Saturday, November 30, 2019

სასწავლო რესურსი მეექვსე კლასი


შექმნილი სასწავლო რესურსის რეფლექსია და ინსტრუქცია
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი: მარგალიტა კახაძე
სასწავლო რესურსის სანახავად გთხოვთ იხილოთ ბმული: https://learningapps.org/display?v=pw82pkezc19
https://learningapps.org/watch?v=pw82pkezc19
რესურსის შესაბამისობა ესგ-სთან:
ართ. VI. 4. მოსწავლეს შეუძლია მოსმენით განასხვავოს სხვადასხვა ტიპის ტექსტები ენობრივ-გრამატიკული სტრუქტურის მიხედვით.
ქართ. VI. 11. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ტიპის ტექსტების ენობრივ თავისებურებებზე დაკვირვება და მსჯელობა.
ქართ. VI. 16. მოსწავლეს შეუძლია ორთოგრაფიისა და პუნქტუაციის აუცილებელი წესების გამოყენება, გრამატიკული თვალსაზრისით მართებული სიტყვაფორმების აგება.



     ჩემ  მიერ შექმნილი სასწავლო რესურსი განკუთვნილია მე-6კლასის  მოსწავლეებისათვის. იგი მოიცავს ამ კლასისათვის  განკუთვნილ გრამატიკულ საკითხებს.აღნიშნული რესურსი შექმნილია მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურების გათვალისწინებით.ამ რესურსის შექმნა  შემდეგმა ფაქტორმა განაპირობა . მოსწავლისათვის  რთული და მოსაწყენია  ტრადიციული გზით  ახალი გრამატიკული მასალის  ახსნა და განმტკიცება, ამოტომ მსურდა მასალა უფრო საინტერესო  და ადვილად აღსაქმელი გზით მიმეტანა კლასში, რის საშუალებასაც ისტ-ის  გამოყენება მაძლევდა. ისტ-ით გამდიდრებული გაკვეთილები რომ მოსწონთ და ხალისით ერთვებიან ბავშვები ეს უდავოა.  ამ რესურსით ისინი ბუნებრივია , ხალისით იყენებენ შესწავლილ მასალას პრაქტიკაში, ხდება შესწავლილი მასალის სახალისოდ გამეორება, რაც უზრუნველყოფს უფრო საფუძვლიანად დამახსოვრებას. გარდა ამისა, ჩემს მიერ შექმნილი რესურსი ხელს უწყობს სხვადასხვა უნარების განვითარებას, როგორიც არის მიზანშედეგობრივი კავშირების დანახვა, ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების განვითარება, ცოდნის მობილიზებასა და ყურადღების კონცენტრაცია, ხელს უწყობს მოსწავლეებს გაუჩნდეთ სწრაფვა ახალი ცოდნის შეძენისაკენ, ზრდის მოტივაციას. რესურსი ინტერაქტიულია და აქტიურად რთავს მოსწავლეებს საგაკვეთილო პროცესში, ხელს უწყობს როგორც შესწავლილი მასალის გამეორებას, ასევე ახალი მასალის დამახსოვრებას, ცოდნის განმტკიცებას. აქტიურად ხდება ისტის გამოყენება, რაც ხელს უწყობს გამჭოლი კომპეტენციების განვითარებას.
გამოყენება შესაძლებელია ასევე სხვა კლასებშიც შესწავლილი მასალის გასამეორებლად, შესაჯამებლად ან ახალი მასალის განსამტკიცებლად. მცირე მოდიფიცირების შემთხვეავაში აღნიშნული სასწავლო რესურსი შესაძლებელია გამოვიყენოთ სხვადასხვა საგნობრივ ჯგუფშიც სხვადასხვა საფეხურზე.
რესურსის გამოყენების ინსტრუქცია
     ზემოთ მოცემულ ბმულზე გადასვლით გაიხსნება ჩემ მიერ შექმნილი სასწავლო რესურსი. ეკრანზე გამოჩნდება სხვადასხვა მეტყველების ნაწილები, ხოლო მოსწავლეებს ევალებათ ეს სიტყვები მოათავსონ სწორად.  1 მოსწავლე „ წამყვანი“ და 1მოსწავლე „მოთამაშე“, ხოლო დანარჩენი მოსწავლეები ჩაერთვებიან ეტაპობრივად,  როცა მოსწავლე  შეცდომას დაუშვებს. ბოლოს კი გამოჩნდება ვიდეო და ყველა ერთად გავიმეორებთ მეტყველების ნაწილებს.


No comments:

Post a Comment