Wednesday, January 31, 2018

საჩვენებელი გაკვეთილის რეფლექსია

                                სსიპ-წალკის მუნიციპალიტეტის , სოფელ ავრანლოს საჯარო                      
                                       სკოლის მასწავლებელი  მარგალიტა კახაძე
                                                           
 2018 წლის  30 იანვარს ჩავატარე სტანდარტული საჩვენებელი  გაკვეთილი V კლასში. თემა: სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკი ,,იხვი და მყვარი“.
      გაკვეთილის დასწყისში გავაცანი მოსწავლეებს გაკვეთილის მიზანი და შეფასების რუბრიკები. გაკვეთილი მიმდინარეობდა  წინასწარ შედგენილი გეგმის მიხედვით. მოსწავლეები გავიდნენ შედეგზე. შეძლეს წაკითხული ტექსტის  გაგება და გააზრება, ჩართული  იყვნენ  ტექსტის გააზრების და ანალიზის პროცესში. დაგეგმილი მქონდა სხვადასხვა აქტივობები , ბავშვები  მოტივირებული იყვნენ  და სიამოვნებით  ასრულებდნენ  შეთავაზებულ დავალებებს.   ჩემს წარმატებულ მხარედ მივიჩნევ სწორად შერჩეულ აქტივობებს და გაკვეთილის შესაჯამებლად  დაგეგმილ დისკუსიას , რომელიც დამეხმარა მიზნის მიღწევაში.  მოსწავლეებსა და ჩემს შორის  კეთილგანწყობილი ურთიერთობა იყო, ეს ეფუძნებოდა  პატივისცემას და თანამშრომლობას. მოსწავლები იცავდნენ გაკვეთილზე ქცევის წესებს.

    გაკვეთილი გეგმის მიხედვით ჩავატარე  და არ დამჭირდა  კორექტივების შეტანა, თუმცა იგივე გაკვეთილი რომ ჩავატარო კიდევ უფრო მეტ ყურადღებას მივაქცევ  რამდენიმე საკითხს.  პრეზენტაციას სხვა სახეს მივცემ. მოსწავლეებს ვთხოვ წინასწარ  მოამზადონ და ერთმანეთს დაუსვან კითხვები.განმავითარებელი შეფასებისას მოსწავლეს  განვუმარტავ  კონკრეტულად რაში დაიმსახურა მან ეს შეფასება და არ  შემოვიფარგლები ზოგადი ფრაზებით.  ხშირად დავსვამ დამაზუსტებელ კითხვებს თუ საჭიროება მოითხოვს.

ჩატარებული გაკვეთილის სურათები










საჩვენებელი გაკვეთილის გეგმა.

                                     გაკვეთილის გეგმა

მასწავლებელი : მარგალიტა კახაძე


საგანი: მშობლიური ენა და ლიტერატურა


კლასი: V



თარიღი: 30. 01 2018  წელი

მოსწავლეთა რაოდენობა:11


სპეციალური საჭიროების მქონე: 0

თემა:  სულხან-საბა ორბელიანი ,, იხვი და მყვარი“


დრო: 45 წუთი

გაკვეთილის მიზანი:  - ლიტერატურის ჟანრებზე დაკვირვება და შედარება(იგავ-არაკი)
-მხატვრული ტექსტის კითხვა და გააზრება, სათანადო დასკვნების გამოტანა
-სკუთარი  აზრის დასაბუთება
-მწერლის ენაზე დაკვირვება

 ეროვნული სასწავლო გეგმის  სტანდარტი: 
მიმართულება: ზეპირმეტყველება

ქართ. V. 1. მოსწავლეს აქვს  ასაკის შესაფერისი სირთულის ტექსტების მოსმენისა და ინტერპრეტაციის საწყისი უნარი
. ქართ. V. 2. მოსწავლეს შეუძლია ჯგუფური და ინდივიდუალური საკომუნიკაციო ამოცანების განხორციელება.
მიმართულება: კითხვა
ქართ.  V. 8.  მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ჟანრის მხატვრული ტექსტების წაკითხვა და ადეკვატურად გაგება-გაანალიზება.
მიმართულება: წერა

ქართ. V. 13. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ტექსტების დამოუკიდებლად შექმნა.



