი შეიძლება გახდეს
ნებისმიერი ბავშვი.
მოსწავლეები მეტნაკლებად ფლობენ
ინფორმაციას ბულინგის შესახებ,
ამიტომ სრულიად შესაძლებელია ვერც კი ხვდებოდნენ , რომ მათი ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ქმედება ბულერის ქმედების ანალოგიური იყოს. ამავე დროს
მათ ხშირ შემთხვევაში არ იციან , როგორ დაიცვან თავი , რა საჭირო ღონისძიებები, პრევენციული ზომები უნდა მიიღონ
ძალადობის თავიდან ასაცილებლად.
მიზანი:
მოსწავლეების მიერ ბულინგის ირგვლივ
მოძიებული ინფორმაციის დამუშავება ტექნოლოგიების გამოყენებით.
გამოკითხვისშედეგების მიხედვით დასკვნის
გამოტანა.
პრევენციული ზომებისა და
რეკომენდაციების შემუშავება და აღნიოშნული ინფორმაციის გაზიარება როგორც თანატოლებთან ისე ფართო საზოგადოებასთან.
პროექტის მდგრადობა:
პროექტი მდგრადია რადგან იგი არსებობს და
არსებობას გააგრძელებს დამთავრების
შემდეგაც.ბულინგი აქტუალური თემაა, როგორც მთელ მსოფლიოში
ისე საქართველოში . ძალადობამ მოიცვა მთელი მსოფლიო.ეს
მოვლენა გვხვდება როგორც ვაჟებში ასევე გოგონებში.
მასწავლებლის ვალია აღზარდოს
მოსწავლე ღირსეულ შვილად და მოქალაქედ,
დაეხმაროს აღსაზრდელებს რატა იყვნენ
კომუნიკაბელური, დამხმარენი, და
გულკეთილნი, რათა შეძლონ ერთმანეთის
გაგება და პატიება.
თემის შინაარსი :
პროექტის საწყის ეტაპზე ვიკრიბებით და ვქმნით ჯგუფებს. შემდეგ
ვაწყობთ ფილმის ერთობლივ ჩვენებას ,, ბულინგის „ თემაზე და ვმართავთ დისკუსიას.პროექტის მუშაობის
პროცესში მოსწავლეები დაყოფილი არიან ორ ჯგუფად: ერთი აწარმოებს გამოკითხვას
თემაზე ,, კიბერბულინგი“, ხოლო მეორე
,,ვერბალური ბულინგი. მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას, ახარისხებენ, ალაგებენ შინაარსობრივად, ატარებენ ქუჩის
გამოკითხვას, ბულინგის მსხვერპლთა და მოძალადეთა სტატისტიკის დასადგენად, ახდენენ მოგროვილი მასალის თავმოყრას.ამზადებენ ბუკლეტს საზოგადოებაში გასავრცელებლად. ბოლოს
აწყობენ დასრულებული პროექტის პრეზენტაციას სკოლის
სააქტო დარბაზში სასურველი ფორმატით.
პროექტის განხორციელების შესაძლო ხარვეზები:
Ø ინტერვიუერის მხრიდან უარი.
Ø ქუჩის გამოკითხვის ჩასატარებლად დაგეგმილ დღეს წვიმიანი ამინდი.
Ø ტექნოლოგიური პრობლემა.( ოჯახში ინტერნეტის პრობლემა ან ელექტრო ენერგიის გამორთვა)
მოსალოდნელი
შედეგი:
დაამზადებენ ბუკლეტებს , მოამზადებენ
პრეზენტაცია სადაც მოწვეული იქნებია საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები და
მშობლები.მოსწავლეები გაესაუბრებიან სოფლის თემს და შეაჯამებენ ინფორმაციას
პროექტისთვის
საჭირო ძირითადი რესურსები:კომპიუტერი, ინტერნეტი, პროექტორი, , ფლიფჩარტის ქაღალდები, მარკერები,
ფოტოაპარატი.
პროექტის მსვლელობა:
Ø ჯგუფების შექმნა და საქმიანობის გადანაწილება:
14.05.2018
Ø ფილმის ჩვენება და ერთობლივი დისკუსია:16.
