Thursday, December 19, 2019
Saturday, November 30, 2019
საწავლო რესურსი მეთერთმეტე კლასი
სასწავლო რესურსი მეათე კლასი
სასწავლლო რესურსი მეშვიდე კლასი
შექმნილი სასწავლო
რესურსის რეფლექსია და ინსტრუქცია
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი: მარგალიტა
კახაძე
სასწავლო რესურსის სანახავად გთხოვთ იხილოთ ბმული:
https://learningapps.org/display?v=po69iyo8t19
რესურსის შესაბამისობა ესგ-სთან
ქართ. VII. 7. მოსწავლეს
შეუძლია სხვადასხვა სახის მხატვრული და არამხატვრული
ტექსტების გააზრება-გაანალიზება, მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების
გამოხატვა და ახსნა.
ქართ. VII. 9. მოსწავლეს შეუძლია ტექსტის გაანალიზება სტრუქტურული
და ენობრივი მახასიათებლების მიხედვით.
ქართ. VII. 13. მოსწავლეს
შეუძლია წერილობითი ტექსტის ორგანიზაციის წესებისა და ენობრივი ნორმების დაცვა.
ზოგადად ნებისმიერი სახის ესესა თუ თემაში დიდი მნიშვნელობა ექცევა ლექსიკის ნაწილს. იმას, თუ როგორი სიტყვებითაა
გაწყობილი თანამედროვე ტერმინოლოგია, სინონიმები,
ანტონიმები, ფრაზეოლოგიზმები და სხვა.ფრაზეოლოგიზმები ხატოვანი გამოთქმაა, რომელიც
პირდაპირი მნიშვნელობით არ გაიგება, ამიტომაც მათი სიღრმისეული შესწავლა აუცილებელია.
ჩემ მიერ
შექმნილი სასწავლო რესურსი განკუთვნილია საბაზო საფეხურის მოსწავლეებისათვის(ამ შემთხვევაში
მე-7 კლასისათვის). იგი მოიცავს ამ კლასისათვის
განკუთვნილ გრამატიკულ საკითხებს. აღნიშნული რესურსი შექმნილია მოსწავლეთა ასაკობრივი
თავისებურების გათვალისწინებით.ამ რესურსის შექმნა შემდეგმა ფაქტორმა განაპირობა . მოსწავლეებს რატომღაც
უჭირდათ ფრაზეოლოგიზმების გაგება , ამოტომ
მსურდა მასალა უფრო საინტერესო და ადვილად
აღსაქმელი გზით მიმეტანა კლასში, რის საშუალებასაც ისტ-ის გამოყენება მაძლევდა. ისტ-ით გამდიდრებული გაკვეთილები
რომ მოსწონთ და ხალისით ერთვებიან ბავშვები ეს უდავოა. ამ რესურსით ისინი ბუნებრივია , ხალისით იყენებენ
შესწავლილ მასალას პრაქტიკაში, ხდება შესწავლილი მასალის სახალისოდ გამეორება, რაც
უზრუნველყოფს უფრო საფუძვლიანად დამახსოვრებას. გარდა ამისა, ჩემს მიერ შექმნილი რესურსი
ხელს
უწყობს ლექსიკური მარაგის გამდიდრებასა და ახალი ცოდნის შეძენაში.ზრდის მოტივაციას.
რესურსი ინტერაქტიულია და აქტიურად რთავს მოსწავლეებს საგაკვეთილო პროცესში, ხელს უწყობს
როგორც შესწავლილი მასალის გამეორებას, ასევე ახალი მასალის დამახსოვრებას, ცოდნის
განმტკიცებას. აქტიურად ხდება ისტის გამოყენება, რაც ხელს უწყობს გამჭოლი კომპეტენციების
განვითარებას.
მცირე მოდიფიცირების შემთხვეავაში აღნიშნული სასწავლო
რესურსი შესაძლებელია გამოვიყენოთ სხვადასხვა საგნობრივ ჯგუფშიც სხვადასხვა საფეხურზე.
რესურსის გამოყენების
ინსტრუქცია
ზემოთ მოცემულ
ბმულზე გადასვლით გაიხსნება ჩემ მიერ შექმნილი სასწავლო რესურსი. ეკრანზე გამოჩნდება
სხვადასხვა ფრახეოლოგიზმი ხოლო მოსწავლეებს
ევალებათ მოცემული სამი პასუხიდან შეურჩიონ ერთერთ. არასწორი პასუხის შემთხვევაში მოწყენილი სმაილი სთხოვს კიდევ ერთხე დაფიქრდეს
და პასუხი გადაამოწმოს.სიტყვები 1 მოსწავლე „ წამყვანი“ და 1მოსწავლე „მოთამაშე“,
ხოლო დანარჩენი მოსწავლეები ჩაერთვებიან ეტაპობრივად, როცა მოსწავლე
შეცდომას დაუშვებს. შეგვიძლია თამაშის
ფორმები შევცვალოთ და ისე მოვარგოთ გაკვეთილს ანუ გავითვალისწინოთ მოსწავლეთა აზრი , თუ როგორ ისურვებენ.