მოსალოდნელი შედეგები:
-მოსწავლე მოიძევს და წარმოადგენს  სულხან საბა  ორბელიანის  შესახებ  ინფორმაციულ და  ვიზუალურ მასალას;
- მონაწილეობს  იგავ-არაკების   შესახებ გამართულ დისკუსიაში, გამოხატავს  თავის დამოკიდებულებას  პერსონაჟებთან დაკავშირებით;
- ასახელებს  წაკითხული იგავ-არაკის  თემას , ავლებს  პარალელებს  ადრე  წაკითხულ  თემატურად მსგავს ნაწარმოებთან ;
-ამოიცნობს სულხან-საბას ენისათვის დამახასიათებელ თავისებურებებს (არქაიზმებს);
-ქმნის სხვადასხვა ტიპის ტექსტს;

 საჭირო წინარე ცოდნა  და უნარ -ჩვევები:
მოსწავლეები იცნობენ სულხან -საბას რამოდენიმე  იგავარაკს;
შეუძლია  პარალელების გავლება  ადრე წაკითხუ  თემატურად მსგავს ნაწარმოებებს შორის.

სასწავლო მასალა და რესურსები:
 წიგნი , რვეული ,დაფა,  ცარცი, საწერი კალამი, ფლიფრჩარტი, თაბახის ფურცლები, დაფის მაგნიტები, მარკერი, ინტერნეტი.   

გაკვეთილის დაწყებამდე მასწავლებელი კლასს აცნობს ახალი გაკვეთილის თემას და მიზანს (1წთ)
აქტივობა 1პრეზენტაცია :( 7წთ)   კლასი იყოფა ორ ჯგუფად ერთი ჯგუფი წარმოადგენს  ინფორმაციას  ეზოპეზე , ხოლო მეორე ჯგუფი კიდევ ერთხელ  გაგვაცნობს სულხან -საბას ბიოგრაფიას.
აქტივობა 2(5 წთ) ,, გონებრივი იერიშის რუკა“. მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს გაიხსენონ ადრე ნასწავლი იგავ-არაკი და დაასახელონ რამოდენიმე პერსონაჟი. შესწავლილი მასალის საფუძველზე კლასი ავსებს  ,,გონებრივი იერიშის რუკას“
აქტივობა 3(10წთ)  ტექსტის კომენტირებული კითხვა და ანალიზი:
 იგავ-არაკს თავიდან ბოლომდე კითხულობს მასწავლებელი , სიტყვის სალაროს გარდა შეიძლება გაუგებარი იყოს მოსწავლეებისათვის  გარკვეული სიტყვა ან  ფრაზა მასწავლებლის დახმარებით განმარტავენ მას.
მოსწავლეები  ჯგუფის წევრებთან ერთად  იმუშავებენ ტექსტზე  . (აქვე სახლში შეასრულ ებენ აქტივობის რვეულში დავალება  №3)

აქტივობა 4 (13წთ)  ტექსტის გაგება -გააზრება:
ტექსტის უკეთ გაგებისათვის დაისმი შემდეგი კითხვები:
v  დაასახელეთ იგავ-არაკის მოქმედი პირები?
v  რა არის მყვარის დღევანდელი შესატყვისი?
v   სად ცხოვრობდნენ?
v   რამ შეაწუხა ისინი?
v   რა გადაწყვიტა იხვმა?
v   რატომ არ მიატოვა  ბაყაყმა  საცხოვრებელი გუბე?
v  თქვენი აზრით რამდენად სწორად მოიქცა  იხვი , როდესაც  საცხოვრებელი ადგილი გამოიცვალა?
v  როგორ შეაფასებთ ბაყაყის საქციელს?
v  მოქმედი პირების რა თვისება ჩანს ტექსტში?
v  რომელი გმირის საქციელი უფრო მოგწონთ და რატომ?
v  რა აქვს ამ ორ გმირს საერთო? განსხვავებული? აქვე ივსება ,, ვენის დიაგრამა“
v  თქვენი აზრით როგორ ადამიანს გულისხმობს იხვში? მყვარში? თქვენ როგორ მოიქცეოდით სამშობლო თუ გაუსაძლის მდგომარეობაში ჩავარდა?
v  ჩვენს მიერ შესწავლი რომელიმე ნაწარმოებს ხომ არ გაიხსენებით  სადაც სამშობლოს სიყვარულზეა საუბარი?
აქვე მასწავლებელი  კლასს უკითხავს ილიას ცნობილ გამონათქვამს :  სადაც სიბრძნეა, იქ  სიცრუეს რა ხელი აქვს ?! რა უგავთ ერთმანეთსა? .. სიცრუე თვითონ ამბავია , სიბრძნე  შიგ ჩასახული  აზრია“
ამ სიტყვების მიხედვით   აანალიზებს  შესწავლილ იგავარაკს,
v  როდის ცხოვრობდა და მოღვაწეობდა სულხან -საბა ორბელიანი?
v  როდის დაიწერა ეს ნაწარმოები ?
v  თუ ჩანს ეს მწერლის ენიდან?
(აქვე სახლში შეასრულ ებენ აქტივობის რვეულში დავალება № 2)
აქტივობა 5(9წთ)  თითოეული  ჯგუფი შეეცდება დაწეროს პატარა იგავ-არაკი და წარადგინოს