05 2018
Ø ინფორმაციის მოძიება ინტერნეტ სივრცეში , მოძიებული ინფორმაციის შენახვა , დახარისხება , დამუშავება ელექტრონულ ფორმატში: ერთი კვირა
Ø თემის გამოკითხვა : ერთი კვირა
Ø ბუკლეტების მომზადება და დაბეჭდვა: ივნისის
პირველი კვირა
Ø პროექტის პრეზენტაციის მოწყობა და ბუკლეტების
დარიგება: ივნისის მეორე კვირა.
სპეციალური საჭიროებები :
Ø მივცემ დამატებით დროს კვლევის ჩასატარებლად.
Ø მივცემ მითითებებს წყაროების მოძიების შესახებ.
Ø მოსწავლეებს ჯგუფებად დავყოფ მათი საჭიროებებისა და უნარების მიხედვით
Ø მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები.
Ø ვთხოვ მოსწავლეებს შეასრულონ ლიდერის როლი
ჯგუფებში.
Ø ნებას დავრთავ მოსწავლეებს, შემომთავაზონ თავიანთი ალტერნატიული დავალებები,
რომლებიჩ ჩემს მიერ მიცემული დავალებების ეკვივალენტურია.
Ø მივცემ მოსწავლეებს საშუალებას , რომ პროექტის განმავლობაში სირთულის დონე თავიდან აირჩიონ.
ჯგუფური მუშაობის
თვითშეფასება
1. როგორი შთაბეჭდილება დაგრჩა, გასწავლა თუ არა რამე ამ პროექტზე მუშაობამ?
ა) ბევრი რამ მასწავლა;
ბ) მასწავლა;
გ) ახალი თითქმის არაფერი მისწავლია;
დ) ახალი არაფერი მისწავლია.
2. შეიცვალა თუ არა ამ პროექტზე მუშაობისას ჯგუფის წევრთა ურთიერთობა?
ა) ბევრად უკეთესი გახდა;
ბ) უკეთესი გახდა;
ბ) ისეთივე დარჩა, როგორიც იყო;
დ) გაუარესდა;
3. ნათელი იყო თუ არა შენთვის საკუთარი როლი პროექტის წარმატებით განხორციელებასა და შედეგის მიღწევაში? ა) სავსებით ნათელი იყო;
ბ) ძირითადად ნათელი იყო;
გ) არც ისე ნათელი იყო;
დ) სრულიად გაურკვეველი იყო.
4. "მასწავლებელმა მიჩვენა, როგორ უნდა მემუშავა პროექტზე".
ა) სავსებით ვეთანხმები;
ბ) ვეთანხმები;
გ) ნაწილობრივ ვეთანხმები;
დ) არ ვეთანხმები.
9.პროექტის დასრულებაში ჩემს მიერ შეტანილი წვლილის მაგალითები:
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
13. ყველაზე მეტად რას შეაქებდი ან გააკრიტიკებდი
პროექტში?
ქება:–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
კრიტიკა:–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა
პასუხობს
თემას
|
1
|
ფლობს
აუდიტორიას (იყენებს მიმიკას, ჟესტიკულაციას, ინტონაციას)
|
2
|
საუბრობს
გამართულაი ენით და იყენებს შესაბამის ტერმინოლოგიას
|
2
|
იყენებს
განსხვავებულ წყაროებს
|
2
|
დარებს
მოვლენებს, ფაქტებს, საგნებს
|
1
|
იყენებს
თვალსაჩინოებას
|
1
|
იცავს
დროის ლიმიტს
|
1
|
დისკუსიის შეფასების რუბრიკა
მკაფიოდ
და გასაგებად აყალიბებს აზრს
|
2
|
მსჯელობს
არგუმენტირებულად
|
2
|
აკეთებს
დასკვნებს
|
2
|
იყენებს
არავერბალური კომუნიკაციის ფორმებს (თვალით,ჟესტებით, ხმით)
|
2
|
კორექტულია
ოპონენტის მიმართ, ისმენს და კონსტრუქციულად პასუხობს განსხვავებულ აზრს
|
2
|
პროექტის შეფასების რუბრიკა
კითხვარი
თარიღი--------------------------
სახელი---------------------------
გვარი-----------------------------
პროფესია-------------------------------------
ბულინგი (მობინგი) გულისხმობს დაშინებას, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ დევნას იმ მიზნით, რომ გამოიწვიოს სხვა ადამიანში შიში, მორჩილება.