სასწავლო რესურსი მეექვსე კლასი
Friday, June 21, 2019
სოციალური პროექტის "ტყე შეუნახე შვილებსა" რეფლექსია, ფოტო მასალა
სსიპ
წალკის მუნიციპალიტეტის სოფ. ავრანლოს საჯარო სკოლის,
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის მარგალიტა კახაძის სოციალური
პროექტის რეფლექსია
2019 წლის 14 ივნისს ავრანლოს საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა მოაწყეს პროექტის ,,ტყე შეუნახე შვილებსა'' პრეზენტაცია.პროექტი განვახორციელეთ გეგმის თანახმად , კორექტივები არ შემიტანია.
პროექტის მიზანი იყო მოსწავლეების მიერ სოფლის მოსახლეობის
გამოკითხვა.
გამოკითხვის შედეგების მიხედვით დასკვნის
გამოტანა.
პრევენციული ზომებისა და
რეკომენდაციების შემუშავება და აღნიოშნული ინფორმაციის გაზიარება როგორც თანატოლების
ისე
ფართო საზოგადოებასათვის.
მოსახლეობაში თვითშეგნების ამაღლების მიზნით ბუკლეტებისა და
პლაკატების დამზადება და სოფლის
ტერიტორიაზე არსებული ტყის მონახულება.
პროექტის ყველაზე ძლიერი მხარე ჩემი აზრით იყო სოფლის ტერიტორიაზე არსებული ტყის
მონახულება , რადგა თითოეულმა მოსწავლემ უკეთ გააცნობიერ თუ რა შედეგით შეიძლება დასრულდეს
თუ უკონტროლოდ გაიჩეხება ტყე .
პროექტის მსვლელობისას მოვახდინე დაკვირვება
მოსწავლეთა ჯგუფების მუშაობაზე, თითეული მოსწავლის როლსა და მიღწეულ შედეგზე. საჭიროების
შემთხვევაში მივეცი მათ დროული უკუკავშირი. პროექტის დასასრულს მოვახდინეთ შეფასება პროექტის
შეფასების რუბრიკით, რომელსაც ჰქონდა განმავითარებელი ხასიათი. შევაფასე თითოეული მოსწავლის ჩართულობა პროექტის მსვლელობაში და მოვახდინე მოსწავლეთა ჯგუფური მუშაობის თვითშეფასება. თვითშეფასების კითხვარი მოსწავლეებს დაეხმარა თავიანთი თავის შეფასებაში. გაიგეს თუ რა წვლილი
შეიტანეს პროექტზე მუშაობისას. ეს მათ მომავალ პროექტზე მუშაობაშიც გამოადგებათ. მე როგორც
პროექტის ხელმძღვანელმა გამოცდილება მივიღე სამომავლოდ მსგავს პროექტზე მუშაობაში.
პროექტის
ამსახველი ფოტო-მასალა შეგიძლიათ იხილოთ ბლოგზე:
https://pirvelicemiblogi.blogspot.com/2019/06/blog-post_12.html
პროექტის ამსახველი ფოტო-მასალა
სოციალური პროექტი "ტყე შეუნახე შვილებსა" გეგმა
დაკვირვების საგანი
|
კომენტარები
|
შედგა თუ არა თანამშრომლობა ჯგუფში.
|
|
იყვნენ თუ არა მოსწავლეები მოტივირებულნი და რამ განაპირობა
მოტივაცია.
|
|
იყვნენ თუ არა ჯგუფში პასიური მოსწავლეები და რა იყო მათი
პასიურობის მიზეზი.
|
|
იმოქმედა თუ არა პროექტის განხორციელების პროცესმა მათს მოსწრებაზე
(თუ კი, მივუთითებ კონკრეტულ მაგალითებს).