e
   მოსწავლეები შეფასდებიან წინასწარ შედგენილი რუბრიკების მიხედვით,  რომელსაც უკვე იცნობენ.



  მსჯელობა
სასწავლო უნარები
1-4
5-6-
7-8
-9-10
თემისა და პრობლემის განსაზღვრა
ვერ საზღვრავს კონკრეტულ თემატიკას და პრობლემას
 დახმარების საშუალებით შეუძლია  რამდენადმე მიუახლოვდეს სამიზნე თემას
არასრულფასოვნად აყალიბებს თემატიკასა და პრობლემას
საზღვრავს მიზანს, მსჯელობს პრობლემაზე, მოჰყავს არგუმენტები
ანალოგიებისა და ლიტერატურული პარალელების განსაზღვრა
არ შეუძლია ანალოგიებისა და ლიტერატუტული პარალელების ამოცნობა
დახმარების შედეგად  ამოიცნობს
ლიტ.პარალელებს
შეუძლია დამოუკიდებლად განსაზღვროს ანალოგიური თემები და იდეები, მოჰყავს მაგალითები
მასალა კარგად აქვს მომზადებული, შეუძლია მაგალითებისა და ლიტერატურული პარალელების შესახებ მსჯელობა და სათანადო დასკვნების გამოტანა
ტექსტის მხატვრული გააზრება
არ იცნობს ტროპის სახეობებს, ვერ არკვევს ლიტ-ის  მხატვრულ ფუნქციას
 მითითების მიხედვით ცდილობს, ამოიცნოს რომელიმე მხატვრული სახე, შეუძლია პეიზაჟისა და ეპითეტის ამოცნობა
შეუძლია ძირითად მხატვრულ საშუალებათა იდენტიფიცირება
მსჯელობს ტროპის სახეობათა თავისებურებაზე,
არკვევს მათ მხატვრულ ფუნქციას
პრეზენტაცია
თემას ვერ წარმოადგენს ნათლად და გასაგებად, კითხვებზე ვერ პასუხობს ადეკვატურად
ინფორმაციას ფლობს, მაგრამ უჭირს მისი დალაგება,  ლოგიკურად გადმოცემა
შეუძლია გეგმის მიხედვით წარმოადგინოს საპრეზენტაციო  საკითხი, ვერ იცავს დროის ლიმიტს.
შესავალი საინტერესოა,ავლენს შემოქმედებით უნარს, დაცულია ლოგიკური ჯაჭვი, გამართულია ტემბრი, იცავს დროის ლიმიტი
წინად.კონსტრუირება
არ შეუძლია წინადადების მიზნობრივად კონსტრუირება, უჭირს სათქმელის გადმოცემა
აგებს მარტივ კონსტრუქციებს, მაგრამ უშვებს სინტაქსურ და სტილურ შეცდომებს
ფლობს სინტაქსური სინონიმიკის  ელემენტებს, სტილი გამართულია
შესაბამისად იყენებს წინადადების ტიპებს შინაარსისა და აგებულების მიხედვით, არჩევს თემის შესაბამის სტილს, გააჩნია ორიგინალური თხრობისა და მეტყველების მანერა
ისტ-ის მიზნობრივი გამოყენება
არ ფლობს კომპიუტერზე მუშაობის ძირითად პრინციპებს
 დახმარებით შეუძლია მითითების მიხედვით შესაბამისი პროგრამის გამოყენება
იცის  საოფისე პროგრამები, შეუძლია მათი დანიშნულებისამებრ გამოყენება დავალების შესრულებისას
 სრულყოფილად ფლობს ისტ-ის გამოყენების  ტექნიკას, შეუძლია შექმნას სასწავლო და დამხმარე მასალები
A

