მშობლიური
ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის მარგალიტა კახაძის 2022-2023 სასწავლო წლის პირველი
სემესტრის ანგარიში
სწავლა
დავიწყეთ 15 სექტემბერს. მე-5, მე-6, მე-9, მე-10 კლასებს ვასწავლი მშობლიურ ენასა
და ლიტერატურას. ვმუშაობ ეროვნული სასწავლო
გეგმის მიხედვით და მაქსიმალურად ვცდილობ გავიდეთ შედეგზე.თითოეულ კლასში მუშაობისას
ვითვალისწინებდი მათ ინდივიდუალურ საჭიროებებს.
მე-5, მე-6 კლასებში ძირითადად წაკითხულის გააზრებაზე ვმუშაობდი. მე-9 კლასის ლიტერატურის
წიგნი აგებულია და ტექსტები გადანაწილებულია სტანდარტში მოცემული თავების მიხედვით.
ტექსტები საკმაოდ მრავალფეროვანია რათა მოსწავლეებმა გაიაზრონ , რომ ქართული ლიტერატურა
მსოფლიო ლიტერატურისა და კულტურის ორგანული ნაწილია. მე- 9კლასში საჭიროებიდან გამომდინარე განვახორციელეთ სასკოლო პროექტი ,, ჩემი უფლებები". მე-10 კლასში კი განსაკუთრებულ
ყურადღებას ვაქცევთ ჟანრს, კომპოზიციას, ენობრივ- გამომსახველობით საშუალებებს და კონტექსტს.
აღნიშნულ კლასებში პირველ სემესტრში განვახორციელეთ სტანდარტით განსაზღვრული შემაჯამებელი
ტესტები და თითო კომპლექსური დავალება შემდეგ
საკითხებზე :
1. მე-5 კლასი
არჩილ სულაკაურის მოთხრობა „ბიჭი და ძაღლის“ მიხედვით, მოიფიქრეთ და დაწერეთ ეპიზოდი, რომელშიც გადმოსცემთ, როგორ აღმოჩნდა ნაგაზი ქალაქში. გადაიკითხეთ თქვენი ნამუშევარი მკითხველის თვალით, შეიტანეთ საჭირო შესწორებები და შექმენით საბოლოო ვერსია.
2.
მე-6 კლასი
შეარჩიეთ რომელიმე მეორეხარისხოვანი პერსონაჟი (კლდე, პირიმზე...)
ვაჟა-ფშაველას მოთხრობიდან ,,ქუჩი“ და მინიშნებებზე დაყრდნობით, გადმოეცით ნაწარმოებში
მოთხრობილი ამბავი მისი ხედვის პერსპექტივიდან - ისე, როგორც მოჰყვებოდა ამბავს
შერჩეული პერსონაჟი.
3.
მე-9 ლასი
შეარჩიეთ დავით გურამიშვილის
ნაწარმოებიდან ერთ-ერთი ეპიზოდი (მაგ., დატყვევება ან ტყვეობიდან გაპარვა) და მის საფუძველზე
შექმენით ნოველა. ნამუშევარი დაასათაურეთ.
წერისას დაიცავით
ენობრივი ნორმები და პუნქტუაციის წესები. წერის დასრულების შემდეგ გადაიკითხეთ ნამუშევარი
მკითხველის თვალით, შეიტანეთ საჭირო შესწორებები და შექმენით საბოლოო ვერსია.
4.
მე-10 კლასი
,, შუშანიკის წამების“
ტექსტსა და რუბრიკა ,, გაიფართოვე თვალსაწიერში“
თავმოყრილ ინფორმაციაზე დაყრდნობით დაწერე სინთეზური ესე: ადამიანები, რომლებიც ერთგულობენ რწმენას, პრინციპს, საკუთარ შეხედულებებს და სიცოცხლის ფასად იცავენ მათ- გმირებად ირაცხებიან.
დაეთანხმე ან უარყავი
მოცემული მოსაზრება. შენი თვალსაზრისი დაასაბუთე.
ვთანამშრომლობდი
მშობლებთან , რადგანაც სწავლა სწავლების პროცესზე დადებით ზეგავლენას ახდენს მშობლებთან
აქტიური თანამშრომლობა. განსაკუთრებით დღესდღისობით, რადგანაც კომპლექსური დავაების
შესრულება გარკვეულ სიძნელეებთანაა დაკავსირებული, ხოლო მშობლებთან აქტიური თანამშრომლობა
აუცილებლად გაგვიყვანს სასურველ შედეგზე.
სემესტრის განმავლობაში
საბაზო საფეხურზე ვხელმძღვანელობდი მშობლიური ენისა და ლიტერატურის კლუბს. კლუბის მუშაობას
ვაგრძელებთ შემდეგ სემესტრშიც. კლუბის ფარგლებში ძირითადად უცხოური ლიტერატურის გაცნობაზე
ვმუშაობთ.