გაკვეთილის
გეგმა
მასწავლებელი
: მარგალიტა კახაძე
|
|
საგანი:
მშობლიური ენა და ლიტერატურა
|
|
კლასი:
V
|
|
თარიღი: 30. 01 2018
წელი
|
|
მოსწავლეთა
რაოდენობა:11
|
|
სპეციალური
საჭიროების მქონე: 0
|
|
თემა:
სულხან-საბა ორბელიანი ,, იხვი და მყვარი“
|
|
დრო:
45 წუთი
|
|
გაკვეთილის მიზანი: - ლიტერატურის ჟანრებზე დაკვირვება და შედარება(იგავ-არაკი)
-მხატვრული ტექსტის კითხვა და გააზრება, სათანადო
დასკვნების გამოტანა
-სკუთარი აზრის დასაბუთება
-მწერლის ენაზე დაკვირვება
|
|
ეროვნული
სასწავლო გეგმის სტანდარტი:
მიმართულება: ზეპირმეტყველება
ქართ. V. 1. მოსწავლეს აქვს ასაკის შესაფერისი სირთულის ტექსტების მოსმენისა
და ინტერპრეტაციის საწყისი უნარი
. ქართ. V. 2. მოსწავლეს შეუძლია ჯგუფური და ინდივიდუალური
საკომუნიკაციო ამოცანების განხორციელება.
მიმართულება:
კითხვა
ქართ. V. 8.
მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ჟანრის მხატვრული ტექსტების წაკითხვა და ადეკვატურად
გაგება-გაანალიზება.
მიმართულება:
წერა
ქართ. V. 13. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ტექსტების დამოუკიდებლად
შექმნა.
|
|
მოსალოდნელი შედეგები:
-მოსწავლე მოიძევს და წარმოადგენს სულხან საბა
ორბელიანის შესახებ ინფორმაციულ და ვიზუალურ მასალას;
- მონაწილეობს იგავ-არაკების შესახებ გამართულ დისკუსიაში, გამოხატავს თავის დამოკიდებულებას პერსონაჟებთან დაკავშირებით;
- ასახელებს წაკითხული იგავ-არაკის თემას , ავლებს პარალელებს
ადრე წაკითხულ თემატურად მსგავს ნაწარმოებთან ;
-ამოიცნობს სულხან-საბას ენისათვის დამახასიათებელ
თავისებურებებს (არქაიზმებს);
-ქმნის სხვადასხვა ტიპის ტექსტს;
|
|
საჭირო წინარე ცოდნა და უნარ -ჩვევები:
მოსწავლეები იცნობენ სულხან -საბას რამოდენიმე იგავარაკს;
შეუძლია პარალელების გავლება ადრე წაკითხუ
თემატურად მსგავს ნაწარმოებებს შორის.
|
|
სასწავლო მასალა და რესურსები:
წიგნი , რვეული ,დაფა, ცარცი, საწერი კალამი, ფლიფრჩარტი, თაბახის ფურცლები, დაფის მაგნიტები, მარკერი,
ინტერნეტი.
|
|
გაკვეთილის დაწყებამდე მასწავლებელი კლასს
აცნობს ახალი გაკვეთილის თემას და მიზანს (1წთ)
აქტივობა №1პრეზენტაცია :( 7წთ) კლასი იყოფა ორ ჯგუფად ერთი ჯგუფი წარმოადგენს ინფორმაციას
ეზოპეზე , ხოლო მეორე ჯგუფი კიდევ ერთხელ გაგვაცნობს სულხან -საბას ბიოგრაფიას.
აქტივობა №2(5 წთ) ,, გონებრივი იერიშის რუკა“.
მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს გაიხსენონ
ადრე ნასწავლი იგავ-არაკი და დაასახელონ რამოდენიმე პერსონაჟი. შესწავლილი მასალის
საფუძველზე კლასი ავსებს ,,გონებრივი იერიშის
რუკას“
აქტივობა №3(10წთ) ტექსტის კომენტირებული კითხვა და ანალიზი:
იგავ-არაკს
თავიდან ბოლომდე კითხულობს მასწავლებელი , სიტყვის სალაროს გარდა შეიძლება გაუგებარი
იყოს მოსწავლეებისათვის გარკვეული სიტყვა
ან ფრაზა მასწავლებლის დახმარებით განმარტავენ
მას.
