Wednesday, February 14, 2018

გაკვეთილის მსვლელობის ამსახველი მასალა










გაკვეთილის გეგმა

მასწავლებელი : მარგალიტა კახაძე


საგანი: მშობლიური ენა და ლიტერატურა


კლასი: V III



თარიღი: 13. 02 2018  წელი

მოსწავლეთა რაოდენობა:14


სპეციალური საჭიროების მქონე: 0

ვაჟა-ფშაველა   წერილი ,,ენა“


დრო: 45 წუთი

გაკვეთილის მიზანი:  - არამხატვრული ტექსტის  წაკითხვა და გააზრება  , სათანადო დასკვნების გამოტანა ;
-მიღებული ინფორმაციის გაზიარება;
-წერილში დასმული საკითხის აქტუალურობა და პარალელების გავლება დღევანდელობასთან ;
-მწერლის ენაზე დაკვირვება (დიალექტიზმები)
-პუბლიცისტური ტექსტის დამოუკიდებლად შექმნა,

 ეროვნული სასწავლო გეგმის  სტანდარტი: 
მიმართულება: ზეპირმეტყველება

ქართ. VIII. 1. მოსწავლეს შეუძლია კონკრეტულ საკითხებზე მსჯელობის მოსმენა და საკუთარი თვალსაზრისის წარმოდგენა აუდიტორიის წინაშე.

მიმართულება: კითხვა
. ქართ. VIII. 5. მოსწავლეს შეუძლია გაიაზროს, გააანალიზოს და შეაფასოს ტექსტები (მხატვრული და არამხატვრული), რომლებიც შეიცავ გარკვეულ თვალსაზრისს ან მსჯელობას კონკრეტულ საკითხზე.
ქართ. VIII. 7. მოსწავლეს შეუძლია ნაწარმოების მნიშვნელოვანი ასპექტების გაანალიზება.

მიმართულება: წერა

ქართ. VIII. 10. მოსწავლეს შეუძლია წერილობით გადმოსცეს საკუთარი თვალსაზრისი, იმსჯელოს კონკრეტულ საკითხზე სათანადო არგუმენტების მოხმობით.
ქართ. VIII. 13. მოსწავლეს შეუძლია წერის სტრატეგიების გამოყენება ნაწერის ეფექტური ორგანიზებისათვის.



მოსალოდნელი შედეგები:
 -ეუფლება კითხვის სტრატეგიას;
-ტექსტის ირგვლივ დააფიქსირებს საკუთარ პოზიციას;
-ამოიცნობს და ახასითებს ფუნქციურ სტილს(სამეცნიერო, ოფიციალურ -საქმიანი, მხატვრული და პუბლიცისტური)
-მონაწილეობს დისკუსიაში, მსჯელობს არგუმენტირებულად

 საჭირო წინარე ცოდნა  და უნარ -ჩვევები:
იცნობს პუბლიცისტურ   ტექსტებს ;
შეუძლია ტექსტის გააზრებული  წაკითხვა, მნიშვნელოვანი  საკითხების გამოკვეთა და მსჯელობა;
-შეუძლიათ დიალექტიზმების ამოცნობა.

სასწავლო მასალა და რესურსები: ინტერნეტი, პროექტორი, დაფის მაგნიტები, ფლიფრჩარტი
 წიგნი , რვეული. დაფა ,ცარცი,  წებოვანი ფურცლები.

გაკვეთილის დაწყებამდე მასწავლებელი კლასს აცნობს ახალი გაკვეთილის თემას და მიზანს (1წთ)

აქტივობა 1.  გონებრივი იერიში  (5 წთ)
  პასუხობენ კითხვებს ფუნქციურ სტილთან დაკავშირებით, ახასიათებენ პუბლიცისტურ ტექსტს.  აქვე ავსებენ გონებრივი იერიშის რუკას.  
აქტივობა 2 (14 წთ) ტექსტის კითხვა და ანალიზი
მოსწავლეები  იხსენებენ ვაჟა ფშაველას ცხოვრებისა და შემოქმედების რამოდენიმე ასპექტს. შემდეგ
ვაკეთებ მინი ლექციას  ტექსტთან დაკავშირებით.
მოტივაციის მიზნით მოვასმენინებ მოსწავლეებს  მხატვრულად წაკითხულ ლექსს ,, დაგვიანებული პასუხი აკაკის“შემდეგ (https://www.youtube.com/watch?v=W0tIAOzlTlU)
 ვთხოვ მოსწავლეებს წყვილებში წაიკითხონ ტექსტი და გააკეთონ  ორმხრივი ჩანაწერის დღიური

აქტივობა 3( 10წთ) წაკითხულის გააზრება-წვდომა
ტექსტის უკეთ გაგებისთვის დაისმის შემდეგი კითხვები
რას მიიჩნევს ვაჟ-ფშაველა ენის ცოდნად?
მისი აზრით რა არის ენის შეცნობისათვის- შეგნებისათვის  აუცილებელი?
ვინ მიაჩნია მას ენის დედად?
რითი უნდა ფასდებოდეს  მწერლის ენა?
რა საერთოს ხედავს  მწერალი ენასა და მდინარეს შორის?
რომელ მწერლებს თვლის  იგი  სანიმუშოდ - ,,ენის მაგალითად?
რა მიაჩნია მწერალს ენის გალახვად და შეურაცხყოფად?
,, საუკეთესო მგოსანი  ენის  მცოდნედაც უნდა მივიღოთ“,  წერია ტექსტში  როგორ გესმით ამ ფრაზის მნიშვნელობა?
რა მიაჩნია  ვაჟას სიტყვაკაზმული  მწერლობის  განვითარების  აუცილებელ პირობად?
როგორ ფიქრობთ , რას გულისხმობს მწერალი უწმინდურობასა და ნაგავ-ნუგავში?
რა არის მწერლის სათქმელი?
რა აზრს ავითარებს მწერალი  სალიტერატურო ქართული ენის შესახებ?
რას  ასკვნის მწერალი?
რომელი კუთხის დიალექტები გვხვდება მწერლის შემოქმედებაში?
თქვენი აზრით , უნდა დამკვიდრდეს  თუ არა ქართულ ენაში  უცხო ენებიდან შემოსული სიტყვები?
აქვე განმარტავენ  ბარბარიზმებს და ნასესხებ სიტყვებს და შეავსებენ ვენის დიაგრამას.

აქტივობა 4(10წთ)  ინდივიდუალური  სამუშაო
მოსწავლეები ინდივიდუალურად  შეეცდებიან დაწერონ პუბლიცისტური ტექსტი მათთვის სასურველ თემაზე, რამოდენიმე მოსწავლე სურვილისამებრ წაიკითხავს ნამუშევარს

აქტივობა 5 (5წთ) სტრატეგია  3, 2,1



e
 მოსწავლეთა შეფასება : განმავითარებელი კომენტარი განმსაზღვრელი შეფასება.