               გაკვეთილში ჩართულობა




ქულები და კრიტერიუმები
9–10
7–8
4–5–6
1–2–3
აქტიური მონაწილეობა
ყოველთვის მონაწილეობს  და ხშირად წარმართავს კიდეც საკლასო მსჯელობას
ყოველთვის მონაწილეობს
ხშირად მონაწილეობს
იშვიათად  ან საერთოდ არ მონაწილეობს
გამართული და სწორი მეტყველება
გამართულად მეტყველებს, აქვს მდიდარი ლექსიკა და შემოქმედებითად იყენებს ენობრივ–გამომსახველობით საშუალებებს
გამართულად მეტყველებს და იყენებს მართებულ სინტაქსურ და გრამატიკულ კონსტრუქციებს
იცავს მართლმეტყველების ელემენტარულ წესებს. მეტ–ნაკლებად გამართულად საუბრობს
არ იცავს მართლმეტყველების ელემენტარულ წესებს
საკუთარი აზრის დასაბუთებულად წარმოდგენა
ყოველთვის დამაჯერებლად და არგუმენტირებულად წარმოადგენს თავის მოსაზრებას
თითქმის ყოველთვის ასაბუთებს საკუთარ მოსაზრებას
სირად ახერხებს საკუთარი აზრის დასაბუთებას
უჭირს გამართულად საუბარი, ხშირად ვერ ასაბუთებს საკუთარ აზრს
სხვისი აზრის პატივისცემის დემონსტრირება
უსმენს სხვებს და საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს მოსმენილზე დაყრდნობით. კორექტულია და ამჟღავნებს სხვისი აზრის მიმართ პატივისცემას
უსმენს სხვებს და საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს მოსმენილზე დაყრდნობით.
უსმენს სხვებს და აცდის საუბრის დამთავრებას
არ უსმენს სხვებს
და არ აცდის საუბრის დამთავრებას