ვერბალური
ბულინგი -არის ბულინგის ყველაზე გავრცელებული ფორმა . ამ შემთხვევაში
მოსწავლის დამცირებას და ძალადობას აქვს ვერბალური ხასიათი. მისი ფორმრბია დაცინვა , შეურაცხყოფა, ღირსების
შელახვა , დაშინება.
|
1.
გსმენიათ
თუ არა ბულინგის შესახებ?------------------------------------------------------------------------------------------------------------------
2.
თქვენი
აზრით სკოლაში რა სახის ძალადობის ფორმები ფიქსირდება?-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
3.
ჩვენი
ჯგუფი იკვლევს ბულინგის ერთერთ ფორმას , ვერბალურ ბულინგს, რომელიც ყველაზე მეტად გავრცელებული
ფორმაა , განსაკუთრებით სკოლის ასაკის მოზარდებში
. თქვენი აზრით რა ასაკის მოსწავლეებში მძვინვარებს
ვერბალური ბულინგი?------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
4.
ბულინგის
ერთერთი ფორმაა ფარული ბულინგი, ანუ მორალური
ძალადობა თქვენზე თუ გაუვრცელებია ვინმეს ტყუილი ან ჭორი , რომელსაც მორალური ზიანი მოუყენებია?-------------------------------------------------------------------------------------------------------------
5.
გამხდარხართ
თუ არ ოდესმე დაცინვის ობიექტი?-----------------------------------------------------------------------------------------------------
6.
თქვენი
აზრით მსხვერპლის ან მოძალადის როლში რა ტიპის
ბავშვები გვხვდებიან?----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
7.
თუ
დაუმცირებიხართ ვინმეს სკოლაში , სამსახურში , ოჯახში ან სრულიად უცხო გარემოში?-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
8.
თქვენ თავად თუ მიგიყენებიათ ვინმესთვის მორალური
ზიანი?----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
9.
თქვენი
აზრით რამდენად აქტუალურია დღეს ეს პრობლემა ჩვენს ქვეყანაში?-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
კითხვარი
თარიღი--------------------------
სახელი---------------------------
გვარი-----------------------------
პროფესია-------------------------------------
ბულინგი (მობინგი) გულისხმობს დაშინებას, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ დევნას იმ მიზნით, რომ გამოიწვიოს სხვა ადამიანში შიში, მორჩილება.
კიბერ ბულინგი-- რომელიც ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით , ფარული ან აშკარა
დაშინების მიზნით განხორციელებული ქნმედებაა. კიბერ ბულინგში მოისაზრება: სოციალურ ქსელებში შეურაცხმყოფელი ფოტოების ან ვიდევოების განთავსება , უხამსი ჭორების
გავრცელება , მავნე მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა.
|
1.
გსმენიათ
თუ არა ბულინგის შესახებ?---------------------------------------------------------------------------------------------------------------------
2.
თქვენი
აზრით ითვლება თუ არა ბულინგი ძალადობად?--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
3.
თქვენი
აზრით სკოლაში რა სახის ძალადობის ფორმები ფიქსირდება?-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
4.
ჩვენი
ჯგუფი იკვლევს ბულინგის ერთერთ ფორმას კიბერ ბულინგს . თუ ყოფილა შემთხვევა თქვენი პირადი
ცხოვრების კადრების გასაჯაროება და ამით შანტაჟი?----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
5.
თქვენი
აზრით როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი (ბავშვი) კიბერ ბულინგის შემთხვევაში?-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
6.
როგორ
უნდა მოიქცეს ადამიანი თუ კიბერ,, ბულერის „ ვინაობა უცნობია?---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
7.
თქვენი
აზრით მსხვერპლის ან მოძალადის როლში რა ტიპის ბავშვები გვხვდებიან?------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
8.
დამამცირებელი
სახელი თუ შეურქმევიათ თქვენთვის ვინმეს?-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
9.
თქვენი
აზრით რამდენად აქტუალურია დღეს ეს პრობლემა ჩვენს ქვეყანაში?-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------