მოსწავლეები ჯგუფის წევრებთან ერთად იმუშავებენ ტექსტზე . (აქვე სახლში შეასრულ ებენ აქტივობის რვეულში დავალება №3)
აქტივობა №4 (13წთ) ტექსტის
გაგება -გააზრება:
ტექსტის უკეთ გაგებისათვის დაისმი შემდეგი
კითხვები:
v დაასახელეთ იგავ-არაკის მოქმედი პირები?
v რა არის მყვარის დღევანდელი შესატყვისი?
v სად ცხოვრობდნენ?
v რამ შეაწუხა
ისინი?
v რა გადაწყვიტა
იხვმა?
v რატომ არ
მიატოვა ბაყაყმა საცხოვრებელი გუბე?
v თქვენი აზრით რამდენად სწორად მოიქცა იხვი , როდესაც საცხოვრებელი ადგილი გამოიცვალა?
v როგორ შეაფასებთ ბაყაყის საქციელს?
v მოქმედი პირების რა თვისება ჩანს ტექსტში?
v რომელი გმირის საქციელი უფრო მოგწონთ და რატომ?
v რა აქვს ამ ორ გმირს საერთო? განსხვავებული? აქვე
ივსება ,, ვენის დიაგრამა“
v თქვენი აზრით როგორ ადამიანს გულისხმობს იხვში? მყვარში?
თქვენ როგორ მოიქცეოდით სამშობლო თუ გაუსაძლის მდგომარეობაში ჩავარდა?
v ჩვენს მიერ შესწავლი რომელიმე ნაწარმოებს ხომ არ გაიხსენებით სადაც სამშობლოს სიყვარულზეა საუბარი?
აქვე მასწავლებელი კლასს უკითხავს
ილიას ცნობილ გამონათქვამს : სადაც სიბრძნეა, იქ სიცრუეს რა ხელი აქვს ?! რა უგავთ ერთმანეთსა?
.. სიცრუე თვითონ ამბავია , სიბრძნე შიგ
ჩასახული აზრია“
ამ სიტყვების
მიხედვით აანალიზებს შესწავლილ იგავარაკს,
v როდის ცხოვრობდა და მოღვაწეობდა სულხან -საბა ორბელიანი?
v როდის დაიწერა ეს ნაწარმოები ?
v თუ ჩანს ეს მწერლის ენიდან?
(აქვე სახლში
შეასრულ ებენ აქტივობის რვეულში დავალება № 2)
აქტივობა №5(9წთ) თითოეული ჯგუფი შეეცდება დაწეროს პატარა იგავ-არაკი და წარადგინოს
|
e
|
მოსწავლეები შეფასდებიან წინასწარ შედგენილი რუბრიკების
მიხედვით, რომელსაც უკვე იცნობენ.
|
|
მსჯელობა
სასწავლო
უნარები
|
1-4
|
5-6-
|
7-8
|
-9-10
|
თემისა
და პრობლემის განსაზღვრა
|
ვერ
საზღვრავს კონკრეტულ თემატიკას და პრობლემას
|
დახმარების
საშუალებით შეუძლია რამდენადმე მიუახლოვდეს სამიზნე თემას
|
არასრულფასოვნად
აყალიბებს თემატიკასა და პრობლემას
|
საზღვრავს
მიზანს, მსჯელობს პრობლემაზე, მოჰყავს არგუმენტები
|
ანალოგიებისა
და ლიტერატურული პარალელების განსაზღვრა
|
არ
შეუძლია ანალოგიებისა და ლიტერატუტული პარალელების ამოცნობა
|
დახმარების
შედეგად ამოიცნობს
ლიტ.პარალელებს
|
შეუძლია
დამოუკიდებლად განსაზღვროს ანალოგიური თემები და იდეები, მოჰყავს მაგალითები
|
მასალა
კარგად აქვს მომზადებული, შეუძლია მაგალითებისა და ლიტერატურული პარალელების
შესახებ მსჯელობა და სათანადო დასკვნების გამოტანა
|
ტექსტის
მხატვრული გააზრება
|
არ
იცნობს ტროპის სახეობებს, ვერ არკვევს ლიტ-ის მხატვრულ ფუნქციას
|
მითითების
მიხედვით ცდილობს, ამოიცნოს რომელიმე მხატვრული სახე, შეუძლია პეიზაჟისა და
ეპითეტის ამოცნობა
|
შეუძლია
ძირითად მხატვრულ საშუალებათა იდენტიფიცირება
|
მსჯელობს
ტროპის სახეობათა თავისებურებაზე,
არკვევს
მათ მხატვრულ ფუნქციას
|
პრეზენტაცია
|
თემას ვერ
წარმოადგენს ნათლად და გასაგებად, კითხვებზე ვერ პასუხობს ადეკვატურად
|
ინფორმაციას
ფლობს, მაგრამ უჭირს მისი დალაგება, ლოგიკურად გადმოცემა
|
შეუძლია
გეგმის მიხედვით წარმოადგინოს საპრეზენტაციო საკითხი, ვერ იცავს დროის
ლიმიტს.