                                                  ჯგუფური მუშაობის რუბრიკა
კრიტერიუმი
ძალიან კარგი 10-9
კარგი 8-7
საშუალო 6-5
1-4
ჯგუფის მიერ სამუშაოს მიზნის გააზრება
ჯგუფმა სამუშაო მიზანი კარგად გააცნობიერა
ჯგუფმა სამუშაო მიზანი გააცნობიერა
ჯგუფმა სამუშაო მიზანი ნაწილობრივ გააცნობიერა
ჯგუფმა სამუშაო მიზანი კარგად ვერ გააცნობიერა
ჯგუფის მიერ  სამუშაოს ორგანიზება
სამუშაო კარგად ორგანიზებული  იყო, ჯგუფის წევრებს შორის  ფუნქციები სწორად და თანაბრად გადანაწილდა
სამუშაო  ორგანიზებული  იყო,მაგრამ  ჯგუფის წევრებს შორის  ფუნქციები  არა თანაბრად გადანაწილდა
სამუშაო ნაწილობრივ ორგანიზებული  იყო, ჯგუფის წევრებს შორის  ფუნქციები არა თანაბრად გადანაწილდა
სამუშაო არ იყო ორგანიზებული  იყო, ჯგუფის წევრებს შორის  ფუნქციები არ განაწილებულა
ურთიერთქმედებისა და აზრთა  გაზიარების უნარი
გააჩნიათ საუკეთესო ურთიერთქმედებისა და აზრთა გაზიარების უნარი
საკმარისად გააჩნიათ  ურთიერთქმედებისა და აზრთა გაზიარების უნარი
ნაწილობრივ გააჩნიათ  ურთიერთქმედებისა და აზრთა გაზიარების უნარი
არ გააჩნიათ მოსმენისა და აზრთა გაზიარების უნარი
დროის ლიმიტი
საუკეთესოდ იცავენ დროის ლიმიტს
საკმარისად იცავენ დროის ლიმიტს
უჭირთ დროის ლიმიტის დაცვა
ვერ იცავენ დროის ლიმიტს
თანამშრომლობა
ჯგუფის ყველა წევრი იყო აქტიური და  სამუშაო ნაყოფიერი, ჯგუფის წევრებს შორის იყო პოზიტიური და  საქმიანი ურთიერთობები
ჯგუფის თითქმის  ყველა წევრი იყო აქტიური  ჯგუფის წევრებს შორის ძირითადად იყო პოზიტიური  ურთიერთობები
მხოლოდ ერთი-ორი მოსწავლე აქტიურობდა, ჯგუფის აქტიურ წევრებსა და  პასიურ წევრებს შორის  ზოგჯერ ურთიერთობები იძაბებოდა
ჯგუფის წევრები არ აქტიურობდნენ, ჯგუფის წევრებს შორის  არ შეინიშნებოდა  თანამშრომლობითი გარემო
განმსაზღვრელი  შეფასების რუბრიკა
ქულები და კრიტერიუმები
9-10
7-8
4-6
1-3
გაკვეთილში ჩართულობა
აქტიურადაა ჩართული საგაკვეთილო პროცესში, წარმართავს საგაკვეთილო მსჯელობებს.
ჩართულია საგაკვეთილო პროცესში.
ცდილობს მონაწილეობა მიიღოს საკლასო მსჯელობებში.
იშვიათად ან საერთოდ არ მონაწილეობს.
გამართული და სწორი მეტყველება
მეტყველებს გამართულად,აქვს მდიდარი ლექსიკა,იყენებს ენობრივ,გამომსახველობით საშუალებებს.
მეტყველებს გამართულა.
იყენებს მართებულ სინტაქსურ დაგრამატიკულ  კონსტრუქციებს,
მეტნაკლებად გამართულად მეტყველებს
უჭირს გამართული საუბარი.არ იცავს მეტყველების ელემენტერულ წესებს.
საკუთარი აზრის დასაბუთებულად წარმოდგენა
საკუთარ მოსაზრებებს ყოველთვის დასაბუთებულად წარმოადგენს.მოყავს შესაბამისი არგუმენტები.
ახერხებს საკუთარი აზრის დასაბუთებულად წარმოდენას.
ნაწილობრივ ახერხებს საკუთარი მოსაზრების დასაბუთებას.
ვერ ასაბუთებს აზრს.
პარალელის გავლება ნასწავლთან,გაგონილთან
შესწევს უნარი სრულფსოვნად გაავლოს პარალელი ნასწავლთან ,გაგონილთან.
შეძლია გაიხსენოს ნასწავლი და დააკავშიროს ახალთან.
ახერხებს დააკავშიროს ახალი ნასწავლთან, გაგონილთან
ვერ ახერხებს
ნასწავლი ან გაგონილის ახალთან დაკავშირებას.
ტექსტის წაკითხვა და საკუთარი სიტყვებით გადმოცემა.
კითხულობს მხატვრულად,სრულფასოვნად გადმოცემს წაკითხულს საკუთარი სიტყვებით.
კითხულობს გამართულად და გადმოსცემს  აზრს საკუთარი სიტყვებით.
კითხულობს,მაგრამ აზრს ვერ გამოთქვამს სრულყოფილად.
ვერ კითხულობს გამართულად,არ აქვს წაკითხულის აღქმის უნარი.
პრობლემის ამოცნობა და მის ირგვლივ მსჯელობა
ადვილად ამოიცნობს პრობლემას და მისირგვლივ მსჯელობს სრულფასოვნად.
ამიცნობს პრობლემას დამსჯელობს მის ირგვლივ.
ამოიცნობს პრობლემას,მაგრამ ვერმსჯელობს დამაჯერებლად.
ვერ ამოიცნბს პრობლემას და ვერ მსჯელობს მის ირგვლივ.