შექმნილი სასწავლო
რესურსის რეფლექსია და ინსტრუქცია
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი: მარგალიტა
კახაძე
სასწავლო რესურსის სანახავად გთხოვთ იხილოთ ბმული:
რესურსის შესაბამისობა ესგ-სთან:
ქართ. XI. 5.
მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ეპოქის ტექსტების გაანალიზება მათში ასახული ინფორმაციის, თემების, იდეებისა და პრობლემატიკის თვალსაზრისით
ქართ. XI. 6.
მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს, როგორ გამოიყენება მხატვრული და
არამხატვრული ტექსტის ელემენტები მისი ინტერპრეტაციის დროს
ქართ. XI. 9.
მოსწავლეს შეუძლია მხატვრული
ნაწარმოების წერილობით გაანალიზება
ჩემ მიერ შექმნილი სასწავლო რესურსი განკუთვნილია მე-11კლასის მოსწავლეებისათვის. იგი მოიცავს ამ კლასისათვის განკუთვნილ ლიტერატურულ საკითხს. . აღნიშნული რესურსი
შექმნილია მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურების გათვალისწინებით.ამ რესურსის შექმნა შემდეგმა ფაქტორმა განაპირობა . როდესაც ილია ჭავჭავაძის ,,მგზავრის
წერილები“ გავიმეორეთ აღმოჩნდა რომ ბეევრი რამ დავიწყებული ჰჰქონდათ ბავშვებსს
ამოტომ მსურდა მასალა უფრო საინტერესო და ადვილად
აღსაქმელი გზით მიმეტანა კლასში, რის საშუალებასაც ისტ-ის გამოყენება მაძლევდა. ისტ-ით გამდიდრებული გაკვეთილები
რომ მოსწონთ მოსწავლეებს და ზრდის მათ მოტივაციას ეს უდავოა.
ამ რესურსით ისინი ბუნებრივია , ხალისით იყენებენ შესწავლილ მასალას პრაქტიკაში,
ხდება შესწავლილი მასალის სახალისოდ გამეორება, რაც უზრუნველყოფს უფრო საფუძვლიანად
დამახსოვრებას. გარდა ამისა, ჩემს მიერ შექმნილი რესურსი ხელს უწყობს სხვადასხვა უნარების
განვითარებას, როგორიც არის მიზანშედეგობრივი კავშირების დანახვა, ლოგიკური და ანალიტიკური
აზროვნების განვითარება, ცოდნის მობილიზებასა და ყურადღების კონცენტრაცია, ხელს უწყობს
მოსწავლეებს გაუჩნდეთ სწრაფვა ახალი ცოდნის შეძენისაკენ, ზრდის მოტივაციას. რესურსი
ინტერაქტიულია და აქტიურად რთავს მოსწავლეებს საგაკვეთილო პროცესში, ხელს უწყობს როგორც
შესწავლილი მასალის გამეორებას, ასევე ახალი მასალის დამახსოვრებას, ცოდნის განმტკიცებას.
აქტიურად ხდება ისტის გამოყენება, რაც ხელს უწყობს გამჭოლი კომპეტენციების განვითარებას.
გამოყენება შესაძლებელია ასევე სხვა კლასებშიც შესწავლილი
მასალის გასამეორებლად, შესაჯამებლად ან ახალი მასალის განსამტკიცებლად. მცირე მოდიფიცირების
შემთხვეავაში აღნიშნული სასწავლო რესურსი შესაძლებელია გამოვიყენოთ სხვადასხვა საგნობრივ
ჯგუფშიც სხვადასხვა საფეხურზე.
რესურსის გამოყენების
ინსტრუქცია
ზემოთ მოცემულ
ბმულზე გადასვლით გაიხსნება ჩემ მიერ შექმნილი სასწავლო რესურსი. ეკრანზე გამოჩნდება
12 კითხვა ,,მგზავრის წერილებიდან“ მისი გამოყენება შესაძლებელია
სხვადასხვანაირად მაგალითად, იქნება ერთი წამყვანი , რომელიც წაიკითხავს კითხვას და
ერთი მოთამაშე. არასწორი პასუხის შემთხვევაში მოთამაშე დახმარებას სთხოვს დარბაზს
(კლას) , თუ ორივე შეცდა შეიცვლება წამყვანიც და მოთამაშეც. მოსწავლეების ინტერესის შესაბამისად შეგვიძლია შევცვალოთ
თამაშის ფორმა.რესურსის გამოყენება მრავალჯერადია , რაც გვაძლევს იმის საშუალებას რომ
განვლილი მასალა განვამტკიცოთ.
No comments:
Post a Comment