|
შესავალი
საინტერესოა,ავლენს შემოქმედებით უნარს, დაცულია ლოგიკური ჯაჭვი, გამართულია
ტემბრი, იცავს დროის ლიმიტი
|
წინად.კონსტრუირება
|
არ
შეუძლია წინადადების მიზნობრივად კონსტრუირება, უჭირს სათქმელის გადმოცემა
|
აგებს
მარტივ კონსტრუქციებს, მაგრამ უშვებს სინტაქსურ და სტილურ შეცდომებს
|
ფლობს
სინტაქსური სინონიმიკის ელემენტებს, სტილი გამართულია
|
შესაბამისად
იყენებს წინადადების ტიპებს შინაარსისა და აგებულების მიხედვით, არჩევს თემის
შესაბამის სტილს, გააჩნია ორიგინალური თხრობისა და მეტყველების მანერა
|
ისტ-ის
მიზნობრივი გამოყენება
|
არ ფლობს
კომპიუტერზე მუშაობის ძირითად პრინციპებს
|
დახმარებით
შეუძლია მითითების მიხედვით შესაბამისი პროგრამის გამოყენება
|
იცის
საოფისე პროგრამები, შეუძლია მათი დანიშნულებისამებრ გამოყენება დავალების
შესრულებისას
|
სრულყოფილად
ფლობს ისტ-ის გამოყენების ტექნიკას, შეუძლია შექმნას სასწავლო და დამხმარე
მასალები
|
A
გაკვეთილში ჩართულობა
ქულები და კრიტერიუმები
|
9–10
|
7–8
|
4–5–6
|
1–2–3
|
აქტიური მონაწილეობა
|
ყოველთვის მონაწილეობს და ხშირად
წარმართავს კიდეც საკლასო მსჯელობას
|
ყოველთვის მონაწილეობს
|
ხშირად მონაწილეობს
|
იშვიათად ან საერთოდ არ მონაწილეობს
|
გამართული და სწორი მეტყველება
|
გამართულად მეტყველებს, აქვს მდიდარი ლექსიკა და
შემოქმედებითად იყენებს ენობრივ–გამომსახველობით საშუალებებს
|
გამართულად მეტყველებს და იყენებს მართებულ
სინტაქსურ და გრამატიკულ კონსტრუქციებს
|
იცავს მართლმეტყველების ელემენტარულ წესებს.
მეტ–ნაკლებად გამართულად საუბრობს
|
არ იცავს მართლმეტყველების ელემენტარულ წესებს
|
საკუთარი აზრის დასაბუთებულად წარმოდგენა
|
ყოველთვის დამაჯერებლად და არგუმენტირებულად
წარმოადგენს თავის მოსაზრებას
|
თითქმის ყოველთვის ასაბუთებს საკუთარ მოსაზრებას
|
სირად ახერხებს საკუთარი აზრის დასაბუთებას
|
უჭირს გამართულად საუბარი, ხშირად ვერ ასაბუთებს
საკუთარ აზრს
|
სხვისი აზრის პატივისცემის დემონსტრირება
|
უსმენს სხვებს და საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს
მოსმენილზე დაყრდნობით. კორექტულია და ამჟღავნებს სხვისი აზრის მიმართ
პატივისცემას
|
უსმენს სხვებს და საკუთარ მოსაზრებას
გამოთქვამს მოსმენილზე დაყრდნობით.