|
|
პასუხობს თემას
|
1
|
ფლობს აუდიტორიას
(იყენებს მიმიკას, ჟესტიკულაციას, ინტონაციას)
|
2
|
საუბრობს გამართულაი
ენით და იყენებს შესაბამის ტერმინოლოგიას
|
2
|
იყენებს
განსხვავებულ წყაროებს
|
2
|
დარებს მოვლენებს,
ფაქტებს, საგნებს
|
1
|
იყენებს
თვალსაჩინოებას
|
1
|
იცავს დროის ლიმიტს
|
1
|
მკაფიოდ და
გასაგებად აყალიბებს აზრს
|
2
|
მსჯელობს
არგუმენტირებულად
|
2
|
აკეთებს დასკვნებს
|
2
|
იყენებს
არავერბალური კომუნიკაციის ფორმებს (თვალით,ჟესტებით, ხმით)
|
2
|
კორექტულია
ოპონენტის მიმართ, ისმენს და კონსტრუქციულად პასუხობს განსხვავებულ აზრს
|
2
|
ელემენტარული
1ქულა
|
მისაღები
2ქულა
|
ოსტატური
3ქულა
|
|
1.მიზანი
|
არ არის კარგად
გამოკვეთილი,ბუნდოვანია
|
ხდება ერთ მიზანზე ფოკუსირება
|
კარგად გამოკვეთილი
მიზნები,მარტივად აღსაქმელი
|
2.ორგანიზება
|
სუსტად ორგანიზებული,არ არის
იდეებს შორის ლოგიკური ჯაჭვი,რაც აბნევს მკითხველს /მსმენსლს.
|
გააზრებულია
თანმიმდევრობა,ორგანიზების ნიშნებით,ზოგი გადასვლა იდეებს შორის არის
მარტივი,ზოგი გაუგებარი
|
კარგად ორგანიზებული
ფორმატი,ლოგიკური გადასვლა ერთი იდეიდან მეორეზე,ორგანიზება ზრდის პროექტის
ეფექტურობას
|
3.შინაარსის კორექტულობა
|
გვხვდება ხშირი შეუსაბამო,მცდარი
ინფორმაცია,შეყავს შეცდომაში მკითხველი/მსმენელი
|
ძირითადად კორექტულია,ზოგიერთი
შეუსაბამო ან მცდარი ინფორმაციით
|
მთლიანად კორექტული,ფაქტები ზუსტი
და მკაფიო
|
4.ენობრივი გამართულობა
|
ენობრივად გაუმართავი,ხშირი
შეცდომებით
|
ენობრივად გამართული,მცირე
შეცდომებით
|
ენობრივად გამართულია,საცულია
პუნქტუაციის ნიშნები
|
5.კვლევა
|
კვლევა არაეფექტურადაა
დაგეგმილი,გამოყენებული წყარო არ არის სანდო,ანალიზი ზედაპირულია
|
კვლევა დაგეგმილია,მაგრამ ჯგუფის
პოტენციალი მთლიანად არ არის გამოყენებული ,შეზღუდული რაოდენობის წყაროებია
გამოყენებული,ანალიზი მისაღებია
|
კვლევა სწორად არის
დაგეგმილი,გამოყენებულია არა ერთი წყარო
|
6.თვალსაჩინოებები
|
თვალსაჩინოებები ხშირად შინაარსთან
შეუსაბამო
|
თვალსაჩინოებების კავშირი
შინაარსთან არის,მაგრამ ერთფეროვანია,გამოიყენება მოძიებული და ჯგუფის მიერ
შექმნილი
|
მრავალფეროვანი,შინაარსის
შესატყვისი,აკურატულად შესრულებული
|
7.შემოქმედობითობა
|
მცირე შემოქმედებითი ენერგიის
დანახარჯი ჯგუფის მხრიდან
|
ზოგჯერ ჩანს ჯგუფის ორიგინალური
აზრები და ეხმარება პროექტის უკეთ წარმოჩენაში
|
ჩანს ჯგუფის ორიგინალურობა,სიახლე
და თავისებური ხედვა,რაც პროექტს საინტერესოს ხდის
|
8.კავშირები საგნებთან
|
არ ჩანს ჯგუფის კომპეტენცია
საგნებში,გვხვდება ფაქტების უზუსტო ინტერპრეტირება
|
არის მოსაზრებების კავშირი ერთ ან
ორ საგნიდან მიღებულ ცოდნასთან
|
ხდება მთავარი მოსაზრებების
დაკავშირება სხვადასხვა საგნებიდან მიღებულ ცოდნასთან,რაც მიუთითებს მრავალი
მიმართულებიტ ჯგუფის კომპეტენტურობაზე
|
9.დასკვნები
|
არ არის ჩამოყალიბებული დასკვნები
|
დასკვნები ჩამოყალიბებულია კვლევის
ადეკვატურად,მაგრამ არ არის მკაფიო
|
დასკვნებში არის სიახლე,ლოგიკური
კავშირი კვლევასთან და ჩამოყალიბებული მკაფიოდ
|
10.პრეზენტაცია
|
ეფექტურად არ არის წარმოჩენილი
პროექტის არსი,უჭირს აზრის ჩამოყალიბება და პასუხების გაცემა,არ არის
მიზნობრივად გამოყენებული თვალსაჩინოებები
|
ბუნდოვნად არის ჩამოყალიბებული
პროექტის არსი
|
ნათლადაა ჩამოყალიბებული პროექტის
არსი,იყენებს თვალსაჩინოებებს და პასუხობს ყველა კითხვას.
|