სსიპ წალკის მუნიციპალიტეტის სოველ ავრანლოს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის
მარგალიტა კახაძის
სამოდელო გაკვეთილის რეფლექსია
2019 წლის 14 მაისს მე-9 კლასში ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩავატარე სამოდელო
გაკვეთილი თემაზე: ,, ბრბოს ფსიქოლოგია“. ( მიხეილ ჯავახიშვილის ,,ეშმაკის ქვის
„ და
გიორგი ლეონიძის ,,მარიტას“ მიხედვით).
გაკვეთილის ტიპი: პრობლემაზე ორიენტირებული.
გაკვეთილის მიზანი იყო: ნაწარმოებში ასახული პრობლემის წარმოჩენა და ამ პრობლემის
გადაჭრის ეფექტური გზების შერჩევა. გაკვეთილის
დაწყებისთანავე გავაცანი თემა, მიზანი და შეფასების რუბრიკები.
პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილი
იწვევს მოსწაველთა მოტივირებულ ჩართულობას და ამ დროს ეფექტიანად ხდება ენობრივი
ან სხვა საგნობრივი მიზნების მიღწევა.
ვფიქრობ,
ჩატარებული გაკვეთილი, მართლაც იყო პრობლემაზე ორიენტირებული, ერთი მხრივ
წარმოდგენილი საკითხის მიხედვით, მეორე მხრივ, გაკვეთილის აქტივობების მიხედვით.
ანუ თემატიკაც პრობლემატური იყო შეთავაზებული და გაკვეთილის მსვლელობაც
ითვალისწინებდა პრობლემის გამოკვეთას, მიზეზების დასახელებას და მისი გადაჭრის გზების დასახვას. გარდა ამისა
სწორად შერჩეულმა აქტივობებმა განაპირობა მოსწავლეთა აბსოლუტური აქტიურობა, მათი
მოტივაცია არ შემცირებულა გაკვეთილის
დასრულებამდე.
მიზანი
შეესაბამებოდა ესგ-ს მოთხოვნებს . გაკვეთილზე
დასახულ მიზანს მივაღწიეთ.მოსწავლეებმა საკუთარ
წინარე ცოდნაზე დაყრდნობით
ამოიცნეს ნაწარმოებებში არსებული
პრობლემა და წარმოადგინეს მისი გადაჭრის ეფექტური გზები.
ყველაზე წარმატებული გამოდგა ჯგუფური მუშაობა, რომელიც ითვალისწინებდა
პრობლემის ამოცნობას, მიზეზების დასახელებას და გადაჭრის ეფექტური გზების
შეთავაზებას. გაკვეთილზე ყველა მოსწავლა თანასწორუფლებიანი
იყო. მოსწავლეები მოტივირებულად
და ინტერესით მონაწილეობდნენ
აქტივობებში და ნაბიჯ -ნაბიჯ აღწევდნენ
საგაკვეთილო მიზანს.
გაკვეთილი წარიმართა გეგმის მიხედვით, მსვლელობისას
არსებითი ცვლილება გაკვეთილის გეგმას არ განუცდია.
გაკვეთილის ხარვეზად შეიძლება მივიჩნიო ჩემ მიერ გაკეთებული
უკუკავშირი. იგი იყო ზედაპირული და
შემდეგი გაკვეთილის ჩატარებისას აუცილებლად გავითვალისწინებ და უფრო სიღრმისეულად
მივაწოდებ უკუკავშირს.
დასკვნის
სახით შეიძლება ითქვას, რომ გაკვეთილმა გაამართლა, მიაღწია დასახულ მიზნებს, მასში
მოსწავლეთა ჩართულობა და აქტიურობა სასურველ დონეზე იყო. ვთვლი რომ ჩემსმიერ
ჩატარებული სამოდელო გაკვეთილი ხელს შეუწყობს ჩემი კოლეგების პროფესიულ
განვითარებას.
ჩატარებული გაკვეთილის ამსახველი ფოტო მასალა