|
უსმენს სხვებს და აცდის საუბრის დამთავრებას
|
არ უსმენს სხვებს
და არ აცდის საუბრის დამთავრებას
|
ჯგუფური მუშაობის რუბრიკა
კრიტერიუმი
|
ძალიან კარგი 10-9
|
კარგი 8-7
|
საშუალო 6-5
|
1-4
|
ჯგუფის მიერ სამუშაოს მიზნის გააზრება
|
ჯგუფმა სამუშაო მიზანი კარგად გააცნობიერა
|
ჯგუფმა სამუშაო მიზანი გააცნობიერა
|
ჯგუფმა სამუშაო მიზანი ნაწილობრივ გააცნობიერა
|
ჯგუფმა სამუშაო მიზანი კარგად ვერ გააცნობიერა
|
ჯგუფის მიერ
სამუშაოს ორგანიზება
|
სამუშაო კარგად ორგანიზებული იყო, ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები სწორად და თანაბრად გადანაწილდა
|
სამუშაო ორგანიზებული იყო,მაგრამ ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები
არა თანაბრად გადანაწილდა
|
სამუშაო ნაწილობრივ ორგანიზებული იყო, ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები არა თანაბრად გადანაწილდა
|
სამუშაო არ იყო ორგანიზებული იყო, ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები არ განაწილებულა
|
ურთიერთქმედებისა და აზრთა გაზიარების უნარი
|
გააჩნიათ საუკეთესო ურთიერთქმედებისა და აზრთა გაზიარების
უნარი
|
საკმარისად გააჩნიათ ურთიერთქმედებისა და აზრთა გაზიარების უნარი
|
ნაწილობრივ გააჩნიათ ურთიერთქმედებისა და აზრთა გაზიარების უნარი
|
არ გააჩნიათ მოსმენისა და აზრთა გაზიარების უნარი
|
დროის ლიმიტი
|
საუკეთესოდ იცავენ დროის ლიმიტს
|
საკმარისად იცავენ დროის ლიმიტს
|
უჭირთ დროის ლიმიტის დაცვა
|
ვერ იცავენ დროის ლიმიტს
|
თანამშრომლობა
|
ჯგუფის ყველა წევრი იყო აქტიური და სამუშაო ნაყოფიერი, ჯგუფის წევრებს შორის იყო
პოზიტიური და საქმიანი ურთიერთობები
|
ჯგუფის თითქმის
ყველა წევრი იყო აქტიური ჯგუფის წევრებს
შორის ძირითადად იყო პოზიტიური ურთიერთობები
|
მხოლოდ ერთი-ორი მოსწავლე აქტიურობდა, ჯგუფის აქტიურ
წევრებსა და პასიურ წევრებს შორის ზოგჯერ ურთიერთობები იძაბებოდა
|
ჯგუფის წევრები არ აქტიურობდნენ, ჯგუფის წევრებს შორის არ შეინიშნებოდა თანამშრომლობითი გარემო
|
განმსაზღვრელი შეფასების რუბრიკა
ქულები და კრიტერიუმები
|
9-10
|
7-8
|
4-6
|
1-3
|
გაკვეთილში ჩართულობა
|
აქტიურადაა ჩართული საგაკვეთილო პროცესში, წარმართავს საგაკვეთილო მსჯელობებს.
|
ჩართულია საგაკვეთილო პროცესში.
|
ცდილობს მონაწილეობა მიიღოს საკლასო მსჯელობებში.
|
იშვიათად ან საერთოდ არ მონაწილეობს.
|
გამართული და სწორი მეტყველება
|
მეტყველებს გამართულად,აქვს მდიდარი ლექსიკა,იყენებს ენობრივ,გამომსახველობით საშუალებებს.
|
მეტყველებს გამართულა.
იყენებს მართებულ სინტაქსურ დაგრამატიკულ კონსტრუქციებს,
|
მეტნაკლებად გამართულად მეტყველებს
|
უჭირს გამართული საუბარი.არ იცავს მეტყველების ელემენტერულ წესებს.
|
საკუთარი აზრის დასაბუთებულად წარმოდგენა
|
საკუთარ მოსაზრებებს ყოველთვის დასაბუთებულად წარმოადგენს.მოყავს შესაბამისი არგუმენტები.
|
ახერხებს საკუთარი აზრის დასაბუთებულად წარმოდენას.
|
ნაწილობრივ ახერხებს საკუთარი მოსაზრების დასაბუთებას.
|
ვერ ასაბუთებს აზრს.
|
პარალელის გავლება ნასწავლთან,გაგონილთან
|
შესწევს უნარი სრულფსოვნად გაავლოს პარალელი ნასწავლთან ,გაგონილთან.
|
შეძლია გაიხსენოს ნასწავლი და დააკავშიროს ახალთან.
|
ახერხებს დააკავშიროს ახალი ნასწავლთან, გაგონილთან
|
ვერ ახერხებს
ნასწავლი ან გაგონილის ახალთან დაკავშირებას.
|
ტექსტის წაკითხვა და საკუთარი სიტყვებით გადმოცემა.
|
კითხულობს მხატვრულად,სრულფასოვნად გადმოცემს წაკითხულს საკუთარი სიტყვებით.
|
კითხულობს გამართულად და გადმოსცემს აზრს საკუთარი სიტყვებით.
|
კითხულობს,მაგრამ აზრს ვერ გამოთქვამს სრულყოფილად.
|
ვერ კითხულობს გამართულად,არ აქვს წაკითხულის აღქმის უნარი.
|
პრობლემის ამოცნობა და მის ირგვლივ მსჯელობა
|
ადვილად ამოიცნობს პრობლემას და მისირგვლივ მსჯელობს სრულფასოვნად.
|
ამიცნობს პრობლემას დამსჯელობს მის ირგვლივ.
|
ამოიცნობს პრობლემას,მაგრამ ვერმსჯელობს დამაჯერებლად.
|
ვერ ამოიცნბს პრობლემას და ვერ მსჯელობს მის ირგვლივ.
|
No comments:
Post a Comment